Digest Logo

რატომ არ იხსნება ბაზრობები - ცქიტიშვილის განმარტება

1608635503
ცქიტიშვილ ბაზრობაზე

„ბაზრობებზე ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტის დაცვისთვის, ამიტომ ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე, ყველა იმ საქმიანობაზე, რაც ბაზრობების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს.

„პირველ ეტაპზე, როდესაც 28 ნოემბერს შეზღუდვები გამოვაცხადეთ, ამ შეზღუდვების გეგმა გულისხმობდა პერიოდს 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე, თუმცა, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ 24 იანვრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქებას ვგეგმავდით. სამწუხაროდ, დაგეგმილი გვქონდა შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში ბაზრობების საქმიანობის განახლება, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტის დაცვისთვის, ამიტომ ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული, მათ შორის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე, ყველა იმ საქმიანობაზე, რაც ბაზრობების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. მათ კვლავ ექნებათ დისტანციურ რეჟიმში ვაჭრობის საშუალება", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ცნობილია, იხსნება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა

„კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება

არც ტრანსპორტს რომ არ ხსნით და არც ბაზრობებს, მხოლოდ ღარიბ ხალხს ურტყამთ - გამზარდია შეზღუდვებზე