Digest Logo

„როცა ჩემი ძმა გარდაიცვალა, ჯვარი არ ეკეთა, არც ტატას, ეს რომ დაემართა..“ – თიკო ჩხეიძე ოჯახურ ტრაგედიას იხსენებს

1631952949
თიკო ჩხეიძე

თიკო ჩხეიძე საკუთარ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ საუბრობს. ბევრმა არ იცის, რომ მოდელს წლების წინ ძმა ტრაგიკულად, ავარიაში დაეღუპა.

„ჩემი ქორწილი იყო და მეოთხე დღეს მეგობრები აგარაკზე წავიდნენ, 2 მანქანით. მეორე მანქანაში ერთი გოგო დაუშავდათ და დაურეკეს, დაგვეხმარეთო, რომ მიბრუნდნენ ამ გოგოს გადასარჩენად და საავადმყოფოში მიჰყავდათ, გზაში კლდეს შეასკდა და დაიღუპა.

იმ დროს ჯვარი არ ეკეთა, მერე ვნახე, რომ სახლში ჰქონდა დატოვებული. ტატასაც რომ დენმა დაარტყა, იმ დღეს ჯვარი არ ეკეთა. ამის შემდეგ სულ ვაკვირდები, ჯვარი ხომ უკეთიათ ბავშვებს“... – ამბობს ჩხეიძე.

შეგახსენებთ, წლების წინ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მისი მეუღლის, მოდელ თიკო ჩხეიძეს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მათ 9 წლის გოგონას, ტატიანა (ტატა) რევიშვილს დენმა დაარტყა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ირანელი გოგო უყვარდა... - ნიკა მელიას უცნობი სასიყვარულო ისტორიები

🔵მინი-ბორდელი, ფიქტიური ხელისმოწერა მეძავთან, თაღლითობა, სახლი ლოს-ანჯელესში - გივი სიხარულიძის სკანდალები

🔵შვილის ცხედარი მამისეული სახლის აივანზე აღმოაჩინეს - ცნობილი რეჟისორის ტრაგიკული ისტორია

🔵„ვინმეს რომ ეთქვა, მამაშენის ერთ-ერთ მკვლელს, სადისტ მეგის ქარდავას თბილისში ჩამოათრევენო…“ – რას წერს რუსუდან შარაძე?