დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი, ნია გიუაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი" ცხელი დღეების, ასევე ელექტრომოწყობილობების გამოსხივებისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირზე საუბრობს. იგი გაგრილებისთვის საუკეთესო ხერხებსაც გვირჩევს.
„დღის 11 : 00 საათიდან, საღამოს, დაახლოებით, 20:00 -21:00 საათამდე ფანჯრები დახურული უნდა იყოს. ფარდები - ჩამოფარებული. თუ სპეციალური გამაგრილებელი არ გაქვთ, სველი პირსახოცი ძალიან კარგი იქნებოდა სიგრილის და ტენიანობის შესანარჩუნებლად. ვენტილატორის გამოყენებას აზრი აქვს 32 გრადუსამდე სიცხეში. ამაზე მეტი ტემპერატურის პირობებში ის ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. პირიქით, ხელს შეუწყობს ორგანიზმიდან სითხის ზედმეტად აორთქლებას. ამ დროს კონდიციონერი ყველაზე ეფექტური იქნება.
ღამის განმავლობაში ყოველთვის ღია უნდა იყოს ფანჯრები, თუმცა გამოიყენეთ ბადეები, რადგან დათბობის ერთ ერთი თანამდევი მოვლენა გახლავთ მწერების, ტკიპების, პარაზიტების არეალის გაფართოება და გამრავლება.
ერთ-ერთი საუკეთესო გამაგრილებელი საშუალება გახლავთ წყლის მიღებაც. ბავშვებს და მოხუცებს წყურვილის შეგრძნება ნაკლები აქვთ, მათ მუდმივად სჭირდებათ შეხსენება, რომ წყალი დალიონ. მოხუცებს არც სიცხის სათანადო შეგრძნება აქვთ, ამიტომ მეტ ყურადღებას საჭიროებენ. ზედმეტად ცივი სასმელი, ზედმეტად ცივი შხაპი არ არის გაგრილების უკეთესი საშუალება. ზომიერად ცივი მეტ ეფექტს იძლევა. დაბალი მინერალიზაციის სასმელი წყლებიც ასევე კარგი საშუალება გახლავთ გასაგრილებლად და დაკარგული მიკროელემენტების შესავსებად",-აცხადებს ნია გიუაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ვულოცავ თალიკოს, შვილმკვდარ და გულმკვდარ დედას!“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატარაია
VIDEO: „ეს დღე დაიმახსოვრეთ, ხალხო...“ - რა პროგნოზს აკეთებს გუბაზ სანიკიძე
VIDEO: როგორ ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს გია სურამელაშვილი?