Digest Logo

მოჭრილი თავი, დასახიჩრებული ცხედარი, დამწვარი ბავშვი - საქართველოში მომხდარი სატანისტური მკვლელობები

1610365718
პოლიციის ლენტი

დედამ შვილი მოკლა... შვილმა დედა... მამამ შვილი...  და ა.შ... ალბათ, ეს სულისშემძვრელი ფრაზები ბევრ თქვენგანს ხშირად მოუსმენია, არაერთი კი მკვლელობის მომსწრეც გამხდარა, ბევრიც შესაძლოა სასტიკად მოკლული ადამიანის ჭირისუფალიც ყოფილიყო.

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში უამრავი სასტიკი მკვლელობა მოხდა.

„დაიჯესტი“ ყველაზე გახმაურებულ და ბურუსით მოცულ სატანისტურ მკვლელობებზე მოგიყვებათ.

მაგდა პაპიძის საქმე

მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა 2016 წლის 4 ივლისს დამნაშავედ ცნეს, მოსამართლემ კი მას სასჯელის სახით უვადო პატიმრობა დაუდგინა. ამით დასრულდა ერთ-ერთი გახმაურებული საქმის განხილვა, რომლის მიმართაც საზოგადოებას ამჟამადაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. გამამტყუნებელი ვერდიქტის მიუხედავად, ნაწილი მაგდა პაპიძის უდანაშაულობაში ახლაც დარწმუნებულია და წარმოუდგენლად მიაჩნია, როგორ შეძლებდა დედა საკუთარი შვილის მოკვლას.

დანაშაულის მოტივად მაგდა პაპიძის სასიყვარულო ურთიერთობები დასახელდა, თუმცა ეს ამ საქმის სამართლებრივი მხარეა. ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევებში დანაშაულის მიზეზი გაცილებით ღრმა და კომპლექსურია, სამართლებრივი მოტივი კი შესაძლოა, ბოლო წვეთი იყოს დამნაშავის ფსიქოლოგიურ ფიალაში, რამაც მას ძალადობრივი ქმედებისკენ უბიძგა.

ცნობილია, რომ მაგდა პაპიძეს საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა, მშობლების კონფლიქტი ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა.

რიტუალური მკვლელობა

საზოგადოება შოკში ჩააგდო ინფორმაციამ რიტუალური მკვლელობის შესახებ. ოფიციალური ცნობით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი 19 ოქტომბერს ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ ცხედარი დაანაწევრეს და გლდანის ნაგავსაყრელზე დაწვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის საქმეზე სულ ხუთი პირი დააკავეს. დანაშაულის მთავარ ფიგურანტად 23 წლის ბექა შენგელია სახელდება. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის თანამონაწილე გახლდათ მოკლულის 18 წლის ქალიშვილი ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილი და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა. დანარჩენ ორ ბრალდებულს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. შსს-ს ცნობით, ეს იყო რიტუალური მკვლელობა, რასაც ბრალდებულ ბექა შენგელიას ჩვენებაც მოწმობს. იგი აღიარებს, რომ მოკლული ქალის შინაგანი ორგანოები შეწვეს და შეჭამეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ბექა შენგელია ხშირად მიმართავდა სატანისტურ რიტუალებს და წარსულშიც არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი.

ამბავმა, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, კიდევ უფრო შემზარავი კი ის იყო, რომ მკვლელობაში ბრალდებულები ქალის შვილი, ირმა ყოჩიაშვილი და მისი მეგობარი, ბექა შენგელია. მალევე ცნობილი გახდა, რომ გოგო მისი ბიოლოგიური შვილი არაა.

გოგო, რომელმაც დედის ცხედარი დაანაწევრა, ბიოლოგიურ დედას ეძებს - წერილი საპყრობილიდან

2005 წელს ერთ-ერთ გახმაურებული საქმედ ითვლებოდა, რომ თბილისში კაცმა მეგობარს თავი მოაჭრა, გარეცხა და აბაზანაში დატოვა.

გიორგი მამრაძემ თავი მოაჭრა მასთან სტუმრად მისულ ძველ მეგობარს, ბადრი თავართქილაძეს. მოჭრილი თავი აბაზანაში შეიტანა, საგულდაგულოდ გარეცხა და იქვე დატოვა. ამის შემდეგ ქუჩაში გავიდა, შამპანური იყიდა, ბოთლი იქვე გამოცალა და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტრაბახს მოჰყვა, ასე კარგად დანა არასოდეს მიხმარიაო…


პოლიციამ ნაწამები ცხედარი კარის ზღურბლთან იპოვა. დანაშაულმა მრავლისმნახველი სამართალდამცველებიც კი შეაძრწუნა.

იმ საბედისწერო საღამოს გიორგი მშვიდად გავიდა სახლიდან (ის თბილისში, ე.წ. ნახალოვკის უბანში ცხოვრობდა). ნივთმტკიცებები არ დაუმალავს, მხოლოდ ტანსაცმელი გაიწმინდა. აუჩქარებლად ჩავიდა დადიანის ქუჩამდე. კიკვიძის ბაღთან გაჩერდა, შესასვლელთან ახლოს, სკამზე ჩამოჯდა და რამდენიმე საათი გარინდული გაჰყურებდა სივრცეს.

