Digest Logo

58 წლის ქალი ჯერ გაქურდეს, შემდეგ გააუპატიურეს, მოკლეს და გვამი დიდ გუბეში ჩააგდეს - გაუხმაურებელი ამბავი

1624956627
ლენტი ავარია

სიღნაღში, 2016 წლის 4 მაისს, უცნობმა მამაკაცმა 58 წლის ელიზა გელაშვილი გააუპატიურა და მოკლა.

გელაშვილი წნორში, სიღნაღის რეგიონალურ ჯანმრთელობის ცენტრში ბუღალტრად მუშაობდა.

სამსახურიდან 14:00 საათზე გამოვიდა და გაჩერებაზე შეჩერდა, რათა სიღნაღში დაბრუნებულიყო, სადაც ცხოვრობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

 

ამ დროს მანქანამ ჩამოიარა, სადაც ორი მამაკაცი იჯდა. გელაშვილს სახლამდე მიყვანა შესთავაზეს.

ამის შემდეგ ქალი გაუჩინარდა და იგი აღარავის უნახავს.

„ძალიან მოწესრიგებული ქალი იყო, ყურადღებიანი. არასდროს იცოდა გაუფრთხილებლად სადმე წასვლა“- თქვა ინდირა ბარამიძემ, მსხვერპლის რძალმა.

„აღდგომის დღეები იყო, ჩემი მეუღლე წაიქცა და ცუდად იყო. ამის გამო მოეჩქარებოდა ელიზას ადრიანად სახლში.“

გელაშვილი შინ თავის დროზე არ დაბრუნებულა, ოჯახის წევრები მობილურზე ურეკავდნენ, მაგრამ უშედეგოდ, არავინ პასუხობდა.

ოჯახმა გადაწყვიტა მისი ძებნა დაეწყოთ, რაც ორ დღეს გაგრძელდა.

„როდესაც ქალის ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ, მათ უთხრეს რომ საქმის გახსნა შეუძლებელი იყო სანამ გელაშვილის დაკარგვიდან ოთხი დღე არ გავიდოდა“ -- თქვა გარდაცვლილის ადვოკატმა, თენგიზ ბეჟაშვილმა.

მსხვერპლის ოჯახმა გადაწყვიტა, გელაშვილი თავად მოეძებნა, იპოვეს გარდაცვლილის ფეხსაცმელი, ამის შემდეგ, პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

"წნორის ავტობუსების გაჩერებასთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურია, სადაც ვიდეოკამერამ დააფიქსირა, თუ როგორ ჩაუარა ფეხითმიმავალ ქალს მანქანამ. ამის შემდეგ კამერაში გაჩერება აღარ ჩანს, შემდეგ ჩამოიარა მეორე მანქანამ - ფურგონმა, რის შემდეგაც ქალი აღარ ჩანდა აღნიშნულ ტერიტორიაზე“- თქვა თენგიზ ბეჟაშვილმა, მოკლულის ადვოკატმა.

ვიდეოკამერის ჩანაწერების შემოწმების შემდეგ შენიშნეს, რომ ფურგონს არ ჰქონდა რეგისტრაციის ნომერი. პოლიციამ დაიწყო ძებნა რეგიონში და აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული მანქანა მამუკა ნადირაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც სოფელ ჯუგაანიდან იყო.

ქალის გვამი ლაგოდეხის ტერიტორიაზე, დიდ გუბეში ჩაგდებული იპოვეს.

როგორც აღმოჩნდა, გელაშვილი დააყაჩაღეს კიდეც.

„დარწმუნებული ვარ, საყურეები და ბეჭედი ეკეთა, ასევე ჩანთაში ორი ბეჭედი ედო“ - თქვა მოკლულის რძალმა.

თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ მამაკაცი, მამუკა ნადირაშვილი, რომელმაც ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი სასტიკად მოკლა გელაშვილი, ნასვამი იყო. დამნაშავემ ქალს ჯერ ქვა ჩაარტყა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა.

„ნადირაშვილს საზიზღარ პიროვნებად იცნობდნენ, მისი ცოლი და საყვარელი მოდიოდნენ ჩემთან, ზედმეტ სახელად მგელძაღლას ეძახდნენ“ - თქვა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილმა გარდაცვლილი დაახასიათა როგორც წესიერი, ღირსეული ქალბატონი. რაც შეეხება დამნაშავეს, ბეჟაშვილი იხსენებს მას, როგორც აუტანელ პიროვნებას. მისი თქმით, ნადირაშვილის ცოლი ამბობდა, რომ ნადირაშვილს ადამიანების ცემა უმიზეზოდ უყვარდა.

„პოლიციის განყოფილებაში შეიძლება კვირაში ოთხჯერ მოეყვანათ“- თქვა ადვოკატმა.

ნადირაშვილმა ცოლის ცემის გამო ციხეში ერთი წელი გაატარა. უცნობია მან სასჯელი ბოლომდე მოიხადა, თუ ამნისტიით გაათავისუფლეს.

რაც შეეხება დამნაშავის საქმიანობას, ბეჟაშვილის თქმით, მას ჰქონდა ფერმა და მესაქონლეობით იყო დაკავებული. ნადირაშვილს თან ახლდა გიორგი ყაჯრიშვილი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა.

გამოძიების დროს, ყაჯრიშვილის დნმ იყო ნაპოვნი გელაშვილის პერანგზე. თუმცა, იგი მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დასაჯეს 2-3 წლით.

რაც შეეხება ნადირაშვილს, ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2" -მა გააშუქა მომხდარი ამბავი, იმავე ღამეს პატიმრებმა მოკლეს.

ინდირა ბარამიძეს ნაამბობის მიხედვით, ნადირაშვილმა სიცოცხლე ციხეში თვითმკვლელობით დაასრულა.

აჭარის პროკურორის, ნათია სონღულაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც იმ ადამიანებს ათავისუფლებენ ციხიდან, ვინც ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს, არ არსებობს რაიმე სარეაბილიტაციო კურსი ან დამატებითი ბერკეტი შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.


აგრეთვე წაიკითხეთ:

„ჩემ ცოლს ყელი გამოვჭერი, წამოდით, ნახეთ! თითები ძვლებამდე ჩაჭრილი ჰქონდა...“ - გაუხმაურებელი ამბავი

გოგონას ყელი ბასრი საგნით ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე დიდი ლოდი ედო - გაუხმაურებელი ამბავი

„მიყვარდა და იმიტომ მოვკალი“- ყოფილ ცოლს სცემა და შემდეგ ქვა ჩაარტყა - გაუხმაურებელი ამბავი