Digest Logo

აცრასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს თამარ ჟამურაშვილი პასუხობს

1625750024
ექიმი თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი, რომელიც პანდემიის დროს თანამოქალაქეებს სოციალური ქსელის საშუალებით სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, ამჯერად ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

ამავე პოსტში, ჟამურაშვილი თავის ფეისბუკ მეგობრებს მიმართავს და სთხოვს, იმ შემთხვევაში თუ დამატებითი კითხვა გაუჩნდებათ, ამავე სტატუსის კომენტარებში დააფიქსირონ.

„მოდის მართლაც აუარება შეკითხვა აცრებთან დაკავშირებით. შეუძლებელია ყველაზე სათითაოდ პასუხის გაცემა. გადავწყვიტე, დავაგროვო კითხვები და ყველას ერთად გიპასუხოთ, მით უმეტეს რომ უმრავლესობა ერთი და იგივე საკითხს ეხება.

თუ თქვენს კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი ვერ იპოვეთ, გთხოვთ კომენტარის სახით გამიმეოროთ.


პირველ რიგში, ყველაზე ხშირად დასმული კითხვა: ავიცრა სინოფარმ/სინოვაკით თუ დაველოდო „უკეთეს“ ვაქცინას.

პასუხი: როგორც ყოველთვის და მრავალჯერ მითქვამს: აუცილებლად უნდა აიცრათ! რა თქმა უნდა გვერჩივნებოდა დღესდღეობით არსებულ ვაქცინებს შორის საუკეთესო, მაგრამ არ არის სამწუხაროდ დღეს ამის საშუალება საქართველოში. უკვე ივლისია დაწყებული, ორჯერად აცრას და შემდეგ ანტისხეულების სრული ტიტრით გამომუშავებას რამდენიმე კვირა სჭირდება. მაქსიმუმ სექტემბრიდან მოსალოდნელია ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა, ამიტომ მოცდის დრო აღარ არის. თუ მართლაც და შემოვიდა ფაიზერის ვაქცინა და თანაც საკმარისი რაოდენობით, შესაძლებელი იქნება რამდენიმე თვეში ბუსტერის (დამატებითი აცრის) გაკეთება. ეს, რა თქმა უნდა, ქართული ჯანდაცვის მიერ განსახილველი და პროტოკოლში შესატანია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი ალტერნატივა იქნება.

მოქმედებს თუ არა ჩინური ვაქცინები დელტა-ვარიანტის წინააღმდეგ.

პასუხი: კვლევები და მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ დელტა შტამის წინააღმდეგ ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინებიც შედარებით ნაკლებ ეფექტურია. აქედან დასკვნა, ყველა ვაქცინის ეფექტურობა დელტა-შტამის მიმართ დაქვეითებულია, ასევე იქნება ჩინური ვაქცინების შემთხვევაშიც, რაღაც დოზით აუცილებლად დაგიცავთ!

ჩემი საკუთრი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრებიც, ვისაც ახალგაზრდა ასაკის გამო ასტრაზენეკა ვერ გაუკეთდებოდა სინოფარმით და სინოვაკით არიან აცრილები!

ჩემი მეზობელი აცრილი იყო და მაინც დაემართო კოვიდ-ი.

პასუხი: დიახ, შესაძლებელია. ვაქცინაცია 100%-იან დაცვას ინფიცირების წინააღმდეგ არ იძლევა, მაგრამ გიცავთ მძიმე მიმდინარეობისგან. ეს ნიშნავს, აცრილებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, მაგრამ ბევრად უფრო მსუბუქუდ გადაიტანენ, ვიდრე აცრის გარეშე გადაიტანდნენ. შეიძლება კლინიკაშიც და ინტენსიურშიც მოხვდნენ, მაგრამ გადარჩენის ბევრად (!) მეტი შანსი აქვთ ვიდრე აცრის გარეშე.

ხშირად მოდის ქრონიკულ დაავადებათა სია კითხვით, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ დაავადებით ადამიანი აიცრას.

პასუხი: რაც უფრო გრძელია დაავადებათა სია, მით უფრო სწრაფად უნდა აიცრათ!
არ არსებობს ქრონიკული დაავადება, რომელიც აცრის წინააღმდეგჩვენებას წარმოადგენს! ანუ რა დაავადებაც არ უნდა გქონდეთ, თუ ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და გამწვავების ფაზაში არ იმყოფებით, შეგიძლიათ და უნდა აიცრათ.

