Digest Logo

🎥 „საინფორმაციო სივრცე გეუბნება: „შანსი არ გაქვს!“ ის იძლევა იმპულსს სასოწარკვეთისკენ ან აგრესიისკენ“ - მხეიძე

1631723049
ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

 მედიაში მოჭარბებული ნეგატიური ინფორმაციის ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, ​ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანს ნეგატიური ინფორმაცია ისევე აზიანებს, როგორც დაბინძურებული ჰაერი, ნიადაგი და წყალი:

„​თითოეულ ადამიანს სულ თან დააქვს საინფორმაციო საშუალება. ეს არის გარემო, რომელიც ჩვენ უკვე გარს გვახვევია. მივედით იმ შეგნებამდე, რომ ჰაერი არ უნდა დაბინძურდეს, გვაქვს თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო კამპანია, ხოლო საინფორმაციო გარემოზე პრაქტიკულად არავინ არ საუბრობს. ემოცია, რომელიც აღიძვრება ადამიანში დაკავშირებული უნდა იყოს ორგანიზმში ბიოქიმიურ ცვლილებებთან. არის ბედნიერების ჰორმონი, სტრესის დროს კორტიზოლის ჭარბი გამოყოფა ხდება, აგრესიის დროს - ადრენალინის. ამის ჭარბი გამოყოფა ცვლილებებს იწვევს ადამიანში. ვერაფრით ვერ ვიფიქრებ, რომ დაბინძურებული წყალი, ჰაერი და ნიადაგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს საკითხი, რომელსაც ჩვენ ვსვამთ.“

მხეიძის თქმით, ნეგატიური ინფორმაცია ადამაიანში აგრესიისა და განრიდების იმპულსებს აღძრავს.

„იურისტებს აქვთ მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანის, მაგრამ არ გვაქვს მუხლები ინფარქტამდე მიყვანის, ინსულტამდე მიყვანის. თორმეტი დაავადება არსებობს, რომელიც ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად ჩნდება. რას აკეთებს ნეგატიური ინფორმაცია?

ის ორ იმპულსს აღძრავს: ​ერთი იმპულსია აგრესია და მეორე არის განრიდება. ნეგატიური ინფორმაციის მუდმივი მოსმენა იწვევს იმედგაცრუებას. ჩვენი საინფორმაციო სივრცე გეუბნება: „შანსი არ გაქვს.“ ის არ იძლევა იმპულსს ქმედებისკენ, იძლევა იმპულსს აგრესიისკენ ან სასოწარკვეთისკენ.

საინფორმაციო სივრცეში არის ტოტალური ნეგატივი. მე ვამბობ, რომ ძალიან ჭარბი ნეგატივია. არ გადმოიცემა ინფორმაცია, რა ხდება მსოფლიოსა და საქართველოში კარგი. როდესაც ძალიან მცირე დოზით პოზიტივია, როგორ ფიქრობთ, რა განწყობაზე დადგება ადამიანი? აღმოჩნდა, რომ ვინც ხუთი წლის წინ უყურებდა საინფორმაციო გადაცემებს, 63 % აღარ უყურებს. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური თავდაცვითი რეაქცია. ე​ს ბავშვებზე ახდენს სერიოზულ გავლენას. ყველაზე მოწყვლადი ბავშვები არიან. როდესაც მე სახლიდან გამოსვლისას მოვისმინე ნეგატიური ინფორმაცია, ეს ინფორმაცია დამავიწყდა, მაგრამ მთელი დღე ვარ ცუდ ხასიათზე,“ – განაცხადა ზურაბ მხეიძემ.

🔵„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 16 წლამდე განსაკუთრებული რისკჯგუფის ბავშვები ავცრათ“ - თემურ მიქელაძე

🔵„თუ მე 30 ვერცხლად მაქვს სამშობლო გაყიდული, აქამდე უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე“ - მეუფე ნიკოლოზი

🔵რა გავლენას ახდენს Covid-19 მამაკაცის სპერმის რაოდენობაზე?