Digest Logo

კარმის 12 კანონი, ანუ რა განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას

1637699141
კარმა

ამბობენ, რომ კარმა — ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედებები და მათი შედეგებია, რომლებიც მის ბედს განსაზღვრავს.

კარმული კანონების საფუძვლები გვასწავლის, რომ შეუძლებელია გაექცე საკუთარი ნაბიჯების შედეგს. ამიტომ საჭიროა სწორად ცხოვრება, რათა „მოსავალიც“ სწორი მოიმკათ.

იმისათვის, რომ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, ყურადღებით წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ კარმის 12 კანონი, რომლებიც, ამ სფეროში გარკვეულთა თქმით, აყალიბებს კიდეც ადამიანის ბედს.

დიდი კანონი — ცხოვრებისგან მიიღებ მხოლოდ იმას, რასაც მასში ჩადებ. თუ გსურს იყო ბედნიერი და საყვარელი, თავად უნდა გიყვარდეს, პატივისცემითა და სიკეთით უნდა ეპყრობოდე სხვებს.

აღშენების კანონი — ცხოვრებაში არაფერი მოხდება თავისთავად. ამისთვის თავად უნდა გააკეთო რამე და იყო ის, ვინც ხარ.

ზრდის კანონი — იმისათვის, რომ წინ წახვიდე, შეცვალე შენი თავი და არა სხვები. როგორც კი ადამიანი საკუთარ აზრებს შეიცვლის, მაშინვე შეიცვლება გარე ფაქტორებიც.

მორჩილების კანონი — იმისათვის, რომ რამე შეცვალო, ჯერ უნდა მიიღო ეს „რამე“ მოცემულობად. შეეცადე დაინახო ადამიანებში კარგი. კონცენტრირდი მეგობრებზე და არა მტრებზე.

პასუხისმგებლობის კანონი — თუ ცხოვრებისეული პრობლემა გაქვს, ე.ი. პრობლემა თავად შენშია. ადამიანი სამყაროს ანარეკლია, სამყარო კი ადამიანისა. ჩვენს ცხოვრებაზე ჩვენ გარდა არავინ აგებს პასუხს.

ურთიერთკავშირის კანონი — თითოეულ შენს ნაბიჯს მოსდევს შედეგი. იმისათვის, რომ შედეგი მიიღო, უნდა დაისახო მიზანი და დაიწყო მოქმედება. ხომალდს, რომელიც უმიზნოდ დაეხეტება ოკეანეში, ვერანაირი ზურგის ქარი ვერ უშველის. მიზნისკენ სავალ გზაზე ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, თვით ყველაზე პატარაც კი. წარსული, აწმყო და მომავალი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.

ფოკუსირების კანონი — ყოველთვის ფოკუსირდი მხოლოდ რაღაც ერთზე. როცა რაიმე ამაღლებულზე ფიქრობ, ძნელია ძირს დაენარცხო.

ჩუქების კანონი — როცა ვინმეს რამეს ასწავლი, დარწმუნებული უნდა იყო, რომ მზად ხარ ეს ყველაფერი საკუთარ მაგალითზე აჩვენო. ადამიანს მხოლოდ იმის სწავლება შეუძლია, რაც თავად გადაიტანა რეალურად.

კანონი აქ და ახლა — ნუ მისტირი წარსულს და ნუ ჩხრეკ მომავალს. იცხოვრე დღევანდელი დღით. გააკეთე ის, რაც ახლაა გასაკეთებელი. ძველი ხელს უშლის ახლის წარმოშობას.

თმენისა და დაჯილდოების კანონი — ფასეული ჯილდოს მისაღებად დიდი შრომაა საჭირო. თმენით აკეთე ის, რაც საჭიროა. სიხარული იმაშია, რომ წინ ჯილდო გელოდება.

ცვლილებათა კანონი — სანამ ცხოვრება რამეს გასწავლის, ისწავლე და გაკვეთილად მიიღე. სანამ ამას არ გააკეთებ, მანამ ყოველთვის შეგეშლება ხელი. გახსოვდეს, რომ ყველაფერი წარმავალია და ცვალებადი.

შთაგონების კანონი — ადამიანი იღებს იმას, რაც დაიმსახურა. აკეთე სიყვარულით, რათა შთაგონებამ არ დაგტოვოს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ტელეფონი ჩართული დარჩა და მესმოდა როგორ ლოცულობდა ჩემზე, მისივე გამოგონილი სიტყვებით“ - ემიგრანტი შვილის ემოციური წერილი 

🔵24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵გიორგი გასვიანის 8 თვის ორსული ცოლი „პფაიზერით“ აიცრა 

🔵„ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი“ - რატომ დაშორდა ქეთი ჩხეიძე ქმარს?

წყარო: sputnik-georgia.com