ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი თავის წიგნში - „365 რჩევა ბავშვის ცხოვრების პირველ წელს“ პრიორიტეტების შესახებ ამახვილებს ყურადღებას. მედიკოსი აცხადებს, რომ ბავშვის კვებასა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია დედა იყოს დასვენებული.
კომაროვსკი დედებს გამოძინებას ურჩევს და ახსენებთ მათ, თუ რამდენი რამაა დამოკიდებული დედების ჯანმრთელობაზე.
„დედებისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას ძილის ნაკლებობა წარმოადგენს. არარაციონალური გადაწყვეტილებების, ოჯახური კონფლიქტებისა და დეპრესიის უმთავრეს საფუძველს სწორედ დედის ძილის ნაკლებობა წარმოადგენს.
ახალბედა დედის სრულფასოვანი ძილი ბავშვის ჯანმრთელობისა და ოჯახის ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ოჯახში პრიორიტეტების იერარქია ამგვარად უნდა გამოიყურებოდეს: ბავშვის უსაფრთხოება - ბავშვის კვება - დედის ძილი. სხვა დანარჩენზე კი მხოლოდ ამ სამი მიზნის განხორციელების შემდეგ უნდა იზრუნოთ.
დედებო, ძილი გჭირდებათ? არანაირი საოჯახო საქმე არ გააკეთოთ! ჯერ აუცილებლად გამოიძინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაალაგეთ სახლი, დარეცხეთ ჭურჭელი, მოამზადეთ სადილი, აღზარდეთ ბავშვი, მოესიყვარულეთ ოჯახის წევრებს და ა.შ. სჯობს მტვერსა და დალაქავებულ ხალათში იყოთ ადეკვატური და მშვიდი, ვიდრე გაღიზიანებული და შეშლილობის ზღვარზე მყოფი სუფთა და მოწესრიგებულ სახლში.
ბავშვის გაჩენას კიდევ თუ გეგმავთ, შემდეგი რჩევა გაითვალისწინეთ: ძილთან დაკავშირებით პრობლემები რომ არ გაჩნდეს, მეუღლესთან ოჯახური საუბარი გამართეთ. წინასწარ გადაანაწილეთ პრიორიტეტები და მოვალეობები, ვიდრე ოჯახს ახალი წევრი შეემატება, რადგან მშვიდად საუბარი, მეუღლის არგუმენტების მოსმენა, დათმობებზე წასვლა და საერთო ენის გამონახვა ძალიან რთულია, როდესაც ღამე თეთრად გაათენეთ და ხელში ატირებული ბავშვი გიჭირავთ“.
აგრეთვე დაგაინტერესეთ:
დღეიდან ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ვარსკვლავური პერიოდი ეწყება
წყარო: momsedu.ge