Digest Logo

საყვარელი ადამიანის გამო გახდომა, „უშვილობა“, ანათემას გადაცემული და დაპირისპირება მამა შალვასთან - მიშა მშვილდაძის სკანდალები

1623754937
მიშა მშვილდაძე

სერიალი „მუსკულები“, სხვადასხვა იუმორისტული პროექტი, სამოქალაქო აქტივისტი, პროდიუსერი და გადაცემა „კვირაში ერთხელ“ წამყვანი - ეს მიშა მშვილდაძეა.

მისი გამოსვლები აქციებზე ყოველთვის საინტერესოა. როგორც ბევრი ამბობს, აქვს რაღაც ქარიზმატული და ორატორული ნიჭი. ამავდროულად სატირისა და ირონიის „ეტალონია“, მისი გადაცემა „კვირაში ერთხელ“ კი ამ სატირის უმაღლესი გამოვლენაა.

დღეს სწორედ მიშას შესახებ გიამბობთ...

სიყვარული

მაშინ „202-ში“ და პარალელურად, რადიო „105-ში“ ვმუშაობდი. თეონა ჩვენთან მოვიდა ოფისმენეჯერად. სამსახურში რომ მივედი, მითხრეს ახალი თანამშრომელი გვყავსო. დამაინტერესა – ვნახე, მომეწონა. წინ დავუდგებოდი და ვეპრანჭებოდი. გავხდი, ჩვეულებრივი ადამიანის წონაზე ჩამოვედი. მერე შევუყვარდი, ცოლად რომ მოვიყვანე, ისევ გავსუქდი.

ათეისტობა, ასტრონომიითა და ჰიპობით გატაცებული, 20 წლის ასაკში მონაზვნად აღკვეცილი და ლგბტ თემის დამცველი - დედა სიდონიას აქამდე უცნობი ამბები

თავიდან ცოტა ცივად მიყურებდა. მერე დავმეგობრდით, მაგრამ ყველა კაცი გრძნობს ქალის ყურადღებას. საერთოდ, ქალებს ერთი მაგარი თვისება აქვთ – გყავდეთ 15 თაყვანისმცემელი. ამ თხუთმეტიდან სამი იყოს მაგარი „როჟა“, შემდეგი ხუთი – კარგი ბიჭი, დანარჩენი – იდიოტი. ყოველთვის იტოვებენ „ბ“, „დ“ „პლანს“? მერე ჩვენ რომ ვირჩევთ, თქვენ აანალიზებთ, რატომ გააკეთა ჩემზე არჩევანი, ანუ საკუთარი თავი აინტერესებს შენში. ამიტომ ქალები ასე ადვილად არ „იკვრეინებით“ ხელს.

მე იმიტომ ამირჩია, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი „როჟა“ ვარ. თუმცა, რაღაც დრო დამჭირდა, რომ ეს ამეხსნა და სხვათა შორის, დამეთანხმა. ცოლის მოსაყვანად მზად ვიყავი როგორც მატერიალურად, ისე ფსიქოლოგიურად. ლოგიკურად ეს უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი ჩემ ცხოვრებაში. მართალია, ოჯახი პრობლემების გარეშე არ არსებობს და გარშემო ამის უამრავ მაგალითს ვხედავდი, მაგრამ ამიტომ რა, არ უნდა მომეყვანა ცოლი?

ყველა ადამიანმა თავის თავზე უნდა გამოსცადოს, სხვისი მაგალითი არასოდეს გამოდგება. ეს როგორი მარტივი რაღაცაა იცი?

„უშვილობა“

ყველაზე მნიშვნელოვანი ცოლქმრულ ურთიერთობაში, რაც აღმოვაჩინე, სწორედ ეს არის. კონკრეტული ადამიანი რომ „გაეძვრება“ და მამას დაგიძახებს, მერე ყველაფერი კონკრეტულ ფორმებს იღებს, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან აბსტრაქტულია.

8 მოჩვენება, რომელიც საქართველოს პარანორმალური მოვლენების „ეპიცენტრად“ აქცევს

მამა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ბავშვის მამა ხარ. შენ უნდა აღზარდო ზრდასრული კაცი ან ქალი. ზოგს ჰგონია, რომ ბავშვი ლეკვია, უნდა აჭამო და ასეირნო. რაც უფრო დიდია პასუხისმგებლობა, მით უფრო სასიამოვნოა ამ საქმის შესრულება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გვყავს ბავშვი, სერიოზული მიზეზი არ გვაქვს.

