ტაბუირებულ თემებს შორის საქართველოში ყველაზე აქტუალურ საკითხად სქესობრივი ცხოვრება რჩება. ქალების დიდ ნაწილს სექსუალური განათლება არ აქვს. უმრავლესობა ისე აღწევს მენოპაუზის ასაკს, საკუთარ სხეულზე თითქმის არაფერი იცის. ეს კი ქმართან თანაცხოვრებაში დიდ გაუგებრობებს ქმნის. აქტუალური შეკითხვებითა და წყვილების პრობლემებით „დაიჯესტმა“ სექსოლოგ ზურაბ მარშანიას მიმართა:
თქვენი პრაქტიკით, ჩვენი დროის 40+ ქალებს სექსუალური განათლება აქვთ?
სექსუალური განათლების მაჩვენებელი საქართველოში კატასტროფულად დაბალია, განსაკუთრებით კი ქალებში, რაც ცალსახად საგანგაშოა.
ზოგადად საქართველოში ქალები, მამაკაცებისგან განსხვავებით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სექსუალურ განათლებას.
ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენს 40-ს გადაცილებული ქალები?
ქალებში, რომლებსაც აქვთ სექსუალური ცხოვრება დაწყებული და არიან 40 წელს გადაცილებულები, ყველაზე ხშირი პრობლემა არის ანორგაზმია ანუ ორგაზმის მიუღწევლობა, ან სექსის დროს სიამოვნების ვერმიღება. სექსის დროს კი სიამოვნება როგორც კაცმა, ასევე, ქალმა უნდა მიიღოს.
ასევე ,პრობლემურია მტკივნებული სქსესობრივი აქტი, ან სექსობრივი ლტოლვის დაქვეითება, ანუ ლიბიდოს დაქვეითება.
ასევე, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ქალს ლტოლვა აქვს, ორგაზმსაც აღწევს, მაგრამ არ უნდა სექსი.
რეალურად, რა არის პრობლემა სექსუალურ ცხოვრებაში 40-ს გადაცილებული წყვილებისთვის?
სექსი არის წყვილებს შორის პრობლემა და სიამოვნებაც. შესაბამისად პრობლება სექსუალურ ცხოვრებაში არ აქვს მხოლოდ კაცს ან ქალს. ეს პრობლემები თავს ორივე სქესსთან იჩენს.
მამაკაცებში ერექციის დაქვეითება კი სექსუალურ ჰარმონიაზე სავალალოდ მოქმედებს.
იდეალურ სექსუალურ ცხოვრებაში უნდა იყოს ჰარომანია ქალსა და მამაკაცს შორის, როდესაც ეს არ გამოდის, არის დისჰარმონია, რომელიც იწვევს დისკომფორტს და შემდეგ ეს ყველაფერი ფსიქიკურ პრობლემებში გადადის.
ჩემს პრაქტიკაში, ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მკურნალობაზე მოტივირებულია ქალი, მაგრამ მამაკაცი უარს ამბობს. ასევე, ყოფილა პირიქით შემთხვევებიც, ასეთი მიდგომა კი კლინიკურ სექსოლოგიაში მიუღებელია.
ჩვენ, სექსოლოგები ვმკურნალობთ წყვილს. ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ ერთი მოვარჩინოთ. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ წყვილს შორის ჰარმონიული სექსი.
პირველი ფეხმძიმობა 40+ ასაკში - რა რისკებთან და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული?
დღევანდელი მედიცინა 40+ ასაკში ფეხმძიობას პრობლემად არ განიხილავს, თუმცა იყო დრო, როდესაც ეს სერიოზული პრობლემა გახლდათ, მაგრამ დღევანდელი მედიცინის განვითარების დონე უზრუნველყოფს უსაფრთხო მშობიარობას. რა თქმა უნდა, რისკები 40+ასაკში უფრო მაღალია, მაგრამ დღევანდელი მედიცინა ამ რისკების მინიმუმადე დაყვანის საშაულებას იძლევა.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 40+ ასაკის ქალებში არა მშობიარობა, არამედ დაფეხმძიმებაა სირთულე, რადგან ადგილი აქვს ფიზიოლოგიურ მოვლენას, რომელსაც ეწოდება კვერცხუჯრედის დაბერება. თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ 40+ ქალების დაორსულება შეუძლებელია.
როდესაც საკუთარი კვერცხუჯრედი დაბერებულია, 40+ ქალებში ხშირია ინვიტროგანაყოფიერება და დონორის კვერცხუჯრედით დაორსულება.
თუ ქალი 30-35 წლის ასაკში ჯერ კიდეც ქალიშვილია, ხომ არ შეიძლება ამან პრობლემა შეუქმნას მის ჯანმრთელობას?
ქალიშვილი შეიძლება იყო 40 წლამდეც და სწორედ მაშინ დაიწყო სექსუალური ცხოვრება. დაორსულდე 45 წლის ასაკშიც - ეს სექსში არ ქმნის არანაირ პრობლემას.
აქ შეიძლება იყოს მხოლოდ რეპროდოქციული პრობლემა (დაბერებული კვერცხუჯრედი).
ქალების დიდ ნაწილს ორგაზმის მიღწევა უჭირს - ძირითად შემთხვევაში, პრობლემა ქალშია თუ მამაკაცში? და რაშაია გამოსავალი?
საქართველოში ორგაზმის მიღწევის კუთხით სავალალო მდგომარეობაა, ქალების უმეტესობას სექსი ისე აქვს, რომ ორაგზმს არ განიციდიან.
ამ პრობლემიდან გამოსავალი კი არის მხოლოდ და მხოლოდ სექსოლოგთან მკურნალობა.
ხშირად ჰგონიათ, რომ თუ პარტნიორს შეიცვლიან, ამით ორგაზმის მიღწევა უფრო მარტივი იქნება, რაც უმეტეს შემთხვევაში, უფრო ცუდ შედეგს გვაძლევს.
🔘 აგრეთვე წაიკითეთ:
გათხოვილი ქალების ნაწილს ორგაზმი არასდროს განუცდია - რჩევები გინეკოლოგისგან აქტუალურ პრობლემებზე
სექსი ავტომობილში - 8 წესი მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად
4 მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც უნდა იცოდეთ სექსზე 40 წლის ასაკის შემდეგ