Digest Logo

რომელ ქვეყნებში აღინიშნება ძველით ახალი წელი

1673592480
ძველით ახალი წელი

მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა ახალი წლის დადგომას  1 იანვარს ზეიმობს, თუმცა არსებობენ ერები, რომლებიც ამ დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავენ -1 და 14 იანვარს, მათ შორისაა საქართველოც.

ორი ერთნაირი დღესასწაულის არსებობა ორი კალენდარული სისტემის არსებობით არის გამოწვეული, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებით.

იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იულიუსის კალენდრის მიხედვით დამდგარი ახალი წელი, ანუ „ძველით ახალი წელი“ ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება. საქართველოში ეს დღე, 1 იანვრისგან განსხვავებით ოფიციალურ დასვენების დღედ არაა გამოცხადებული.

საქართველოში „ძველით ახალი წლის“ აღნიშვნის წესი დიდად არ განსხვავდება 1 იანვრისაგან, ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა და კვლავ ეწყობა ფეიერვერკი.

საინტერესოა, როგორ აღნიშნავენ „ძველით ახალ წელს“ სხვა ქვეყნებში?

რუსეთში, ისევე როგორც ჩვენთან, 14 იანვრის დღესასწაული არაოფიციალურია. ბელორუსიასა და უკრაინაში 13 იანვრის საღამოს „უხვს“ უწოდებენ და 14 იანვარს განსაკუთრებული პურმარილით ეგებებიან.

სერბეთში მას „სერბულ ახალ წელს“ უწოდებენ და დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. საბერძნეთში 14 იანვარს წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ და ზოგიერთი მოსაზრებით, ახალი წლის ძველი სტილით აღნიშვნასთანაა დაკავშირებული.

ბელგრადში, პარლამენტისა და მერიის შენობის წინ ეწყობა კონცერტი. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან უშვებენ ფოიერვერკს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ასეთივე ღონისძიებები ეწყობა სხვა ქალაქებშიც.

მაკედონიაში
მაკედონიაში ეს დღესასწაული „ძველი ახალი წლის“ სახელითაა ცნობილი (Стара Нова година). 13 იანვრის ღამეს, ხალხი ქუჩებში გამოდის, სადაც მეზობლები უზარმაზარ კოცონს ანთებენ, შემდეგ კი ერთად ჭამენ და სვამენ.

ძველით ახალ წელს ასევე აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მაკედონიელები, ძირითადად ავსტრალიაში, კანადასა და აშშ-ში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მხოლოდ ფსიქიკურად სტრესგამძლე საზოგადოება შეძლებს იყოს ასჯერ მეტად პროდუქტიული, იმედიანი, ძლიერი, შრომისუნარიანი და რაც მთავარია, სიცოცხლის მიმართ კეთილგანწყობილ“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„დღეს მოერიდეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვას“ - მიხეილ ცაგარელი

წყარო: ka.wikipedia.org