არც თავს ვიკავებდით, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ არ გაჩნდა, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება, ეს ჩვენც ვიცით და მედიცინამაც. ამიტომ მშვიდად ვართ. წინ რაღაც მაგარი მელოდება, რაც ჯერ არ განმიცდია.

ავარია

ავარია რამდენჯერმე მომივიდა. „ოპელ ვექტრა“ მყავდა, რომელზეც ტარება ვისწავლე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყველა უკნიდან მეჯახებოდა. სადაც გავჩერდებოდი, მანქანა მარტყამდა. სამჯერ თუ ოთხჯერ დამეჯახნენ. ერთხელ კი, სურამში მივდივართ მეგობრებთან მე და დრუპი. გზას არემონტებდნენ, წვიმდა და ღამე იყო. გავაჩერე მანქანა სავალი ნაწილის გვერდით, ვიფიქრე, გადავალ, შევხედავ, გზა საით გრძელდება-მეთქი. რამდენიმე გზა ერთდროულად მიდიოდა და ვერ გავიგე, რომელი მაწყობდა.

გავაჩერე თუ არა მანქანა, უკნიდან არ შემეჯახა ვიღაც? გადმოვედი, მივუახლოვდი. იმ მანქანაში შეწუხებული მამაკაცი დამხვდა საჭესთან. მითხრა, მაგარი მთვრალი ვარ, ვერაფერს ვხედავდი გზაზე. შენ ჩემ წინ მიდიოდი და ანთებულ ფარებს უკან მოვდევ უკვე 20 კილომეტრია. პეპელასავით მეტს ვერაფერს ვამჩნევ. გადახვედი გზიდან, მეც გადმოგყევი, გააჩერე და შეგასკდიო. რაღა უნდა მეთქვა?

მარიხუანა

სოციალურ ქსელში „იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს აქტიურად აზიარებდნენ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მარიხუანას მოხმარება სიმსივნეს კურნავდა.

რა კავშირია დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლეობას შორის - აქამდე უცნობი ამბავი

ამ სიუჟეტს სოციალურ ქსელში მშვილდაძე გამოეხმაურა:

„ეს, რაც „იმედის“ გადაცემა, თუ არ ვცდები, „იმედის კვირაში“ სიუჟეტად ვნახე – მარიხუანა: მცენარე, რომელმაც დაამარცხა კიბო, ისეთი არაკორექტული, უხამსი, ცალმხრივი, ძირითადში ტყუილი სისულელე და საშინელი ყვითელი პროფანაციაა, და ამას ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას ლეგალიზაციის აქტივისტი ვარ.

ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდო, სპეციალურად, ხალხის გასაღიზიანებლად აკეთებენ ამას, ჰოდა, არ ავარდეთ, ხალხო, არავითარ კიბოს მარიხუანა არ კურნავს, უბრალოდ, გეხმარება რაღაც მომენტებში მაინც გეკიდოს უსაშველო პრობლემები და ფსიქოლოგიური განწყობა, არაა გამორიცხული, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახოს. სინამდვილეში ამ ბალახის ღირებულება ისაა, რომ მომხმარებლებს ისევე მოსწონთ, როგორც მაგალითად, ღვინის მომხმარებლებს და ასევე უნდა რეგულირდებოდეს საბოლოო ჯამში ოდესმე“.

დაპირისპირება მამა შალვასთან

მშვილდაძე თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა შალვა კეკელიას ქადაგებას ეხმაურება, სადაც მამაო ამბობდა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეს ეკლესიას ებრძვიან და მათ ოჯახებს, ამ ცოდვის გამო განსაცდელი და სასჯელი ელით.

„აის მამა შალვა რომაა, ვაკელი, ჭრელა-ჭრულა ფარდები რომ აცვია - აი, მაგას ქრისტიანობასთან სინათლის წლის მანძილზე არ ჩაუვლია.

არც მოდასთან.

თვითონ მეორე უფრო ეწყინება“ - წერს მშვილდაძე.

ანათემას გადაცემული