„მიყიდე“, „არ წამოვალ“, „დამპალო“, ეს არ მინდოდა, მე სხვა დაგაბარე“.... ალბათ, გეცნოთ ფრაზები მაღაზიაში შესვლამდე, შესვლისას ან იქ ყოფნისას...
ხშირად ბავშვების „ცუდი“ საქციელის გამო, მშობლები ხაფანგში ეგებიან და ყველა სურვილს უსრულებენ, რათა ტირილი არ დაიწყონ და სხვების ყურადღება არ მიიქციონ...
უცხოური გამოცემა imom.com მოგიყვებათ 7 შეცდომის შესახებ, რომელსაც მშობლები ბავშვის აღზრდიდას უშვებენ.
🔘 არ დაალაგოთ ბავშვების სათამაშო სივრცე მათ ნაცვლად
მშობლებისთვის გაცილებით ადვილია ბავშვების მიერ არეული სახლის მილაგება, ვიდრე მათთვის სათანადო ინსტრუქციების მიცემა. გირჩევთ, თამაშის დასრულების შემდეგ ბავშვებს დავალებები მისცეთ და დაალაგებინოთ მათი არეული სივრცე. თითოეულ ბავშვს გარკვეული დავალება მიეცით და დაელოდეთ, როდის დაალაგებენ ისინი სათამაშოებს.
🔘 არ მისცეთ ბავშვს უფლება უპატივცემულოდ მოგმართოთ ან ბრძანებითი ტონით გესაუბროთ
ბავშვებს მანიპულაციის განსაკუთრებული უნარი აქვთ. თუ მათ სწორ მაგალითს არ მისცემთ, ისინი ყველაფერში თქვენ დაგადანაშაულებენ. როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენი შვილი სიტყვებით მანიპულირებს, მაშინვე უნდა დაიწყოთ ზრუნვა მისი ქცევის შეცვლაზე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა როლს ასრულებს ურთიერთობაში მშობელი და რა როლი აქვს თავად.
🔘 ნუ აუსრულებთ ბავშვს ყველა სურვილს
საზღვრის დაწესება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. ბავშვებს შეზღუდვები ნაკლებად მოსწონთ, მაგრამ ეს მათთვის აუცილებელია. შვილისთვის გარკვეული საზღვრების დაწესებაზე მშობლებმა ერთობლივად უნდა იზრუნონ. მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელი ონლაინ თამაშების თამაშის უფლება აქვთ შვილებს, მათ უნდა განსაზღვრონ, რომელი საკვები პროდუქტებია ბავშვებისთვის მავნებელი, რომელი ფილმების ყურება არ შეიძლება მათთვის ან როგორ ადამიანებთან მეგობრობაა საზიანო. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად შეზღუდვების რიცხვმა უნდა მოიკლოს. მშობლებმა შვილებს რეკომენდაციები და რჩევები უნდა მისცენ, თუ რა იქნება მათთვის უკეთესი.
🔘 ბავშვის ყველა გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოთ
თქვენი შვილი სპორტისთვის თავის დანებებას თუ გადაწყვეტს, მისი გადაწყვეტილების რეალური მიზეზი გამოიკვლიეთ. შესაძლოა, ის სწორად იქცევა, ამ შემთხვევაში, მას მხარი უნდა დაუჭიროთ. თუ ბავშვის გადაწყვეტილების მიზეზი სიზარმაცეა, მის გადაწყვეტილებას ნუ დაეთანხმებით. კლასგარეშე და სპორტული აქტივობები ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
🔘 ნუ გაამართლებთ ბავშვის ცუდ ქცევას იმით, რომ ის ბავშვია
ბავშვის უხეშობა, სხვა ადამიანისადმი გამოვლენილი უპატივცემულობა და გულგრილობა არ უნდა გაამართლოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ბავშვია. არსებობს გარკვეული ჩვევები, რომლებსაც ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად იძენს. ის ნელ-ნელა სწავლობს ცოცვას და ხოხვას. მიუხედავად ამისა, ბავშვის ასაკი მის უხეშ და უპატივცემულო ქცევას არ ამართლებს. მშობლებმა შვილის გამართლება არ უნდა სცადონ, როდესაც ის ამგვარად იქცევა.
🔘 დისციპლინის დადგენილ წესებს არასდროს გადაუხვიოთ
მშობელი დისციპლინის დადგენილ წესებს თუ გადაუხვევს, ის ბავშვს აგრძნობინებს, რომ მის სიტყვას ფასი არ აქვს. თუ შვილს ეუბნებით, რომ ცუდი ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, მას მის ოთახში გაუშვებთ, ასეც უნდა მოიქცეთ. თქვენი სიტყვა საქმით უნდა განამტკიცოთ.
🔘 თქვენი შვილის გასაკეთებელ საქმეს მის ნაცვლად ნუ გააკეთებთ
ზრდასრულ ასაკში ადამიანი დამოუკიდებელი უნდა გახდეს, რაც ძალიან რთულია, თუ მას მეტისმეტად მზრუნველი მშობლები ზრდიდნენ.
თუ თქვენ ყველაფერს თქვენი შვილის ნაცვლად აკეთებთ, მას დამოუკიდებელ და თავისუფალ ადამიანად ჩამოყალიბება გაუჭირდება. ბავშვი ნელ-ნელა მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას.
მას ოჯახში გარკვეული პასუხისმგებლობები უნდა დააკისროთ. თქვენს შვილს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან დიდხანს ყოფნის ნებას ნუ მისცემთ. ბავშვი შრომას უნდა მიაჩვიოთ, რათა მან დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბება შეძლოს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
გურამ ფანჯიკიძის ცხედრის გამოტანისას ზღვამ უკან დაიხია – ცოტა რამ ფანჯიკიძეების ოჯახზე
უცნაური ქორწინება – კონსტანტინე გამსახურდიასა და მეგი წულუკიძის პირადი ცხოვრების დეტალები