Digest Logo

სცენის მუშა, რუსეთში ცხოვრება და „ხარისხის არხის“ წამყვანობა - ედიშერ-დავით გიორგობიანის უცნობი ამბები

1614701130
გიორგობიანი

„ვა, დათო, დათო, დათო“... „ჩვენ მხოლოდ იმ მეცნიერების წინააღმდეგნი ვართ, რომელიც ტაძარს დაგვინგრევს“... ალბათ, გაგიკვირდათ, რა საერთო აქვს ამ ორ ფრაზას ერთმანეთთან.

ნუ გიკვირთ, ორივეს ერთი პიროვნება, ედიშერ-დავით გიორგობიანი აერთიანებს.

იცოდით, რომ ფილმ „მონანიებაში“, სანდრო ბარათელის როლის შემსრულებელი და „ხარისხის არხის“ თანაწამყვანი ერთიდაიგივე პიროვნებაა?

ჰოდა, სწორედ მის უცნობ ამბებს გიამბობთ.

ედიშერი პირადზე და ბავშობის მოგონებებზე ჟურნალისტებთან თავად საუბრობს.

სანდრო ბარათელი, იგივე ედიშერ-დავით გიორგობიანი

"ქარ­თლო­სი­ან­თა სა­კურ­თხე­ვე­ლი", "დი­მიტ­რი II", "წიგ­ნი ფი­ცი­სა", "მო­ნა­ნი­ე­ბა" და "ვა­მე­ხი მო­დის". ყველაზე მეტად მაინც "მონანიებაში" შესრულებული როლით დაამახსოვრდა მაყურებელს.

შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა, იღებდა დოკუმენტურ ფილმებს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ბოლო პერიოდიში კი საქართველოში ცხოვრობს და მეგობრის - გიორგი ასათიანის არხზე გადაცემა მიჰყვადა.


ბავშვობა

5 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­დამ გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა მას­წავ­ლა და ისე კარ­გად გა­მომ­დი­ო­და, მგო­ნი, ბავ­შვო­ბა­ში ესტრა­და­ზე რომ მე­ფიქ­რა, კი­დეც მი­ვაღ­წევ­დი რა­მეს.

პირ­ველ კლას­ში მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში წა­მიყ­ვა­ნეს, გა­მოც­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ იქ ცნო­ბილ­მა ვი­ო­ლონ­ჩე­ლის­ტმა - ილა­რი­ონ ჭე­იშ­ვილ­მა რომ მნა­ხა, ჩემი სმე­ნა, თი­თე­ბი მო­ე­წო­ნა და - მო­წა­ფედ უნდა ავიყ­ვა­ნო და ჩე­მე­ბუ­რად აღვზარ­დოო...

წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რა იყო ვი­ო­ლონ­ჩე­ლო და დავ­თან­ხმდი. 3 წელი "მა­ხერ­ხი­ნეს" ვი­ო­ლონ­ჩე­ლო და ვერ "გა­დავ­ხერ­ხე" - არ იყო ეს ჩემი მო­წო­დე­ბა. მძი­მე ინ­სტრუ­მენტს ძლივს და­ვათ­რევ­დი "ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დი­დან" მთაწ­მინ­დამ­დე, ჩემს სახ­ლამ­დე, თან - 300 წლის, ან­ტიკ­ვა­რუ­ლი საკ­რა­ვი იყო და მაფრ­თხი­ლებ­დნენ, არ უნდა გა­გი­ტყდე­სო. ბო­ლოს ჩემს ბი­ძაშ­ვილს შემ­თხვე­ვით შე­მო­ა­ტყდა, როცა ვჭი­და­ობ­დით და მეც მეშ­ვე­ლა... შემ­დეგ, უკვე თვი­თონ
ვის­წავ­ლე ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა და დღემ­დე, რაც გა­მი­ხარ­დე­ბა, სმე­ნით ვუკ­რავ.

მსახიობის ოსტატობა

VI კლას­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, მე­ზო­ბელ­მა გო­გო­ნამ მთხო­ვა, მა­შინ­დელ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში მოქ­მედ დრა­მა­ტულ წრე­ში ჩა­სა­წე­რად წავ­ყო­ლო­დი. როცა გაგ­ვსინ­ჯეს, ის და­ი­წუ­ნეს, მე კი მი­მი­ღეს. ისეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­ვარ­დი, გზა­ში სულ ბო­დიშს ვუხ­დი­დი...

