Digest Logo

„მე ვარ ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცი, მყავს შვილები და შვილიშვილებიც“ – რას ჰყვება ნიკოლო ღვინიაშვილი?

1625653419
ტრანსგენდერი

ნიკოლო ღვინიაშვილი (ბარტი) არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად მიიჩნევს.

2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით, მისი დიაგნოზია „ტრანსსექსუალიზმი“. ამჟამად ნიკოლო ღვინიაშვილის მეორეული ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, მათ შორის გარეგნობა, სრულ შესაბამისობაშია მამაკაცის მახასიათებლებთან. 

- მე ვარ ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცი. მყავს შვილები და უკვე შვილიშვილებიც. საყვარელი ქალი, რომელთანაც ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი მაქვს გატარებული.

შემიძლია გავიხსენო შემთხვევა, როდესაც მოვხვდი რეანიმაციაში და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფს არავის დანახვა მინდოდა, გარდა მისი თვალებისა და მისი თბილი თითების შეხებისა, რის საშუალებაც არ მომეცა, მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო მიწყვეტს, რომ ის არ არის ჩემი ოჯახის წევრი და არ შემოუშვეს ჩემ სანახავად.

ზოგი ადამიანი არ ცხოვრობს იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენ ერთად გვაქვს გატარებული. ის არის ჩემი ოჯახის სრულფასოვანი წევრი და უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ჩემ მაგივრადაც მიიღოს ჩემ სიცოცხლეზე გადაწყვეტილება, როდესაც არ მაქვს საშუალება, რომ თავად გავცე ექიმს პასუხი, – ჰყვება ნიკოლო.

ნიკოლოს შვილი, თიკო ჰყვება:

- ბარტი არის ძალიან მზრუნველი, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვისაც და მისი ასეთი სიყვარულის გამო ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო ყველა აქციაში თუ აქტივობაში, მაგრამ ორი მცირეწლოვანი შვილის გამო როგორც ვახერხებ, ისე ვერთვები.

მინდა, რომ ჩემმა შვილებმა არ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც არის ჰომოფობიური გარემო, სადაც ჩემი ოჯახის წევრს აყენებენ შეურაცხყოფას. მინდა, რაღაც შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ჩემს მშობელსაც ისევე უნდა ჰქონდეს სიყვარულის უფლება, როგორც მე მაქვს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„... ვერ ვაპატიებდი“ - ეთერში ატირებული თამთა ჭელიძე

რა აღიზიანებს, რა მოსწონს საკუთარ თავში და რის გარეშე ვერ ძლებს - ბლიც-ინტერვიუ კესარია აბრამიძესთან

ძმისგან ძალადობის მსხვერპლი, დედისგან უარყოფილი და სექს-მუშაკი - მადონა კიპაროიძის უცნობი ამბები

წყარო: sarkenews.ge