აჭარაში, სამი ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი მიმართვის დროს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ მომღერალს და მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა.
„არა მარტო საქართველოს, არამედ მილიონობით მსმენელისთვის ძვირფას ადამიანი, ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შეუსრულდა.
ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა.
ძალიან ენერგიულია, ყველას შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს, ის სიცოცხლის მოყვარულია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ბუბა კიკაბიძე იუბილარია - მან დაბადების დღე საკუთარ თავს რუსული ტექსტით მიულოცა
🔵„წინასწარმეტყველება ახდება - დაწერილია, რომ რჩეულებიც კი ცდუნდებიან“