გიორგი ქარქიშვილი საზოგადოებამ 2014 წელს გადაცემა „სხვა რაკურსიდან“ გაიცნო. ის თავისი პროფესიის შესახებ კამერების წინ თამამად საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ცნობილ, ქმრიან ქალებს სექსმომსახურებას უწევდა.
- ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, უბრალოდ, ისე გავიზარდე, რომ არასოდეს არაფერი დამიმალავს. ჯერ კიდევ თინეიჯერობისას თანატოლებისგან განვსხვავდებოდი. უფრო თამამი ვიყავი, თუნდაც ჩაცმულობით, პირსინგებიც მქონდა და ხალხის აზრის არ მეშინოდა. ვცხოვრობდი დედასა და სამ დასთან ერთად. მამა ცალკე ცხოვრობდა. პატარა ვიყავი, რომ წავიდა. ფეხბურთით ვიყავი დაკავებული, მაგრამ შემდეგ ტრავმა მივიღე, სპორტსაც ჩამოვშორდი და ვერც სწავლა გავაგრძელე.
- მამაკაცი გამოძახებით – ასე გაგიცნო საზოგადოებამ. ეს საქმიანობა როდის დაიწყე?
- ერთ-ერთ სააგენტოში მოდელად ვმუშაობდი. ჩვენებაზე გამოვდიოდი, რომლის შემდეგაც ერთ ქალბატონს ჩემი გაცნობა მოუნდა. მაშინ 19 წლის ვიყავი, ის – 51-ის. ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. შემდეგ ეს ურთიერთობა ფიზიკურ სიახლოვემდეც მივიდა. საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონია. საჩუქრებით მანებივრებდა, კიდევ იყო რაღაცები... ახლაც ვმეგობრობთ, მაგრამ როგორც პარტნიორები, ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით და ისეთი ურთიერთობა აღარ გვაქვს.
- როგორ გამოჩნდნენ შენს ცხოვრებაში სხვა ქალები?
- მისი სამეგობრო წრიდანაც იყო მოწონება. ერთ მეგობარს ამის გამო დაშორდა კიდეც, ძალიან გაბრაზდა, როცა გაიგო, მასაც უნდოდა ჩემთან ურთიერთობა. სურდა, მარტო მისი ვყოფილიყავი. მალე სხვა ქალებიც გამოჩნდნენ...
- დედამ და დებმა რომ გაიგეს შენი საქმიანობის შესახებ, რა რეაქცია ჰქონდათ?
- ამ თემაზე არ გვისაუბრია, არც შეუმჩნევიათ.
- გიორგი, რა შეგიძლია მოგვიყვე შენს საქმიანობაზე?
- გამოძახებისას საკმაოდ მოვლილი ქალბატონები მხვდებიან, ბევრი ახალგაზრდა გოგონასგან განსხვავებით, რომლებიც ფეხის მხოლოდ იმ ნაწილს იპარსავენ, რომელიც დახეული ჯინსიდან უჩანთ. გამოძახების შემდეგ იმდენ ხანს ვრჩები, რამდენიც მე მინდა. შეიძლება, დღეში რამდენიმე გამოძახებაც მქონდეს. არასოდეს აღმოვჩენილვარ ისეთ სიტუაციაში, რომ ვინმე თავზე დაგვდგომოდეს.
- ახალმისულს რაზე გესაუბრებიან?
- მეუბნებიან, რომ თავს მარტო გრძნობენ. ქართველი მდიდარი მამაკაცები ფულის კეთებით არიან დაკავებულნი და ავიწყდებათ, რომ ქალს სითბო და ყურადღება სჭირდება.
- და ამას შენგან იღებენ, ნახევარი საათის გაცნობილი ადამიანისგან?
- დიახ, იღებენ. ჩემთვის ეს სამსახურია. ერთმანეთს პირდაპირ კი არ ვეხვევით, ჯერ ვსაუბრობთ, ღვინოს ვსვამთ.
- როგორ გხვდებიან?
- ყოველთვის სექსუალურად აცვიათ. არ ერიდებათ ჩემი, ალბათ იმიტომ, რომ ასაკით პატარა ვარ. მიყვებიან, რა აკლიათ და რისი განცდა უნდათ.
- მეტსახელების დაძახებას თუ გთხოვენ?
- ძირითადად, ქალებს მოსწონთ, ფისოს რომ ვეძახი. ამ შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩემი მომსახურება კონფიდენციალურია. მეორე დღეს არასოდეს ვიტყვი, რომ მასთან ვიწექი. მეორედ იშვიათად მივდივარ ერთსა და იმავე ადამიანთან. მხოლოდ მაშინ, თუ მომეწონა. მე ჩემი პრინციპები მაქვს.
- ყველაზე მეტი რამდენი აგიღია სექსუალურ მომსახურებაში?
- ერთხელ მთელი ღამე დავრჩი და 500 დოლარი გადამიხადეს. დღეში შეიძლება, ორი გამოძახებაც მქონდეს, მაგრამ ხასიათი ხშირად მეცვლება და შეიძლება მოვიგონო, რომ დაკავებული ვარ და გამოძახებაზე უარი ვთქვა.
- გამოძახებაზე მისულს ორი ქალბატონი თუ დაგხვედრია?
- კი, კარგად მახსოვს ეგ დღე. ძალიან გავბრაზდი. პრინციპული ვარ და რაც ჩემთვის მიუღებელია, იმას არასოდეს გავაკეთებ. დაღლილი ვიყავი, ცოტა ნასვამიც. ავედი და ორი ქალი დამხვდა, ბოდიში მოვუხადე და დავემშვიდობე. თან, იმაზე გავბრაზდი, რომ წინასწარ არ გამაფრთხილეს, რადგან დეტალებზე ტელეფონზე ვთანხმდებით ხოლმე.
- მამაკაცს არასოდეს დაურეკავს?
- საბედნიეროდ, არა, არ შემიძლია, მიუღებელია ჩემთვის.
აგრეთვე წაიკითხეთ:
18 წლის ბიჭმა 6 წლის ბიჭი გააუპატიურა - ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