პირ­ვე­ლი­ვე სპექ­ტაკლში - "და­ბა­დე­ბა" - მთა­ვა­რი როლი მომ­ცეს. მას­ში აკა­კი ხი­და­შე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან "გა­მიტ­კბა" ეს მთა­ვა­რი რო­ლე­ბი და მსა­ხი­ო­ბო­ბა მო­მე­წო­ნა. შემ­დეგ, არ­ტოს ბაღ­ში გა­და­ვე­დით, სა­დაც დავ­დგით - "ძვირ­ფა­სი ბი­ჭუ­ნა", "ფიფ­ქია და 7 ჯუჯა" და ბევ­რი სხვა სა­ბავ­შვო სპექ­ტაკ­ლი.

თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში პირ­ველ წელს არ მი­მი­ღეს, ამი­ტომ, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სცე­ნის მუ­შად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რომ სტა­ჟი და­მეგ­რო­ვე­ბი­ნა. მა­სობ­რივ სცე­ნებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მერე ვასო გო­ძი­აშ­ვილს და­ვუ­მე­გობ­რდი და მან მო­მამ­ზა­და მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, თა­ვი­სი სიმ­ღე­რაც შე­მას­წავ­ლა - "წმინ­და სამ­რეკ­ლო" და თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებ­და, კარ­გად რომ ვმღე­რო­დი. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რო­გორ გა­ლან­ძღა ტე­ლე­ფო­ნით ის ადა­მი­ა­ნი, ვინც თე­ატ­რა­ლურ­ში არ მი­მი­ღო... მე­ო­რე წელს, უკვე სტა­ჟიც მქონ­და, კარ­გა­დაც გა­მო­ვე­დი და მი­მი­ღეს.

რუს­თა­ვის თე­ატ­რში 8 წელი ვიმუშავე. მერე კი სა­ერ­თოდ მი­ვა­ტო­ვე თე­ატ­რი. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი მთა­ვა­რი როლი მქონ­და, ერთ-ერთი - ყივ­ჩა­ღის როლი, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცეს­მა ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად შე­მი­ფა­სა და ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. რუს­თა­ვის თე­ატ­რის შემ­დეგ ძი­რი­თა­დად, კი­ნო­ში ვმუ­შა­ობ­დი.

პირ­ვე­ლი ფილ­მი იყო "სახ­ლი ლესნა­ი­ა­ზე", რო­მელ­საც მოს­კოვ­ში 1980 წლის ოლიმ­პი­ა­დის დროს ვი­ღებ­დით. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ფილ­მებ­ში ჩემი უნა­რის ადეკ­ვა­ტუ­რად არა ვარ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი... სა­ერ­თოდ, კი­ნო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა და აქ­ტი­ო­რუ­ლი გარ­და­სახ­ვა არას­დროს მხიბ­ლავ­და, ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი ვი­ყა­ვი. ტექ­სტის პირ­ვე­ლი­ვე კი­თხვი­სას ისე ვთა­მა­შობ­დი, რო­გორც პრე­მი­ე­რა­ზე. ეს ნიჭი მქონ­და; ამას ქარ­თუ­ლი სი­ზარ­მა­ცე ემა­ტე­ბო­და და დი­დად არ ვი­წუ­ხებ­დი თავს... სამ­წუ­ხა­როდ, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ნო­ინ­დუსტრია სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ დგას. ახა­ლი სი­ტყვა უნდა ით­ქვას და ცოტა მეტი სუ­ლი­ე­რე­ბა უნდა შე­ი­ტა­ნონ მხატ­ვრულ ფილ­მებ­ში. თუკი ერე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ "მწვა­ლებ­ლე­ბად" მი­ვიჩ­ნევთ, რე­ლი­გი­ურ ფილ­მებს იღე­ბენ, ჩვენ რა ღმერ­თი გაგ­ვი­წყრა?! რად გვინ­და ქარ­თულ ფილმში ის ძალ­მომ­რე­ო­ბა და მრუ­შო­ბა, რო­მელ­საც დღეს სხვა ქვეყ­ნე­ბი ისე­დაც გვაწ­ვდი­ან ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის?! იმი­ტო­მაც ვერ ვი­ღებთ კარგ კი­ნოს.

როცა ნელ-ნელა თე­ატრსა და კი­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ფაქ­ტე­ბის გა­და­ფა­სე­ბას მივ­ყა­ვი ხელი, მივ­ხვდი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სი­კე­თის მო­ტა­ნას, მათი სუ­ლის ამაღ­ლე­ბას, მაგ­რამ ხში­რად, პი­რი­ქით ხდე­ბო­და და ამან და­მა­ფიქ­რა. ამის გამო წა­მო­ვე­დი და გა­დავ­წყვი­ტე, რწმე­ნა­ში გან­ვმტკი­ცე­ბუ­ლი­ყა­ვი და უფრო ღრმად ჩავ­წვდო­მო­დი რა­ღაც-რა­ღა­ცებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი სიც­რუე და სი­მარ­თლის "მტრო­ბაა", რა­მაც ჩემ­ში პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია...

