Digest Logo

„7 წლის ასაკში მეზობელი მაუპატიურებდა... მას ვაპატიე, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, აღარ მინდა სიცოცხლე“ - ძალადობის მსხვერპლის ისტორია

1644490611
სექსუალური_ძალადობა

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.

გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად, თავის ტრაგედიას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ჰყვება, რომელიც მეზობელმა 7 წლის ასაკში გააუპატიურა.

„აღარ შემიძლია, ისევ ჩემი მეზობელი, ისევ და ისევ… ფიქრების ვეღარ ვიშორებ, ვერ ვივიწყებ...

აქამდე მეგონა, შემეძლო ამასთან ერთად ცხოვრება, მაგრამ საკმარისად ვერ ვარ ძლიერი.

7 წლის ასაკში მეზობელი მაუპატიურებდა, 23 წლის ბიჭი და ეს ყველაფერი ჩემი თანხმობით ხდებოდა. მეგონა, კარგი იყო... გესმით? მეგონა, ნორმალური იყო და მეც ყველაფრის უფლებას ვაძლევდი... მეგონა, მართლა არ უნდა მეთქვა მშობლებისთვის, როგორც მაფრთხილებდა.

დამნაშავე ვარ… როგორ ვერ მივხვდი… მას ვაპატიე, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, აღარ მინდა სიცოცხლე“.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გავიგე მისი იმ ქვეყნად გარდასვლის ამბავი“ - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი

🔵„თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია, ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა...“ - რა წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი

🔵„რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის 19 წლის გიო დარჩები...“ - ანი შაქარაშვილი

🔵რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი მხატვარი მირონ შველიძე გარდაიცვალა