მეტსახელებს ადამიანებს ხასიათისა და გარეგნობის მიხედვით არქმევენ. ზოგჯერ ამას აუცილებლობაც კი იწვევს: ეს მაშინ ხდება, როდესაც კონკრეტულ ადგილას რამდენიმე ერთი გვარისა და სახელის ადამიანი ცხოვრობს. ხშირად, მეტსახელები თაობიდან თაობაზე გადადის.
მეტსახელები კრიმინალური სამყაროს განუყრელი და ერთ-ერთი მნიშნელოვანი ნაწილია. ზუსტად არავინ იცის, ვის რის გამო უწოდებენ კონკრეტულ სახელს.
დღეს 6 ყვევლაზე გავლენიენი კანონიერი ქურდების ზედმეტსახელებს გაგიმხელთ.
1) ლაშა შუშანაშვილი (რუსთავსკი)
იგივე ლაშა რუსთავსკი სლავური ქურდული დაჯგუფების ნათლიმამის, იაპონჩიკა მფარველობით სარგებლობდა. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ერთ-ერთ გავლენიან კრიმინალთან - ასლან უსოიანთან. სწორედ შუშანაშვილი მართავდა „ძედ ჰასანის“ იმპერიას. ის ასევე მთავარი ფიგურაა „ძედ ჰასანისა“ და ტარიელ ონიანის კლანებს შორის დაპირისპირებაში. ის დღემდე იძებნება წითელი ცირკულარით. შუშანაშვილის მეტსახელიც მშობლიური ქალაქიდა რუსთავიდან გამომდინარეობს.
2) ტარიელ ონიანი (ტარო)
ტარიელ გურამის ძე ონიანი დაიბადა 1958 წელს ტყიბულში, მეშახტის ოჯახში, – გვამცნობენ რუსი პუბლიცისტები პოდლევსკი და ტერეშონოკი. ქუთაისური დაჯგუფების ლიდერია ცნობილი კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი (ტარო). მასზე როგორც რუსეთში, ისე საქართველოში ლეგენდები დადის. გამომდინარე აქედან, ქუთაისური დაჯგუფებაც ლეგენდის შარავანდედშია გახვეული. რაც შეეხება მეტსახელ, ტარო ტარიელის კნინობითი სახელია.
3) შაქრო კალაშოვი (მალადოი)
ე.წ კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი, მეტსახელად „შაქრო მალადოი“, რუსეთში ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლება. ის 2000 წლიდან ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ძირითადად ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. რუსეთთან ერთად, კალაშოვის გადაცემას საქართველოც ითხოვდა. 2005 წლის მაისში ესპანელმა სამართალდამცველებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად „რუსული მაფიის“ რამდენიმე წევრი დააკავეს. 2006 წელს საქართველოს სასამართლომ კალაშოვს დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მალადოი მისი საქმისადმი დამოკიდებულებიდან „შეარქვეს“ - შაქრო „მალადოი“ ანუ ყოჩაღი შესრულებული საქმეების გამო უწოდეს.
4) ტარიელ ფოცხვერია (ტარასა)
1959 წელს დაბადებული ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა არის ე.წ. კანონიერი ქურდი და აღიარებს ქურდულ სამყაროს. ს 2006 წლიდან სასჯელს ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობისთვის და კანონიერი ქურდობისთვის იხდიდა. 2013 წელს სამართალდამცველებმა ტარიელ ფოცხვერია თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა. მისი მეტსახელი საკუთარი სახელიდან გამოდინარეობ, მას არანაირი ისტორია არ აქვს.
5) რამაზ ჯინჭარაძე (თბილისკი)
დაიბადა თბილისში. კანონიერ ქურდად აკურთხეს 1989 წელს. 2011 წლის 26 იანვარს, 41 წლის „კანონიერი ქურდი“ რამაზ ჯინჭარაძე გაათავისუფლეს თბილისის N 7 ციხიდან. იმავე დღეს მან ქვეყანა დატოვა. ჯინჭარაზეს მეტსახელი მშბლიურ ქალაქს უკავშირდება.
6) გოჩა ჯინჭარაძე (ყურშა)
ქართველი „კანონიერი ქურდი“ გოჩა ჯინჭარაძე, კრიმინალურ სამყაროში უკეთ ცნობილი როგორც ყურშა. მას ე.წ. შავ სამყაროში დიდი გავლენა აქვს. რაც შეეხება მეტსახელს, უბრალოდ ყურის ფორმის გამო შეარქვეს.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
17 წლის ასაკში ქორწინება, ელჩი ქმარი და 3 შვილი - თაკო ჩხეიძის პირადი
თავდავიწყებით შეყვარებული, ბევრი თაყვანისმცემელი და შეუმდგარი ქორწინება - დოდოშკა ხურცილავას პირადი
მერე რას იტყვიან, ფეხებზე მკიდია - აქამდე უცნობი ფოტოები და ამბები კახა ბენდუქიძეზე