თეკო ნემსიწვერაძეს, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს, ტყუპი ეყოლა.
მისი თქმით, ამ სასწაულს საერთოდ არ მოელოდა და ექიმების მადლობელია, რადგან მათი დახმარებით შეძლო და ტყუპის დედა გახდა.
ამის შესახებ ისტორიას ჟურნალი „სარკე“ ავრცელებს.
„მე თეკო ნემსიწვერიძე ვარ. რამდენიმე დღის წინ ტყუპის, სანის და დანის დედა გავხდი. მეც სამი ტყუპიდან ერთ-ერთი ვარ. დაბადების შემდეგ მაქვს ცერებრალური დამბლა, ამ დიაგნოზის გამო, არ მეგონა, თუ შევძლებდი, გავმხდარიყავი დედა.
როდესაც ორსულობის შესახებ შევიტყვე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს ემოცია გაორმაგდა, როდესაც მითხრეს, რომ ტყუპის დედა გავხდებოდი. ნამდვილად არ იყო ადვილი 35 კვირის ვადამდე მოსვლა, გამიმართლა, რომ ყურადღებიანი და პროფესიონალი ექიმების ხელში აღმოვჩნდი…
35-ე კვირაზე ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად ჩემი დანი და სანი 2 კგ და 2,200 კგ მოევლინენ ქვეყანას.
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ამ საოცრების ნაწილი თუ ვიქნებოდი და ხელში დავიჭერდი ჩემს ტყუპებს.
უდიდესი მხარდაჭერა მქონდა მთელი ორსულობის განმავლობაში ჩემი მეუღლისგან, რამაც ძალიან გამაძლიერა. მინდა, ყველა დედას ვუთხრა, შესაძლებლობები შეუზღუდავია, მე შევძელი და გავხდი დედა, შეძლებ შენც!“- წერდა ნემსიწვერაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე
🔵„განადგურებულები ვართ მთელი სამსახური“ - „ომი უხილავ მტერთან“ გრძელდება