Digest Logo

თრომბოზის ბუნებრივი წამალი - დადგინდა ბოსტნეული, რომელიც სისხლს ათხელებს

1645515460
სისხლის საერთო ანალიზი

„კორონავირუსის პანდემიამ მათ ორგანიზმში, ვინც დაავადება გადაიტანა, სისხლის გასქელების პროვოცირება მოახდინა, რამაც, თავის მხრივ, თრომბოზების შემთხვევები გაახშირა“,- აცხადებენ შოტლანდიელი მკვლევარები.
მათი თქმით, არსებობს ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც სისხლის გათხელებას უწყობს ხელს და ის შეიძლება საუკეთესო საშუალებადაც ჩაითვალოს თრომბოზების თავიდან ასაცილებლად. საუბარია ალბათ ყველასათვის საყვარელ ბოსტნეულზე − პომიდორზე.

შოტლანდიელი მკვლევარების ექსპერიმენტში 200 მოხალისე მონაწილეობდა. ცდების შედეგებიდან გაირკვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც პომიდორს ყოველდღე მიირთმევდნენ, სისხლი 70%-ით უთხელდებოდათ. ასეთი ეფექტი საცდელ პირთა 97%-ს გამოუვლინდა.

მეცნიერების თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ პომიდორი ანტითრომბოზულ ელემენტებს − ფლავონოიდებს შეიცავს, ხოლო ბოსტნეულში დიდი რაოდენობით შემავალი ლიკოპინები უჯრედების ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, პომიდორი:

აღმოფხვრის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს;

სასარგებლოა კიბოს პროფილაქტიკისთვის;

ებრძვის ანთებით პროცესებს;

აუმჯობესებს თვალების ჯანმრთელობას, ვინაიდან დიდი რაოდენობით A-ვიტამინს შეიცავს.

ექიმების თქმით, პომიდორი სასარგებლოა არა მხოლოდ „ცოცხალი“, ანუ ნედლი სახით, არამედ თერმულად დამუშავებულიც. უფრო მეტიც, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ასე მისი სასარგებლო თვისებები მხოლოდ იმატებს.

ორწუთიანი ხარშვისა თუ მოთუშვის შემდეგ პომიდორში მატულობს სასარგებლო ლიკოპინის რაოდენობა. მაგალითად, ტომატ-პასტაში მისი რაოდენობა ერთ კილოგრამზე 1500 მილიგრამს აღწევს“, − განმარტავენ ექიმები.

თუმცა, მიუხედავად ესოდენ ბევრი სასარგებლო თვისებისა, სპეციალისტები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ ზედმეტად ბევრი პომიდვრის ჭამისგან. მათი თქმით, საკმარისია დღეში ერთ ცალი მოზრდილი პომიდორი, ან შვიდი ცალი ჩერი. მანამდე იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პომიდვრის წვენს შეუძლია არტერიული წნევის დარეგულირება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის შემცირება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემი შარდი დამალევინა” – თბილისში ბავშვმა ფრანგ მამას და მალაიზიელ დედინაცვალს უჩივლა

🔵„ძალიან საყვარელია პუტინი... კეთილი მოხუცი, რომელიც გიჟდება დამოუკიდებლობაზე და დამოუკიდებელ ქვეყნებზე“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

🔵„როდესაც თქვენს სურვილებს ჩაუთქვამთ...“ - აუცილებელი ინფორმაცია, რაც 22.02.2022 მისტიკური დღისთის უნდა ვიცოდეთ

🔵როგორ გამოიყურებიან ჯანეტ ქერდიყოშვილი და მისი შვილი ერთნაირ სამოსში (ფოტო)

🔵„საბერძნეთში გადახვეწილი ცოლი, საროსკიპოს განთქმული სექსმუშაკის ამპლუაში დახვედრია...“ - რას წერს ანუშკა ამილახვარი

🔵რატომ ემართება ადამიანს კიბო - ექიმი მარინა ტოტოჩავას განმარტება

წყარო: sputnik-georgia.com