ორი კვლევის შედეგების მიხედვით, ქალების გარკვეული ნაწილი მხოლოდ იმიტომ მიდის პაემანზე, რომ უფასო საჭმელი სურს.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ქალებს, რომლებიც მსგავსი ქცევა გამოუცდიათ, უფრო მეტად ახასიათებთ პიროვნების „ბნელ ტრიადის“ თვისებები. ეს არის „ფსიქოპათია, მაკიაველიანობა და ნარცისიზმი“. ეს ქალები, უფრო ხშირად მონაწილეობენ ერთი ღამის ურთიერთობებში, აყალბებენ ორგაზმს ან აგზავნიან სექსუალური შინაარსის ფოტოებს.
ფასების რეკორდული ზრდისა და ფინანსური კრიზისის ფონზე, ქალები მსგავს ხერხს უფრო ხშირად მიმართავენ. როგორც კვლევის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, ერთ პაემანზე იმდენად ძვირად ღირებულ რესტორანში ივახშმა, რომ ბედნიერია, მას არ მოუწია ანგარიშის გადახდა:
„თუ იძულებული გავხდებოდი მე გადამეხადა, ალბათ, მომდევნო კვირების განმავლობაში უბრალოდ მშიერი ვიქნებოდი“.
თუმცა, ქალების დიდი ნაწილი, ასე მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც ფინანსური კრიზისი აქვს, ხოლო გაყინული ნახევარფაბრიკატებით ვახშამს, დახვეწილ რესტორანში წასვლა ურჩევნია, თუნდაც იმ კაცთან, რომელიც სინამდვილეში არ აინტერესებს. ეს ფულის დაზოგვის საკმაოდ ექსტრავაგანტური გზაა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვინ იშოვის დიდ ფულს და ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ასტროლოგი: ელოდეთ მოულოდნელი სასიყვარულო კავშირების აღმოცენებას
წყარო: trend.ge