რა მოხდა 2005 წლის 9 მაისს გლდანი-ნაძალადევის რაიონში?

ოჯახების ვერსიები

,,სავსემთვარეობას გიორგის აგრესია ემატებოდა. ვიღაცას ელაპარაკებოდა მაშინაც კი, როცა ოთახში სრულიად მარტო იყო. ეზოში გადიოდა, მთვარეს უყურებდა და ჩხუბობდა ვიღაც უჩინართან. ამ პერიოდში ნერვული შეტევა პიკს აღწევდა. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მკვლელობაც ალბათ მასში ჩასახლებულმა ბოროტმა ძალამ ჩაადენინა”, – ეს არის ამონარიდი მსჯავრდებული გიორგი მამრაძის დედის, ნორა კაციტაძის, ჩვენებიდან.

მოკლულის ოჯახის წევრებს არ სჯეროდათ მამრაძის ფსიქიკური აშლილობის. მათ შემზარავი დანაშაულის საკუთარი ვერსია ჰქონდათ.

,,მამრაძე სატანისტური დაჯგუფების წევრია. თავის მოკვეთა სწორედ ამ რიტუალის ნაწილი იყო”, – აცხადებდა მოკლულის და, ვალიდა თავართქილაძე.

როგორ დაიწყო ეს შემზარავი ისტორია, ვინ იყო სინამდვილეში გიორგი მამრაძე და რას შეეწირა უდანაშაულო ბადრი თავართქილაძე, რომელმაც სიცოცხლეშივე მთელი თავისი ქონება საჩუქრად მამათა მონასტერს გადასცა, თვითონ კი ბერად აღკვეცას აპირებდა?

პრეისტორია

გიორგი მამრაძეს მშობლების სითბო და მზრუნველობა არ მოჰკლებია – ასე ამბობენ მისი ნაცნობები, თუმცა გარდატეხის ასაკში დედ-მამას მოზარდის გაკონტროლება გაუჭირდა. ბიჭმა სწავლა მიატოვა, დიდ დროს ქუჩაში ატარებდა, საეჭვო წარსულისა და რეპუტაციის მქონე ადამიანებს დაუკავშირდა და შედეგმაც არ დააყოვნა.

მამამ მის ჯიბეში ნაქურდალი ნივთი როცა პირველად იპოვა, მოზარდი მიხვდა, რომ კუთხეში მოიმწყვდიეს. არ იცოდა, რა პასუხი უნდა გაეცა მშობლისთვის, თუ საიდან ჰქონდა ოქროს ყელსაბამი და სამაჯური. გაწითლდა, დაიბნა, სათქმელს თავი ვერ მოუყარა. ბოლოს ქუჩაში გაქცევით უშველა თავს…

ამ დღის შემდეგ დიდხანს ერიდებოდა მამასთან პირისპირ შეხვედრას. დედა ცდილობდა, შვილი დაერწმუნებინა, რომ სწორი გზა არ აირჩია, მაგრამ 18 წლის გიორგი უკვე იმ სამყაროს ეკუთვნოდა, რომელმაც ახალგაზრდა კაცი სრულ განადგურებამდე მიიყვანა.

ერთ დღეს გიორგიმ დედას გამოუცხადა, რომ თავისი ბავშვობის მეგობარ მამუკასთან ერთად რუსეთში სამსახურის საძებნელად მიდიოდა.

ორმა ქართველმა ახალგაზრდამ რამდენიმე თვე მოსკოვში გაატარა. სამსახურის მოძებნა არ უცდიათ, მარტივი გზით ნაშოვნი ფული აინტერესებდათ. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მალევე შენიშნეს მათი საეჭვო ქმედებები და გიორგი მეგობართან ერთად იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა.

არჩევანი ბელორუსიაზე შეაჩერეს. ქართველებმა ბინა მინსკში დაიდეს. ეს ქალაქი გიორგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მან და მამუკამ მინსკში შემთხვევით გაიცნეს საქართველოდან ჩასული ბადრი თავართქილაძე. მათ საერთო ინტერესები არ ჰქონიათ, მაგრამ როგორც თანამემამულეები უცხო მიწაზე, მალევე დამეგობრდნენ და თავისუფალ დროს ხშირად იკრიბებოდნენ, სვამდნენ, საუბრობდნენ. ერთ დღეს კი, როცა ბადრიმ მათ ნაქირავებ ბინაში მიაკითხა, სამწუხარო ამბავი გაიგო.

ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის საქმე

2016 წელს ბრალდებული ქურდობის მიზნით, ფონიჭალაში დედა-შვილს თავს დაესხა, ჯერ დანით მოკლა და შემდეგ კვალის წაშლის მიზნით, სახლში ხანძარი გააჩინა.

წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მკვლელმა ნონა რომანაძეს 27-ჯერ დაარტყა დანა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს 14 ჭრილობა მიაყენა, სამხილების განადგურების მოტივით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა.

მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში 2016 წლის 22 თებერვალს მოხდა. 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ ბეჭდით ამოიცნო - საბედისწერო რეისის ქრონიკები

ცნობილი ადამიანების შემზარავი ტრაგედიები

თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული გიორგი აბულაძის ტრაგედია