Digest Logo

გაინტერესებთ რატომ შეუძლია ზოგიერთ ქალს მხოლოდ ბიჭების გაჩენა?

1625339112
ორსულობა და გენდერი

ალბათ თქვენს ირგვლივ ბევრია ისეთი ქალი, რომელსაც მხოლოდ ერთი სქესის შვილები ჰყავთ. ზოგი ადამიანი ფიქრობს რომ ამ ფაქს მეცნიერული ახსნა აქვს, თუმცა მეცნიერება ამას შემთხვევითობას უწოდებს. რას შეეხება სქესის ჩამოყალიბების ფაქტს, გეტყვით თუ რა შემთხვევაში ჩნდება ბიჭი ან გოგო.

მაშ ასე:

1. არ არსებობს „გოგოს“ ან „ბიჭის“ გენები

ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ გოგოების ან ბიჭების გენები „მართავენ ოჯახს“. მაგრამ მკვლევარებმა ჯერ კიდევ ვერ იპოვეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ზოგიერთ ქალს, გენეტიკური ფაქტორების გამო, მხოლოდ გოგონების ან ბიჭების გაჩენა შეუძლია.

2. სინამდვილეში, სქესს მამა განსაზღვრავს

მართალია გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბავშვის სქესი დამოკიდებულია დედაზე, სინამდვილეში, ის მამის ხელშია. სპერმა ატარებს ორივე სქესის ქრომოსომებს: ზოგიერთ სპერმატოზოიდს აქვს X ქრომოსომა გოგონებისთვის, ზოგიერთს კი Y ქრომოსომა აქვს ბიჭებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქალს აქვს 2 X ქრომოსომა, ახალშობილის სქესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სპერმატოზოიდი (X ან Y) მოხვდება ქალის კვერცხუჯრედში.

3. სტრესულ სიტუაციაში, უფრო ხშირად, გოგოები იბადებიან

ამასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ემბრიონის სქესზე. დამტკიცებულია, რომ სტრესული სიტუაციების: საომარი მოქმედებების ან ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ, უფრო ხშირად გოგონები იბადებიან.

4. სპეციფიკური საკვების მიღება, გოგონას გაჩენის შანსს ზრდის

დადასტურებულია, რომ გარკვეული საკვების მიღება ზრდის გოგონას გაჩენის შანსებს. მაგალითად, მარილის შემცირებამ და უამრავი რძის პროდუქტის მიღებამ, შეიძლება გაზარდოს გოგონას გაჩენის შანსი. მეორეს მხრივ, დედები, რომელთა დიეტა სავსეა ნატრიუმითა და კალიუმით მდიდარი საკვებით, უფრო ხშირად ვაჟებს აჩენენ.

5. ჩვეულებრივ, თუ დედას მხოლოდ ერთი სქესის შვილები ჰყავს, ეს მხოლოდ დამთხვევაა.

ცნობილია, რომ გენდერული ბალანსი საუკუნეების განმავლობაში უცვლელია და არ არსებობს ასპექტი, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს იგი. ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ ბევრი ერთი და იგივე სქესის ბავშვი, იშვიათია, მაგრამ ამ მოვლენის ახსნა, სტატისტიკურად შესაძლებელია. თითოეულ ბავშვს აქვს 50% შანსი იყოს ბიჭი ან გოგო. ასე რომ, მაგალითად, 3 ბავშვის შემთხვევაში, შანსი იმისა, რომ სამივე ბიჭი იქნება, არის 0,5 X 0,5 X 0,5 = 0,125, ან 12,5%.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩუმ ადამიანებს ყველაზე ხმამაღალი გონება აქვთ“ - სპეციალური ინფორმაცია ინტროვერტებისთვის

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

„ბაღი არ არის ბავშვის თავიდან მოცილების გზა“ - დედამთილმა რძალს ყველაზე „დალაიქებული“ ბაღი დაუწუნა

წყარო: trend.ge