Digest Logo

„ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა, დავუჯერე და რეპეტიციაზე სახლში ავყევი... ძალა იხმარა, მითხრა, 14 წლის გოგოები მეხვეწებიან და შენ რას წივიხარო“ - გაუხმაურებელი ამბავი

1631179474
გაუპატიურება

 „სანამ პატარა ვიყავი, ძალიან მკაცრად მზრდიდნენ, არასდროს დავრჩენილვარ ნათესავის ან მეგობრის სახლში. ექსკურსიაზეც კი მთელი ოჯახით მიშვებდნენ, ისიც მხოლოდ ერთდღიანზე. სკოლაშიც მძღოლს დავყავდი. ამის მიუხედავად, გავხდი ძალადობის მსხვერპლი”, – სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მონათხრობს გამოცემა „ტაბულა” აქვეყნებს.

აი, რას ჰყვება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, პირობითი სახელით მაია:

„სტუდენტი ვიყავი, უნივერსიტეტიდან მოვდიოდი, როცა რუსთაველზე ერთმა კაცმა გამაჩერა. 50 წლის იქნებოდა დაახლოებით, თმა და წარბი შეღებილი ჰქონდა, ჩემი დაკვირვებით. კარგად ეცვა და სერიოზულად გამოიყურებოდა. მითხრა, რომ ძალიან ლამაზი ვარ და ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა.

სცენარიც ამობეჭდილი ჰქონდა, გოგოს და ბიჭის ამბავია, შენ გოგოს, ნინიკოს როლი უნდა ითამაშოო. მთავარი როლია და 10 000 დოლარია ჰონორარიო. პარალელურად, ვიღაცებს ურეკავდა, თან ხმამაღლა ამბობდა, აი, ვიშოვე ნინიკოს როლის შემსრულებელიო.

დავუჯერე, ნომერი მივეცი და შევუთანხმდი შეხვედრაზე. სრულწლოვანი ვიყავი, არ ვიცი, რატომ ვერ მივხვდი ვერაფერს.

აბაშიძეზე, პიცერიაში შევხვდით. მერე წავედით ბინაში, სადაც, მისი თქმით, უნდა მოსულიყვნენ სხვა მსახიობებიც და გაგვევლო რეპეტიცია. ტექსტი ნასწავლი მქონდა.

…ძალა იხმარა, მცემა, მემუქრებოდა, ხმა არ ამოიღოო. მითხრა, 14 წლის გოგოები მეხვეწებიან მოგვ##ანი და შენ რას წივიხარო.

ერთ თვეში გავიგე, რომ ორსულად ვარ. მუცელი მომეშალა, ლამის მოვკვდი.

გადავწყვიტე მიმემართა სამართალდამცავებისთვის და ლექტორს ვუთხარი, ვინც მაგ დროს ორგანოში იყო და დამარწმუნა, არ გინდა, მე მივხედავო…

მაგრამ აშკარად არავის მიუხედავს, რადგან წლების შემდეგ კაფეში დავინახე ძალიან პატარა გოგოსთან, ალბათ მომავალ მსხვერპლთან ერთად. ეს კაცი იყო თამაზ ა“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵19 წლის ასაკში უსიყვარულოდ გათხოვება და ორსულობისას ცემით სიკვდილი - ახალგაზრდა გოგოს სასტიკი მკვლელობის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„დედას რამდენიმე მამაკაცი ყველას დასანახად, სოფლის გზაზე სცემდა, კაბა შემოხეული ჰქონდა...“ - 16 წლის მოიტაცეს, ღალატში დაადანაშაულეს და სასიკვდილოდ გაწირეს - 30 წლის ქალის გაუხმაურებული ამბავი

🔵სიკვდილის და გლოვის ოთახი რამდენიმე წუთში სიხარულის და იმედის სივრცედ გადაიქცა! - ისტორია, რომელმაც უამრავი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

🔵„დედამთილმა ოპერაციაზე ძალით წამიყვანა, ძლიერი სისხლდენა მქონდა...“ - 22 წლის ასაკში დაქორწინება და აბორტი მეორე ორსულობისას - გაუხმაურებელი ამბავი

🔵9 წლის ბიძაშვილი დაბადების დღეზე გააუპატიურა, გამსახურდია და შევარდნაძე მის დასჯას ეწინააღმდეგებოდნენ - ტიტულოვანი სპორტსმენის შემზარავი დანაშაულები