Digest Logo

სასწაული მეთოდი 60-იანი წლებიდან - რა უნდა ქნათ თუ წონაში კლების პროცესი გაჩერდა?

1625755135
ენდოკრინოლოგი

თუ ერთხელ მაინც ყოფილხარ დიეტაზე გეცოდინება, რომ დიეტის დაწყებიდან პირველი 3 დღეს ეფექტი საოცარია, წონაში სწრაფად იკლებთ და ბედნიერებისგან ივსებით, თუმცა შემდეგ მოკლებული კილოგრამები მცირდება და მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არაფერი დაგირღვევიათ, თქვენი სხეულიდან 1 გრამ ცხიმსაც კი, ძვრას ვერ უზამთ. 

ამას ჩვენ წონის გაყინვას ვუწოდებთ, რომელსაც სამედიცინო ახსნა აქვს და გამოსავალიც არსებობს. მოკლედ, ახლა მოგიყვებით, თუ როგორ უნდა აიცილოთ ეს „გაყინვა“ თავიდან, ან ეს პერიოდი თქვენთვის სასურველად გამოიყენო.

ენდოკრინოლოგმა, ლაშა უჩავამ წონაში კლების პროცესის გაჩერების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევაში ეფექტიანია ორგანიზმის დატვირთვა კალორიებით:

„ნებისმიერი კილოგრამის კლება, თუნდაც ეს იყოს ცუდი ცხიმის ხარჯზე, ჩვენი ტვინისთის არის სტრესი. ამ სტრესის ფონზე ის აჩერებს წონას. წონის კლების განახლების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები მიმართავენ უფრო მეტად დაბალკალორიულ კვებას, რაც უფრო მეტად ამცირებს ნივთიერებათა ცვლას. ეს მეტ სტრესში აყენებს ჩვენს ორგანიზმს. ამისთვის მოწოდებულია ე.წ. განტვირთვის და დატვირთვის დღეები. ეს იმას ნიშნავს, რომ მონაცვლეობით უნდა მივაწოდოთ უფრო მეტი კალორაჟი ორგანიზმს, ხოლო ყოველ მეორე დღეს უფრო ნაკლები კალორაჟი, რომ მან გარკვეულწილად განიცადოს ადაპტირება და ჩართოს ნივთიერებათა ცვლის მექანიზმი. ეს მიგვაღწევინებს სასურველ შედეგს.“

მისივე თქმით, დატვირთვის დღეებისას კალორიების რაოდენობა 2000-2500 კილოკალორიამდე უნდა იყოს

„ჯერ კიდევ სამოციანი წლებიდან იყოს სამედიცინო საზოგადოების მიერ მოწოდებული​ 5:2-ზე კვების სტილი. ეს ნიშნავდა იმას, რომ ხუთი დღის განმავლობაში ვიყავით დაბალკალორიულ კვებაზე, ორი დღის განმავლობაში მივირთმევდით ყველაფერს, რაც გვსურდა,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

აცრასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს თამარ ჟამურაშვილი პასუხობს

VIDEO: სათვალთვალო კამერით გადაღებული უმძიმესი კადრები

ამას დასცხა? - კახა კალაძე ეკა კვესიტაძეზე