ლეონარდა ჩიანჩულიმ სამი ქალი მხოლოდ იმიტომ გაგზავნა იმქვეყნად, რომ ფიქრობდა, ამით საკუთარ ბიჭს ჯარისგან იხსნიდა. კიდევ უფრო საშინელება ის არის, რომ მსხვერპლის ორგანოებს საპნისა და კექსის დასამზადებლად იყენებდა.
სერიული მკვლელს ბავშვობაც ძალიან რთული ჰქონდა. ის 1894 წელს დაიბადა, მას შემდეგ რაც მისი დედა გააუაპატირეს. მოზარდობისას მან თავის მოკვლა ორჯერ სცადა.
როცა ლეონარდა 20 წლის იყო, რაფაელ პანსარდზე იქორწინა. მოგვიანებით ქალი ამტკიცებდა, რომ ამ ქორწინების გამო დედამისმა დაწყევლა, რადგან თვლიდა რომ ეს კაცი მათი შესაფერისი არ იყო.
ქორწინებიდან რამდენიმე წელში, ლეონარდას ქმარი თაღლითობის ბრალდებით ციხეში ჩასვეს. სამი წლის შემდეგ მათი სახლი მიწისძვრამ გაანადგურა. ამის შემდეგ ოჯახი კორეჯოში გადავიდა საცხოვრელად, სადაც პატარა მაღაზია გახსნეს და მალევე გაითქვა სახელი, როგორც კარგა დიასახლისმა და მოსიყვარულე დედამ.
რაც შეეხება მის ბავშვებს: ლეონარდას ქორწინებისას 17-ჯერ დაორსულდა. სამი მათგანი ფატალურად დასრულდა, 10 ბავშვი კი ჩვილობისას დაიღუპა. ამიტომ გადარჩენილ 4 ბავშვს ძალიან უფრთხილდებოდა.
ერთხელაც , მკითხავმა მას უთხრა, რომ ფსიქიატრიულსა და ციხეს ხედავდა. მრავალი წლის შემდეგ ეს სიტყვები ახდა.
საშინელება 1939 წელს დაიწყო. მისი უფროსი და საყვარელი შვილი არმიაში გაიწვიეს. მაგრამ დედამ მისი დაცვა გადაწყვიტა და ეს ყველაზე უცნაური გზით გნახორციელა. ფიქრობდა, რომ შვილის არმიიდან დახსნას მსხვერპლშეწირვით მოახერხებდა.
ამბობდნენ, რომ ლეონარდა მკითხავი იყო, რადგან მასთან ხშირად დადიოდა ხალხი. ერთხელაც, მან სამი მეზობელი მოკლა.
პირველი მსხვერპლი ფაუსტინა სეტი იყო, რომელმაც ლეონარდას სთხოვა, მისთვის შესაფერისი მამაკაცი ეპოვა. ლეონარდამ უთხრა, რომ მომავალ ქმარს ქალაქ პოლაში იპოვიდა, მანამ კი ნათესავებისთვის უნდა შეეტყობინებინა, რომ საცხოვებლად სხვაგან გადადიოდა. გამგზავრების დღეს კი თავისთან დაიბარა და ღვინით მოწამლა. შემდეგ კი დაანაწევრა. სისხლი აბაზანაში შეაგროვა. მოგვიანებით, როდესაც დააპატიმრეს, ციხეში მემუარები დაწერა , სადაც დეტალურად აღწერს მკვლელობებს. მისი თქმით, ფაუსტინას ცხედარს მჟავა დაასხა და ისე გამოწვა, რომ საბოლოოდ საპონიც დაამზადა. რაც შეეხება სისხლს, ლეონარდა დაელოდა, სანამ კარგად გახმებოდა, შემდეგ ფქვილი დაამატა, ასევე შოკოლადი, შაქარი, რძე, მარგარინი და ღუმელში მოათავსა. მოგვიანებით ამ კეკსით მეზობლებს გაუმასპინძლდა.
იგივე ბედი ეწია ფრანჩესკა სოავისაც. ლეონარდამ უთხრა, რომ ერთ-ერთ სკოლაში მასწვლებლის სამსახური უშოვა, თუმცა ისიც ისევე მოკლა, როგორც მისი წინამორბედი და მისი ცხედარი საპნისა და კეკსის მოსამზადებლად გამოიყენა.
მესამე მსხვერპლი ვირჯინია კაჩიოპო იყო. როგორც ლეონარდა მემუარებში წერს, ეს ქალი განსაკუთრებით ტკბილი იყო, რადგან კექსი განსაკუთრებით გემრიელი აღმოჩნდა.
ლეოანრდა ფიქრობდა, რომ კვალს კარგად აქრობდა, თუმცა ბოლო მსხვერპლის დისშვილმა იმ წერილების ნამდვილობაში ეჭვი შეეპარა, რომელსაც თითქოს დეიდა უგზავნიდა. გოგონამ იცოდა, რომ „გამგზავრებამდე“ დეიდ ლეონარდას სახლში დაიოდა და პოლიციას შეატყობინა.
ლეონარდა დააკავეს და 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯერს. მან სამი წელი კრიმინალებისთვის განკუთვნილ ფსიქიატრიულში გაატარა.
ის 1970 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა.
აგრეთვე წაიკითხეთ: