Digest Logo

კატეგორიულად გთხოვთ, არ მისცეთ ბავშვებს ეს პრეპარატი! 3 წლის ბავშვს სულზე მივუსწარი – პედიატრი მშობლებს მიმართავს

1607342831
ექიმი-პედიატრი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს რჩევებით ხშირად მიმართავს.

ამჯერად, მამუჩიშვილი სისხლის გამათხელებლების მიღებასთან დაკავშირებით, ასევე თაფლისა და რძის ალერგიის შესახებ წერს.

„ძვირფასო მშობლებო, უნდა იცოდეთ აუცილებლად, ამიტომაც გიზიარებთ... ძალიან კარგია თაფლი და რძე, ორივე მნიშვნელოვანი პროდუქტია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ორივეს შეუძლია ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს!!

განსაკუთრებულ ალერგენთა სიაში, რომელთაც შეუძლიათ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ და ანაფილაქსია ისინი არ შედიან, ალერგიის კლინიკური გამოვლინების სიმძაფრე ამ პროდუქტების ჭარბი დოზირებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს!!! წუხელ მთელი ღამე ერთ პატარაზე ზრუნვაში გავატარე ონლაინ, რომელმაც ძილის წინ მიირთვა ცხელი რძე თაფლით და დაახლოებით 6 საათში განუვითარდა ატოპური დერმატიტი,რომელსაც დაერთო ცრუ კრუპი!!! გახსოვდეთ,რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მისცემთ თაფლს!!! 2 წლის ზემოთ შეიძლება 10-15გრამის(2 ჩ.კ) მიცემა კვირაში 3 ჯერ არც ცხელ წყალში და არც ცხელ რძეში არ გაუხსნათ თაფლი, ის კარგავს თავის ღირებულოვანებას და ტოქსინად იქცევა, გაუხსენით გრილ სითხეში ნუ მისცემთ ძილის წინ, დღისით ჯობია.

აქვე დავწერ, კატეგორიულად გთხოვთ, არ მისცეთ ბავშვებს სისხლის გამათხელებლები (როგორც თქვენ მოიხსენიებთ) არავითარ შემთხვევაში, არც ასპირინი, არც კარდიომაგნილი, თუნდაც ძალიან მცირე დოზით (ერთერთი დედიკო აძლევდა 75 მგ კარდიომაგნილის 1/6-ს 3 წლის ბავშვს, სულზე მივასწარი ) ეს მომაკვდინებელი შეცდომაა. ეს მოკლედ, ღამის შთაბეჭდილებები. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, განსაკუთრებით დღეს, ეს სურვილი პირველთაგანია სურვილთა შორის“- წერს ინგა მამუჩიშვილი.

🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:

თუ ამას გავითვალისწინებთ, აპრილში კოვიდის დღიური მაჩვენებელი 200-მდე შემცირდება - გამყრელიძის რჩევები

ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები ჯანმრთელებად შენიღბულები - ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას მიმართავს

როდის დასრულდება 300-ლარიანი კომპენსაციისთვის განაცხადების მიღება?

სასკოლო ზამთრის არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება და გასულ წლებზე ხანგრძლივი იქნება