Digest Logo

ბავშვი საშინელებებს ჰყვება - ტყეში, ტუალეტში, ყანაში, ოთახში ყველგან ძალადობდნენ - მარტვილის ტრაგედიის დეტალები

1624643733
პედოფილია

8 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე მამა-შვილი 65 წლის და 35 წლის პირები დააკავეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2018 წელს 9 წლის ბავშვზეც იძალადა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვან გოგოზე ძალადობა 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც 35 წლის კაცმა ჯერ კიდევ 6 წლის მეზობელი ბავშვი გააუპატიურა. 2 წლის განმავლობაში, გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო 35 წლის კაცის მამის მხრიდანაც. 8 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულებს ამავე ასაკის შვილები და შვილიშვილები ჰყავთ. სწორედ მათთან სათამაშოდ მისული ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა.

„მე მამიდა ვარ ბავშვის. მოძალადე ჩემი მეუღლის ბიძა და ბიძაშვილია . მაგრამ ის ჩვენთვის უკვე აღარავინ აღარ არის. სისტემატური სახე ჰქონდა. ბავშვი ჰყვება საშინელებებს. თუ სადმე შეიძლებოდა - ტყეში, ტუალეტში, ყანაში, ოთახში. 2 წელი სისტემატურად გრძელდება თურმე. შვილი დანით აშინებდა, ეუბნებოდა აქ დაგმარხავ“, - ამბობს დაზარალებულის მამიდა.

გამოძიება 35 წლის კაცს კიდევ ერთ დანაშაულს ედავება. ფორმულამ გაარკვია, რომ კაცის მსხვერპლი 8 წლის გოგოს გარდა, მისი უფროსი დაც გახდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამა-შვილს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩემს კლინიკაში კონსულტაციაში პაციენტს ფულს არ გამოვართმევ...“ - ღოღობერიძე

დღეიდან ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ვარსკვლავური პერიოდი ეწყება

ერთი დღით მივდივარო და თურმე უკანასკნელად ვხედავდით - ზურა ბაკურაძის უკანასკნელი საღამო მეგობრებთან (ვიდეო)

წყარო: formulanews.ge