Digest Logo

🎥 „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 16 წლამდე განსაკუთრებული რისკჯგუფის ბავშვები ავცრათ“ - თემურ მიქელაძე

1631720174
პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ  ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ 12-16 წლამდე განსაკუთრებული რისკჯგუფის მქონე ბავშვებში ვაქცინაციის დაწყება დააანონსა.

მისი თქმით, ვაქცინაცია ჩატარდება მშობლის ინფორმირებული თანხმობის შედეგად.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ​12-დან 16 წლამდე განსაკუთრებული რისკჯგუფის ბავშვების ვაქცინაციას დავიწყებთ. რამდენიმე ერთეულ ბავშვს სპეციალური მომართვის საფუძველზე ჩვენ უკვე ჩავუტარეთ ვაქცინაცია 12 წლის ასაკშიც, იყო ნევროლოგიური დარღვევა, იყო ორგანო გადანერგილი. გამოიყოფა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები, ტიპი 2 დიაბეტის მქონე ბავშვები, ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებები, ნეირო-კოგნიტური მოშლილობები. ეს არც ისე მცირე ჯგუფია პაციენტების. რა თქმა უნდა, ეს ვაქცინაცია ჩატარდება მშობლის ინფორმირებული თანხმობის შედეგად.

ჩვენ რაც გვქონდა ბავშვებში ლეტალობის შემთხვევა, აქ იყო თანდაყოლილი პათოლოგიები, ნერვული სისტემის დაზიანება, თანდაყოლილი მანკი ან დაგვიანებული მიმართვა. სწორედ ამიტომ უნდა გამოიყოს ეს რისკჯგუფის ბავშვები, რადგან ისინი ისედაც ცხოვრობდნენ და ასწლამდე იცხოვრებდნენ. მათ ქრონიკულ დაავადებას მართავს ოჯახის ექიმი. რომ არა კოვიდი, ისინი იქნებოდნენ ჯანმრთელად. ჩვენ გრიპის ვაქცინასაც, პირველ რიგში, განსაკუთრებულ რისკჯგუფებში ვაკეთებთ,“ - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რა გავლენას ახდენს Covid-19 მამაკაცის სპერმის რაოდენობაზე?

🔵გოგაშვილი სუსიდან გამოტანილ საინფორმაციო ბაზაზე - „ვმუშაობ, რომ გავარკვიო თუ ვინ განახორციელა ეს“...

🔵„თუ მე 30 ვერცხლად მაქვს სამშობლო გაყიდული, აქამდე უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე“ - მეუფე ნიკოლოზი