რამ­დე­ნი­მე წელი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ში ვი­ა­რე და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ცოდ­ნა და­ვაგ­რო­ვე. რო­გორც ჩანს, მა­ინ­ცდა­მა­ინც კი­ნომ­სა­ხი­ო­ბად არ ვყავ­დი გა­ჩე­ნი­ლი უფალს. იმ "ნი­ჭებს", რო­მე­ლიც მო­მად­ლე­ბუ­ლი მაქვს და იმას, რაც ვის­წავ­ლე, დღეს უფრო მე­ტად, უფ­ლის სა­დი­დე­ბე­ლი საქ­მის­თვის ვი­ყე­ნებ. სა­ნამ ნამ­დვი­ლი ქრის­ტი­ა­ნი, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არ გავ­ხდე­ბით საქ­მით, მა­ნამ­დე არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. ერ­თმა­ნე­თის შუ­რით, მტრო­ბი­თა და გა­უ­ტან­ლო­ბით კი არ უნდა ვი­ყოთ მაგ­რე­ბი, არა­მედ სი­კე­თის კე­თე­ბი­თა და რწმე­ნით. ყვე­ლა, პრე­ზი­დენ­ტი, მეფე, პატ­რი­არ­ქი ხომ ვერ იქ­ნე­ბა?! რა­საც აკე­თებ, იმ საქ­მე­ში იყა­ვი კარ­გი".

„მონანიება“

1984 წელს, თენგიზ აბულაძის, ყველაზე ცნობილი ფილმი „მონანიება“ გადაღებული იყო, თუმცა, ეკრანებზე მოგვიანებით გამოვიდა.

სიუჟეტის მიხედვით, საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ვარლამ არავიძე, უდანაშაულო მოქალაქეებს სასიკვდილოდ და რეპრესიებისთვის წირავს.

წლების შემდეგ ერთ-ერთი განადგურებული ოჯახის შვილი ქეთევან ბარათელი ვარლამს საფლავიდან ამოთხრის და მომხდარით შეძრწუნებულ საზოგადოებას მისი ბნელი საქმეების შესახებ მოუთხრობს.

წინაპრების მიერ განვლილი, სხვადასხვა ცოდვით დამძიმებული გზის გააზრება არავიძეების შთამომავალ თორნიკესთვის რთულად ასატანი ხდება, მამასთან მწვავე კონფლიქტის შემდეგ ის თვითმკვლელობამდე მიდის...

ფილმის სიუჟეტურ ღერძად შემთხვევით მოსმენილი ამბავი იქცა, თუმცა სცენარის გარშემო რამდენიმე ვერსია გავრცელდა.

ერთის მიხედვით, თენგიზ აბულაძეს პოლიტიკური რეპრესიების თემაზე სურათის გადაღება სურდა და საამისო მასალას ეძებდა, როცა ერთ დღეს, ქუჩაში, მარტვილიდან ახალდაბრუნებული მწერალი ნოდარ წულეისკირი შეხვდა და ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ნოდარმა რეჟისორს უამბო, რომ სოფლის ერთმა მცხოვრებმა კაცმა თანასოფლელი პროკურორის ცხედარი საფლავიდან რამდენჯერმე ამოთხარა და ჭირისუფლის ჭიშკართან მიაყუდა.

მან ამ გზით იძია შური მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მთავარ „გმირზე“. ეს ფაქტი რეალურად მოხდა საქართველოს ერთ კუთხეში.

მეორე ვერსიით, ეს ამბავი რეჟისორმა ხაშურში, სუფრასთან მოისმინა. ფაქტი ისაა, რომ ამბავმა აბულაძე იმდენად შეძრა, რომ თავისი სათქმელი პატარა ფურცელზე ჯერ თეზისებად ჩამოწერა, შემდეგ აღნიშნული ისტორიის გავრცობა და ამბისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა გადაწყვიტა.

იმავე პერიოდში შეიქმნა დისიდენტ მხატვრად მიჩნეული თემო ჯაფარიძის პანო „საიდუმლო სერობა“.

ფაქტობრივად, ასე დაიბადა ფილმის მთავარი გმირის სანდრო ბარათელის (ედიშერ-დავით გიორგობიანი) სახე.


აგრეთვე წაიკითხეთ:

13 გარდაცვლილი მსახიობი, ვიზიტი დავითგარეჯსაში და 15 მილიონად შეფასებული ფილმი - უცნობი ამბავი

„გეგას სასიკვდილო განაჩენი ბაბუამისმა გამოუტანა“ - ვინ იყო გეგა კობახიძის მამა და რას ამბობდა ის შვილზე

გაცნობიდან 3 დღეში შექმნილი ოჯახი და დაპირისპირება ინგა გრიგოლიასთან - ვასიკო ოდიშვილის ცხოვრება კადრს მიღმა