28 აგვისტოს, ლეჩხუმში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ცაგერის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით ახალგაზრდები ერთო ოჯახის წევრები - დეიდაშვილები იყვნენ. ჟურნალისტი, მარინე სვანიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ახალგაზრდებზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„იმ საზარელი 27 აგვისტოდან მოყოლებული ვფიქრობ თქვენზე. რამე, რამე, რამე დავწერო. რომელ ლექსიკონში ვიპოვო ამ ტრაგედიის შესაბამისი სიტყვები, ღმერთო... როგორ მიხაროდა თქვენი მეგობრობა ჩემს შვილთან - გამორჩეული, ლაღი და რაღაც სხვანაირი..... მეგობრობასაც გავცდით. ერთი ოჯახის წევრები გავხდით, რადგან ჩვენ ახლა ზუსტად ის გზა გავიარეთ, რაც მაშინ, 2009 წელში ზურიკოს გარდაცვალების ელდამ გაგვატარა... ლაშუ, როგორ მინდა ისევ ისე მორიდებულად შემომიღო კარი, როგორც ამას ლეჩხუმში ყოველი ჩამოსვლისას აკეთებდი... ხუმრობით მკითხო- „მარი, როგორ ხარ გოგო?"... ისეთი საჯიშე და ლამაზები იყავით........
ასეთი გამორჩეულების ხვედრი ალბათ ესაა? ალბათ ამიტომ? პასუხი არ მაქვს... ლეჩხუმში გინდოდათ „მარიამობას" ყოფნა, ჩვენო ღიმილის ბიჭებო! ჰო. ბავშვებიც გელოდნენ, გელოდნენ, გელოდნენ! აქ ვეღარ, ალბათ იქ შეგიფარათ კალთის ქვეშ ღვთისმშობელმა მარიამმა. დედა ღვთისმშობელო, ვიცი, მოწყალე ხარ, ვიცი, შენც მოგეწონება ჩვენი სანაქებო ბიჭები. სულთათანა თქვენს იმ ქვეყნად და სხვა განზომილებაში არსებობას! ", - წერს მარინე სვანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