Digest Logo

მსხვერპლს გლოვობდა და ორმოცს უხდიდა - ქართველი სერიული მკვლელი ქალის ისტორია

1611568756
ლენტი ავარია

სერიულ მკვლელებზე მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები თუ გახსენდებათ ძალიან შემცდარხართ, რადგან დამნაშავეთა სიაში „სუსტი სქესის“ წარმომადგენლებიც შედიან...

 

ქართველი სერიული მკვლელი ქალი 2009 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის დააპატიმრეს და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

როგორც ცნობილია, 55 წლის ბრალდებული მარტოხელა ადამიანების ნდობის მოპოვებას ცდილობდა, შემდეგ სამიზნეს კლავდა და მის კუთვნილ ბინას იფორმებდა.

ჩვენებიდან ირკვევა, რომ „მესამე მასივში ჩემს კანონიერ ქმართან­ ერთად ვცხოვრობდი.

1984 წლის 22 აპრილს მე და იური მოსკოვში მატარებლით მივდიოდით. რუსეთის ტერიტორიაზე ვართ, მატარებელი ტაგანროგიდან გავიდა და როსტოვამდე სამი საათი არსად­ ჩერდება... გავედი და მეზობელი ვაგონის გასასვლელი გარედან კლიტეთი გადავკეტე.

მერე იურის დავუძახე, მოდი, გინახავს, აქ როგორ მიდის მატარებელი-მეთქი. მოვიდა, ხელი ვკარი და ჩავაგდე.

საქართველოში რომ ჩამოვედი, მასზე ძებნა გამოვაცხადე, არ ბრუნდება და რაშია საქმე-მეთქი. მშვიდად ვცხოვრობდი მის ბინაში, რომელიც ბოლოს 4.000 დოლარად გავყიდე“.

მკვლელი ქალის მორიგი სამიზნე მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ა.კ. იყო. მას შემდეგ, რაც ქალმა მეუღლე მოკლა, ქმრის ბინის თანხა - 50.000 დოლარი მიითვისა.


ჩვენებიდან ირკვევა, რომ „ანატოლი კ. 2008 წლის ზამთარში ქუჩაში შემხვდა და მითხრა, ბინა მინდა გავყიდოო, საბურთალოზეა, მეტ ფასს გადამიხდიან, ბინას შევიცვლი და ფულიც დამრჩება, იქნებ მომეხმაროო.

ვაჟაზე სამოთახიანი ბინა 50.000 დოლარად გავყიდეთ. ანატოლი მეთევზე იყო და წყალი ძალიან უყვარდა.

წავედით და თან „პოლის ჯოხის“ ტარი ავიღე, ძაღლებმა არ დაგვგლიჯონ-მეთქი. ერთად მივდივართ და ეს კაცი ატყდა, რაღაცას მეჯიჯღინება, მომიშალა ნერვები.

უცებ თავში გამიელვა, ახლა ამას ხომ არ ვუტირო დედა-მეთქი და ხელკეტი და მთელი ძალით თავში ჩავარტყი.

ის ზედ დამეყუდა, ეტყობა, დაბორიალდა. რაღაც არაბუნებრივი ძალა შემემატა. ანატოლი სუსტი ბიჭი იყო, ხმა არ ამოუღია, ალბათ, გონება დაკარგა.

მოვიკრიფე ძალა, ავწიე ფეხებით და ხიდიდან წყალში გადავუშვი. რომ გადავიხედე, მომეჩვენა, რომ მიცურავდა. გავიფიქრე, ხომ არ ამოვიყვანო-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, არა, მოგიკვდა პატრონი-მეთქი“.

პროკურატურამ ვ.ო.-ს მხოლოდ ანატოლი კ.-ს მკვლელობისთვის წაუყენა ბრალი, ვინაიდან დანარჩენებზე მტკიცებულების მოპოვება და მხოლოდ აღიარებითი ჩვენებით ბრალის დამტკიცება ვერ მოხერხდა.

როგორც ექსპერტები ამბობდნენ, ბოლო მსხვერპლს ისე ძლიერად ჰქონდა თავში ბლაგვი საგანი ჩარტყმული, რომ დაეჭვდნენ, ქალი ამას როგორ შეძლებდაო.

არადა, მკვლელი დაბალი, ჯმუხი და ჯანიანი ქალი იყო, მამაკაცური ძალა ჰქონდა...

ქალი კლავდა და მერე გლოვობდა, ორმოცს უხდიდა, რომ ეჭვი არავის აეღო.


აგრეთვე წაიკითხეთ:

მესხო, ელოდე სიკვდილს! შუბლს გაგიხვრეტ! - ვინ იყო სერიული მკვლელი, რომელიც მიხეილ მესხს ემუქრებოდა

9-წლიანი პატიმრობა, 2 ქორწინება, ქუჩა, მარიხუანა და ლექსები - ცოტა რამ კოტე ყუბანეიშვილზე

VIDEO: ლიფტში გაუჩინარებული გოგო - საქმე, რომელიც დღემდე იდუმალებითაა მოცული