Digest Logo

„ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?“ - ამბები სტალინის პიროვნების უკეთ გასაცნობად

1614756873
სტალინი

ახალგაზრდობაში მას მღვდლობა უნდოდა, უყვარდა, ღვინო, ფილმები, წერდა ლექსებს და მართავდა იმპერიას. სტალინის შესახებ ბევრი გადმოცემა არსებობს, რომელიც მის პიროვნებაზე იმაზე მეტს შეგატყობინებთ, ვიდრე მკვლევარების მიერ ბელადის დახასიათება. 

დღეს მოგიყვებით ამბებს, რომლებიც სტალინის უკეთესად გაგაცნობთ:

ავტომობილი „სამშობლო“

ავტომანქანა „პობედაზე“ მუშაობისას, გადაწყვიტეს, მისთვის სამშობლო“ დაერქმიათ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი სტალინსაც მოახსენეს. ბელადმა ირონიულად იკითხა: „საინტერესოა, რა ფასი ექნება ჩვენთან სამშობლოს?“ მანქანის დასახელება სასწრაფოდ შეცვალეს.

„მე შენს ასაკში უკეთესად ვისროდი“

ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებმა, ისევე, როგორც შემდგომმა პერიოდმა, იოსებ ჯუღაშვილს ხასიათს თავისი კვალი დაასვა. ერთხელ, მისმა უფროსმა ვაჟმა, იაკობმა, თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ტყვია შემთხვევით ასცდა გულს. საავადმყოფოში მისულმა სტალინმა შვილს ასეთი რამ უთხრა:„"მე შენს ასაკში უკეთესად ვისროდი“ თუ შვილის მიმართ ასეთი მკაცრი და დაუნდობელი იყო, ცხადია, უფრო მეტ დაუნდობლობას გამოავლენდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ.

სიყვარულზე

ერთხელ სტალინს მოახსენეს, მარშალ როკოსოვსკის საყვარელი გაუჩენია, ცნობილი მსახიობი ვალენტინა სეროვა და რა ვქნათო. სტალინმა ჩიბუხი გამოიღო, ცოტა ხანს იფიქრა და უპასუხა:
- რა ვქნათ და მგონი, უნდა შეგვშურდეს!

მატარებლის გაჩერება

ერთხელ სტალინი ახალ ფილმს უყურებდა „მატარებელი აღმოსავლეთისკენ მიემგზავრება“. დიდი ვერაფერი კინო იყო, მატარებლის გაუთავებელი რახრახი და აქა-იქ გაჩერებები, ერთ გაჩერებაზე სტალინმა იკითხა:

- ეს რა სადგურია?

- დემიანოვკა.
- ოო, ჩემი ჩასვლის დრო მოსულა, - თქვა და დარბაზი დატოვა.

„ფილიპე, თუ იცი კიდევ ბოზობს დედაჩემი?“

ერთ-ერთ ცნობილ, ქართველ ბოლშევიკს, ფილიპე მახარაძეს, რომელსაც თავი მოჰქონდა თავისი განათლებით, სტალინი საშუალო დონის ლიტერატორს უწოდებდა. არც ფილიპე მახარაძეს უყვარდა სტალინი. ერთხელ მათი ურთიერთობა ფილიპესთვის კინაღამ ცუდად დამთავრდა.

მოსკოვში ყრილობაზე მიმავალ ფილიპე მახარაძესთან, სტალინის დედა კეკე მივიდა და უთხრა: - ფილიპე, მე მოვხუცდი, აღარ შემიძლია, ჩემი შვილი ჩამოიყვანე და შენთან რამე სამუშაო მიეცი თბილისშიო.

მახარაძემ არაფერი შეიმჩნია და კეკეს დაჰპირდა შვილს ჩამოგიყვანო.ამ დროს ფილიპესთან კაბინეტში სულ ორი თუ სამი ადამიანი იმყოფებოდა. გავიდა თუ არა კეკე, ფილიპემ ჩაილაპარაკა: - ამ ბოზს, ჰგონია, რომ მე სტალინზე დიდი კაცი ვარო.

მოსკოვში ყრილობის გახსნის წინ სტალინი საქართველოს დელეგაციასთან მივიდა, რამდენიმე სიტყვით მოიკითხა დელეგაციის წევრები, ხოლო ფილიპე გვერდზე გაიხმო, მაგრამ ისე, რომ დელეგაციის წევრებს გაეგონათ ჰკითხა: „ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?“- ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ძველი ბოლშევიკი.

თანამშრომლები

ადმირალი ისაკოვი 1938 წლიდან სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისრის მოადგილედ მუშაობდა. ერთხელ 1946 წელს მას სტალინმა დაურეკა და უთხრა, მთავარი საზღვაო შტაბის უფროსად გადავწყვიტეთ თქვენი დანიშვნაო.

ისაკოვმა უპასუხა: „ამხანაგო სტალინ, უნდა გითხრათ, რომ სერიოზული ნაკლი მაქვს, ერთი ფეხი მაქვს ამპუტირებული“.

- „ეს ერთადერთი ნაკლია, რისი თქმაც ჩემთვის გინდოდათ?“ - შეეკითხა ბელადი. დიახო მიუგო ისაკოვმა.

- „თქვენს წინამორბედს საერთოდაც თავი არ ჰქონდა, მაგრამ რაღაცას მაინც ახერხებდა, თქვენ კი მხოლოდ ფეხი გაკლიათ, ამდენად საშიში არაფერია“.

პრიორიტეტები

როდესაც ფიქრობდნენ, როგორ მოქცეოდნენ გერმანულ ფლოტს, სტალინმა წინადადება შეიტანა, გაეყოთ. ჩერჩილმა თქვა - ჩავძიროთო. მაშინ სტალინი მიუტრიალდა ბრიტანელს და მიუგო: „სწორია, აი, თქვენი წილი ადექით და ჩაძირეთ“.

სტალინი და ამბიციები

პოტსდამის კონფერენციაზე ჰარიმანმა სტალინს უთხრა: „მას შემდეგ, რაც 1941 წელს გერმანელები მოსკოვიდან 18 კილომეტრში იყვნენ, ალბათ, სასიამოვნოა დამხობილი ბერლინის გაყოფა?“

სტალინმა უპასუხა: „მინდა, შეგახსენოთ, რომ მეფე ალექსანდრე პარიზამდე მივიდა".

ამინდის პროგნოზი

სტალინმა მეტეოროლოგებს ჰკითხა, რამდენი პროცენტით იცნობთ ამინდსო:
- 40 პროცენტით, ამხანაგო სტალინ.
- თქვენც ადექით და უკუღმა ილაპარაკეთ და 60 პროცენტი გამოგივათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ქალი, რომელმაც მსოფლიოში დედის დღე დააწესა, უშვილო გარდაიცვალა

სცენის მუშა, რუსეთში ცხოვრება და „ხარისხის არხის“ წამყვანობა - ედიშერ-დავით გიორგობიანის უცნობი ამბები

კანონიერი ქურდების ზედმეტსახელები და მათი მნიშვნელობა