ალერგიული დაავადებები: თუ ამჟამად გამწვავების ფაზაში არ იმყოფებით, შეგიძლიათ აიცრათ! ექიმმა რა თქმა უნდა წინასწარ უნდა იცოდეს.

ის, რომ რომელიმე მედიკამენტზე ან სხვა ვაქცინაზე ალერგია გქონდათ, არ ნიშნავს, რომ ამ ვაქცინაზეც გექნებათ. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია სინჯით დაწყება და თუ რეაქცია არ გამოვლინდა, შემდეგ აცრა.
უნდა მოვხსნა თუ არა ესა თუ ის მედიკამენტი აცრის წინ?

პასუხი: არც ერთი მედიკამენტის, არც სისხლის გამათხევადებლის შეწყვეტა/დაპაუზება აცრის წინ არ არის საჭირო. სითხის გამათხევადებლის მიღების შემთხვევაში მოგიწევთ ნანემსარზე რამდენიმე წუთი თითის დაჭერა, რომ სისხლჩაქცევა არ განვითარდეს.

უნდა დავლიო თუ არა ანტიჰისტამინიკი ან სტეროიდი აცრის წინ გართულებების რისკის შესამცირებლად?

პასუხი: ცალსახად არა!

აქვს თუ არა აზრი იმუნოსუპრესიულ თერპიაზე მყოფი პაციენტებისთვის აზრი აცრას?

პასუხი: დიახ! რა თქმა უნდა არ ვიცით გამოუმუშავდება თუ არა ანტისხეულები და რა ტიტრით. დღესდღეობით საუბარია ასეთი პაციენტების ორის ნაცვლად სამი დოზით აცრაზე და მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამასთან დაკავშირებით, მანამდე კი უნდა ავიცრათ მინიმუმ 2 მიზეზით: ანტისხეულები რომც არ გამომუშავდეს არსებობს უჯრედული იმუნიტეტი და მოსაზრება, რომ დაცვა ანტისხეულების გარეშეც არსებობს და მეორე, ასეთ პაციენტებს ვაქცინაციის გართულებების მომატებული რისკი ნამდვილად არ აქვთ და რატომ არ უნდა გამოიყენონ ის მინიმალური შანსი მაინც რაც აქვთ?!

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კოვიდ-აცრა არ ტარდება.
...და ბოლოს, თენგიზ ცერცვაძე

ვრცელდება უბრალოდ სასაცილო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული დეზინფორმაცია (ისევე როგორც ბევრი სხვა), რომ ქ-ნი მერკელი ვაქცინის დეფიციტის გამო აიცრა სხვადასხვა კომბინაციით და „თურმე“ იგივეს ურჩევს თავის ხალხს.

პასუხი: ქ-ნი მერკელი დღესდღეობით არსებული ვაქცინების საუკეთესო და ყველაზე ეფექტური კომბინაციით აიცრა! წინა კვირაში გამოქვეყნდა შედეგები და შეიცვალა კიდეც გერმანული პროტოკოლი (მსურველებმა შეგიძლიათ ინფორმაცია ჩემივე გვერდზე ქვემოთ იხილოთ). ასტრაზენეკას+ფაიზერი ან მოდერნა ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე 2-ჯერ ასტრაზენეკა ან 2-ჯერ ფეიზერი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ქ-ნი მერკელის ამცრელი ექიმი ამ ინფორმაციის პრეპრინტ ვერსიას ფლობდა...

... და დიახ, ქნ-ი მერკელი თავის ხალხსაც იგივეს ურჩევს და საუკეთესო კომბინაციით ცრის კიდევაც!“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა არის თქვენი ხასიათის ყველაზე აუტანელი თვისება?

მინისტრი: ყველაზე მაღალანაზღაურებადი ექიმის ხელფასი 46 505 ლარს შეადგენს, საშუალო ხელფასი კი 10 642 ლარია

„რუჯის მიღების სეზონი დაწყო“ - დამწვრობის ცენტრში საშუალო სიმძიმის 4 პაციენტი მკურნალობს