Digest Logo

ექიმმა ბავშვის გაყინული ფეხები დაიკავა და ოპერაცია დაიწყო - ქართველი ექიმის მიერ ჩატარებული სასწაული ოპერაცია, რომელმაც სსრკ შეძრა

1620291600
ამბავი რომელიც 33 წლის წინ მოხდა

1983 წლის ზა­ფხუ­ლს ლიტ­ვაში უბედური შემთხვევა მოხდა. ვი­ტა­უ­ტას პრას­ცი­ა­ვი­ჩუ­სმა ტრაქ­ტორს საკ­რე­ჭი მი­ა­ბა, მო­ტო­რი და­ქო­ქა და სწორედ  ამ დროს უბედური შემთხვევა მოხდა და ტრაქტორისტის 3 წლის შვი­ლის ორივე ფეხი მინდორში  მოიფანტა. 

ოპერაციაზე ახალ­გაზ­რდა ქართველი ექი­მი ქი­რურ­გი რა­მაზ და­თი­აშ­ვი­ლი გამპოიძახეს. იქამდე ასეთი ოერაცია არავის ჩაუტარებია, ხელმძღვანელობა არც მას ანებებდა ოპერაციის ჩატრებას, მაგრამ სასწაული მოხდა...

„უფ­რო­სო­ბა არ მაძ­ლევ­და თან­ხმო­ბას, არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია აქამ­დე ასე­თი ოპე­რა­ცი­აო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. 12 სა­ა­თი იყო ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი­დან გა­სუ­ლი. რო­გორც იქნა, მო­იყ­ვა­ნეს პა­ცი­ენ­ტი. ვყვი­რო­დი, ფე­ხე­ბი სა­დაა-მეთ­ქი. ფე­ხე­ბი გა­ყი­ნუ­ლი იყო. ერთი ამო­სუნ­თქვით ჩა­ვა­ტა­რე ოპე­რა­ცია. არ­ტე­რი­ას არ­ტე­რი­ას ვა­კე­რებ­დი, ნერვს, კუნთს“ - იხ­სე­ნებს და­თი­აშ­ვი­ლი.

ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­დან 9 სა­ა­თში, ბოლო ნა­კე­რის დადებისას, პა­ტა­რა ფე­ხე­ბი ქი­რურ­გის ხელ­ში გათ­ბა.

„ვა­მა­ყობ, რომ შევ­ძე­ლი ამ მი­სი­ის შე­რუ­ლე­ბა“ - თქვა ექი­მმა.

ამ შემთხვევის დროს რასიტა 3 წლის იყო, მან ოპერაციის შემდეგ 10 წელი გა­ა­ტა­რა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­ში, ის ყვე­ლას შვი­ლი გახ­და. მას მთელი საბჭოთა კავშირი გულშემატკივრობდა. ხალხის რწმენამ - რომ ყველაფერი კარგად იქნება - შედეგი გამოიღო რა­სი­ტას ორივე კიდური შეუნარჩუნდა. ძა­ლი­ან რომ არ და­აკ­ვირ­დე, ვერც შე­ნიშ­ნავ, რომ გო­გო­ნა ცო­ტა­თი კოჭ­ლობს.

... ექი­მი და­თი­აშ­ვი­ლი კი მუდმივად ფიქ­რობდა პა­ტა­რა გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თა.

„ტე­ლე­ვი­ზი­ამ შეხ­ვედ­რა მოგ­ვი­წყო. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ვი­ჯე­ქი კუ­ლი­სებ­ში და ვე­ლო­დი რო­დის მიხ­მობ­დნენ მას­თან. ვიც­დი­დი და ვკან­კა­ლებ­დი. არ ვი­ცო­დი, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რებ­და, რო­გორ და­დი­ო­და“ - იხსენებდა ქართველი ექიმი ერთ-ერთ ინტერვიუში.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მეკვლედ მილიციაში, აკაკის ცხენი და დიუმას სიგელი

დასცინოდნენ, მამის მკვლელი სახლში შემოუშვიო - რა კავშირშია ლეილა აბაშიძე გოჩა აბაშიძის თვითმკვლელობასთან

ტირანზე შეყვარებული ქალები - ვინ იყო სტალინის უცნობი საყვარელი?

⚪საინტერესო ამბები:

ზურგდაკემსილ ილიკოს ყველას ჯიბრზე გავყევი - რამიშვილი

უკანონო შვილი და ცხოვრების სიყვარული - ეკა ბესელიას პირადი

რას წერდნენ ახალ წელზე ქართველი მწერლები