Digest Logo

„მამაოსკენ იწევდა უნდა ეცემა... გოგო ისე იყო შეპყრობილი, მოძღვრისთვის დანა უნდა დაერტყა...“ – „ეშმაკთან მებრძოლი“ მამა სოკრატეს ისტორიები

1631947492
მამა სოკრატე

კვეთებულის ლოცვები, ეშმაკის განდევნა და ჩაფიქრებული სურვილები ახდენა - ამ და სხვა სასწაულმოქმედი ქმედებით საზოგადოებაში მამა სოკრატეს სახელი მეტად გავრცელებული იყო.

თუ ვინმე სნეული იყო ან შეპყრობილი ყველას მისი იმედი ჰქონდა.

არქიმანდრიტი თბილისში ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე აგებული ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.

მის საფლავთან დღესაც ბევრი ადამიანი მიდის, სანთელს ანთებს და დახმარებას სთხოვს.

მამა სოკრატეს ექიმი და დამხმარე, ნათელა ვაშაკიძე არქიმანდრიტის ღვაწლის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და ერთ ისტორიას იხსენებს:

„ის გამტარივით იყო, ადამიანს რომ დაინახავდა, ხვდებოდა რა აწუხებდა. ერთმა მორჩილმა ბათუმიდან ჩამოიყვანა ბიჭი, რომელიც კიოდა, მოძღვრისკენ იწევდა, თითქოს უნდა დაერტყა. მორჩილები ძლივს იჭერდნენ. მამა სოკრატემ მესამე ლოცვა რომ წაუკითხა, ჯვარი ბეჭზე დაადო და ბიჭი იატაკზე დავარდა. მერე მოძღვარმა უთხრა ადექიო. ბავშვიც ადგა. ეს ბიჭი გამოჯანმრთელდა.

ერთხელ სახლის საკურთხებლად წაიყვანეს. როდესაც თასში წყალი ჩაასხა ზედ ჯვარი დადო და ლოცვა დაიწყო, ჯვარმა ხტუნაობა დაიწყო. რადგან იმ ოჯახში ეშმაკი იყო. შემდეგ მაჩვენა გაღუნული ჯვარი. ის ეშმაკს შიშველი ხელებით ებრძოდა.

ერთი გოგონა მიუყვანეს, რომელიც ეშმაკისგან ისე იყო შეპყრობილი, რომ უნდოდა მოძღვრისთვის კისერში დანა დაერტყა. მორჩილებმა ძლივს მოასწრეს მისი შეჩერება. მამა სოკრატეს გამოცხადება ჰქონდა და ამის შემდეგ ღვთისგან ძალა მიეცა.

მამა სოკრატეს ცხოვრების შესახებ რეჟისორმა თინათინ ჭაბუკიანმა ფილმიც გადაიღო: „ხილული სასწაულები“

ფილმში ადამიანები ჰყვებიან, როგორ გადაარჩინა ისინი არქიმანდრიტის ლოცვამ. ერთ-ერთი ქალბატონის ნაამბობის მიხედვით, მას მკერდის სიმსივნე ჰქონდა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

მამა სოკრატემ მასთან დასალოცად მისულ ქალს მკერდზე ლახვარი დაადო და უთხრა, რომ ოპერაცია არ სჭირდებოდა, სანამ ღმერთის ძალის და შემწეობის იმედი ექნებოდა.

ახალგაზრდა ქალის თქმით, მომდევნო კვლევებმა დაადასტურეს, რომ ზრდის ნაცვლად სიმსივნემ დაპატარავება დაიწყო.

ქალს ოპერაცია აღარ დასჭირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵პენტაგრამა, სუიციდი და სპირიტუალური სეანსები - „ეშმაკის სახლი“ თბილისში

🔵მინი-ბორდელი, ფიქტიური ხელისმოწერა მეძავთან, თაღლითობა, სახლი ლოს-ანჯელესში - გივი სიხარულიძის სკანდალები

🔵შვილის ცხედარი მამისეული სახლის აივანზე აღმოაჩინეს - ცნობილი რეჟისორის ტრაგიკული ისტორია

🔵23 წლის ასაკში ძალით გათხოვება, ეშმაკის განდევნის ძალა, სასიკვდილო ჯადოების მოხსნა და აბორტისთვის განწირული ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა - დედა ანას პორტრეტი

🔵ათეისტობა, ასტრონომიითა და ჰიპობით გატაცებული, 20 წლის ასაკში მონაზვნად აღკვეცილი და ლგბტ თემის დამცველი - დედა სიდონიას აქამდე უცნობი ამბები