„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ოქტომბრის შუალედურ არჩევნებზე თბილისის მერობისთვის თაკო ჩარკვიანი იბრძოლებს.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება კვირის ბოლოს, ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
თავად ჩარკვიანი ამბობს რომ მსგავსი შეთავაზება ჯერ არ მიუღია.
„მსგავსი შეთავაზება მე არ მიმიღია, მართალი რომ გითხრათ, არც მიფიქრია. ამდენად ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ისე მოვიქცევი, როგორც საჭირო იქნება დასავლური ვექტორის პარტიების, მხარდამჭერების და მთლიანად ქვეყნისთვის. არცერთ თანამდებობაზე არ მიოცნებია, პარტიული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რუსეთის გააქტიურების შემდეგ, სხვა გზა ვეღარ დავინახე, ამიტომაც ვარ პარლამენტში.
სხვა საკითხებზე როგორც აღვნიშნე, კომენტარს ვერ გავაკეთებ.“ – ამბობს თაკო ჩარკვიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ამ ზაფხულს იშვიათ მოვლენასთან გვაქვს საქმე...“ - როგორ უნდა მოვემზადოთ და რა უნდა გავაკეთოთ?
„იარაღი ესროლა, 23 წლის ბიჭი მომიკლა“ – ტარიელ ხარხელაურის ტრაგედია
წყარო: primetime.ge