Digest Logo

რა უნდა გააკეთოს პაციენტმა თუ კოვიდის გადატანის შემდგომ თავბრუსხვევა დაეწყო?

1626956269
ეკა ხარხელაძე

ნეიროოტოლოგმა ეკა ხარხელაძემ კოვიდის შემდგომ თავბრუდახვევის განვითარების შესაძლო მიზეზებსა და ამ დროს აუცილებლად ჩასატარებელ კვლევებზე ისაუბრა:

„თუ პაციენტს ​კოვიდის გადატანის შემდგომ დაეწყო თავბრუსხვევა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შესწავლა, ჩატარდეს სათანადო კვლევები. თუ სმენის ჩივილი არ აქვს, რა თქმა უნდა მას აუდიომეტრია არ ჩაუტარდება, მაგრამ უნდა ჩაუტარდეს კომპიუტერული კვლევები, ვგულისხმობ ვესტიბულურს.“

ეკა ხარხელაძი თქმით, არსებობს პრეცედენტი, როდესაც თავბრუსხვევა წინ უძღვის სმენის დაქვეითებას:

„რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა შემდგომ სმენის დაქვეითება განვითარდეს,​ ასეთი პრეცედენტი არსებობს. არის შიგნითა ყურის ისეთი დაავადებები, რომელიც იწყება თავბრუსხვევით, შემდგომ ჩნდება ყურის დაგუბება, დამძიმება, სმენის დაქვეითება.“

„თავბრუსხვევა, შესაძლოა, იყოს პირველი ნიშანი, პირველი ჩივილი. შემდგომ გაჩნდეს ტინიტუსი, შემდგომ სმენის დაქვეითება. თუმცა ეს არ არის აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი ასე განვითარდეს. ​თადარიგის დაჭერა და კვლევების ჩატარება არის სასურველი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ეკა ხარხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ამდენი ტკივილის და ცუდის მერე, ერთი კარგი ამბავიც მაქვს...“ - ნინო შუბლაძე

„ერთხელ ნიუსრუმში ორი დღის მოსული სტაჟიორი შემორბის..." - რას იხსენებს ვახო სანაია

„ერთადერთი საუკეთესო დაცვა კოვიდის ძველი თუ ახალი ვარიანტებისგან, არის გონიერება“ - ნანა გეგეჭკორი