დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვან პიროტექნიკის გამოყენებაზე. იგი საზოგადოებას წესები მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს. მათ შორის უმთავრესია არ გამოიყენონ პიროტექნიკა დახურულ სივრცეში.
მისი თქმით, პიროტექნიკა სახიფათო არ არის მხოლოდ ხელში აფეთქების შემთხვევაში, მან შეიძლება სხვა დაზიანებებიც გამოიწვიოს.
„მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა დამწვრობის ცენტრში, თუმცა არცერთი არ იყო მძიმე.
ექიმისთვის გულდასაწყვეტია ისეთ ტრავმასთან მუშაობა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა, მით უმეტეს, ამ შემთხვევების ნახევარი მოდის ბავშვებზე. სტატისტიკა მხოლოდ დამწვრობის არაა, ბუნებრივია, ძალიან ხშირია ნაკვეთი ჭრილობები, თითების ამპუტაცია, თვალების დაზიანება. ვფიქრობ, ყოველგვარი მაშხალების და ფოიერვერკების აფეთქების გარეშეც მოვა ახალი წელი“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
2021 წლის ტრაგედიები, რომლებმაც ქართველი ერი შეძრა
ცნობილია ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2022 წელს გათხოვდებიან
🔵VIDEO: აცეკვებული ზაზა ფაჩულია - როგორ აღნიშნა ცნობილი კალათბურთელის მეუღლემ დაბადების დღე
🔵VIDEO: „კამარას გოგონათა კვარტეტი ტუალეტში“ - ნათია ფანჯიკიძე სახალისო კადრებს ავრცელებს