Digest Logo

სექსუალურად იძალადეს, დამაქორწინეს და ბორდელში ძალით მამუშავეს - უცნობი ამბავი

1616390131
ძალადობა ქალზე

ქვემოთ მოთხრობილი ისტორია რეალურია, ამის შესახებ ინფორმაციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“ ავრცელებს.

„დავიბადე სოფელ თიმიმუნთან ახლოს, უდაბნოს კომუნაში, ალჟირში. ღარიბი მიწაა და იშვიათად წვიმს. იქ ვერ ნახავ ხორცსავსე და გაღიმებულ ადამიანს.

 

ექვს წლამდე, ორი თხა მებარა და დილიდან დაღამებამდე ვმწყემსავდი.

კლდეებზე ისე დავცოცავდი, აფთარიც ვერ დამეწეოდა.

დედა არ მახსოვს, მამას ნათესავები გვეუბნებოდნენ, რომ მიგვატოვა, მაგრამ მგონია, რომ მამაჩემმა დაახრჩო, რადგან არ უყვარდა, როცა ცოლად მოიყვანა, დედას სხვა ჰყვარებია, ჰოდა სულ სცემდაო. გვიან გავიგე, წლების შემდეგ, რომ ქამარმობმული ქალი უპოვნიათ კლდეზე გადაკიდებული. მგონია, რომ ის დედაჩემი იქნებოდა. ამაზე ფიქრს ვცდილობ, ავარიდო ხოლმე თავი.

ერთ დღეს, მამაჩემმა მეზობელი ამირა მოიყვანა სახლში და გამოგვიცხადა, თქვენი დედა იქნება ეს ქალიო. მახსოვს, როგორ ვტიროდით ხუთივე. ეს ქალი მთელ სოფელს სძულდა. მოსიარულე ეშმაკს ვეძახდით ბავშვები.

ამბობდნენ, მეზობელ სოფელში კაცი დაიკარგა და დიდი ხნის შემდეგ, მის სათავსოში იპოვნეს მისი ტანსაცმელიო. რა მოხდა, არავინ იცის.

ეგეც მგონია მონაწილე დედაჩემის გაუჩინარებაში.

შვიდი წლის ვხდებოდი მაშინ. ორ დღეში უნდა მქონოდა დაბადების დღე და დილით, მამაჩემი ცუდად გახდა, ყვითელი ფერი ჰქონდა სახეზე. დაეცა და ფეხზე ვეღარ ვაყენებდით. ქვასავით გახდა და მეორე დღის საღამომდე მწვანე სითხეს აღებინებდა. გვიან ღამით გარდაიცვალა და ჩემმა დედინაცვალმა, მზის ამოსვლამდე უნდა დავასაფლაო, სახლიდან არ გამოხვიდეთო. ვიღაც კაცებს დაუძახა, გაახვიეს თეთრ ზეწარში და წაიყვანეს.

ალბათ, მეშინოდა მამის გარეშე ცხოვრების წარმოდგენის და ამის გამო ვტიროდი, თორემ გრძნობები ნამდვილად არ მქონდა მის მიმართ. ალბათ, ამიტომაცაა, რომ არც კი გამჩენია სურვილი, მისი საფლავი მენახა.

ხალედი, ჩემი უფროსი ძმა, რომელიც ცამეტი წლის ხდებოდა, თავის ნათესავთან, სოფელ აჰდუში გაგზავნა ამირამ, ბევრი ცხვარი ჰყავთ, მოეხმარება და ფულს გადაუხდიანო.

არ გასულა დიდი დრო და თერთმეტი წლის ჩემი ტყუპი დები, იასმინა და ზორაია, დედაქალაქში, ვიღაც ნათესავთან გაუშვა, მოახლეებად.

დროსთან ერთად, მამას ყველა ნათესავი გაქრა ჩვენი სახლიდან, აღარავინ მოდიოდა და აღარავინ კითხულობდა ჩემსა და უმცროსი ძმის, ტარიკის ამბავს.

ამირა საჭმელს გვიმალავდა და გვაიძულებდა, მეზობლებს დავხმარებოდით თხაში, ძროხაში, ცხვარში მწყემსობის დროს, რომ რძე ან ყველი მიგვეტანა სახლში. მამაჩემის თხები გაყიდა და ყავაზე მეზობლებს ბედს „უჩიჩქნიდა“. იჯდა და ეწეოდა ჰაშიშს.

შემოდგომა იყო, მისი ის ნათესავი გვესტუმრა დედაქალაქიდან, იასმინა და ზორაია რომ წაიყვანა თავისთან. ცუდი ამბავი მაქვსო – ზორაია გარდაიცვალაო.

დედმამიშვილებში, გამორჩეულად მიყვარდა ლურჯთვალება ზორაია. ყველაზე კეთილი და მშვიდი ბავშვი იყო. გულამომჯდარი ვტიროდი ჩემ ლოგინში და როდის ჩამეძინა, არ მახსოვს. არასოდეს დამავიწყდება ის მყრალი სუნი და უსიამოვნო შეხების შეგრძნება, რამაც გამაღვიძა. ჩემ წინ, ჩემსავე ლოგინზე მუხლებზე დამდგარი, სრულიად შიშველი, ჩვენი სტუმარი.

მთვარის შუქი ანათებდა ოთახს. პირველად ვხედავდი შიშველ კაცს, ზოგადად ადამიანს და შემეშინდა. ძალიან უშნო იყო, რასაც ვუყურებდი და ცხოველს ჰგავდა მისი შავი თმით დაფარული სხეული. ყვირილი დავაპირე და ხელი ამაფარა. ახლავე მოგკლავ, ხმას თუ გაიღებო. ხელი მომკიდეო და ცალი ხელით ჩემი სახე ეჭირა, რომ არ მეყვირა და ჩემი ხელი მის პენისზე მომაკიდებინა. ამოძრავე, არ გაჩერდეო. ვტიროდი და ვკანკალებდი. ჩქარა გააკეთე, თორე ვინმე შემოვა, დამინახავს და აქვე მოგკლავო, მეჩურჩულებოდა, თვალებს მიქაჩავდა. თავი კოშმარში მეგონა.

დილას, ჩემმა დედინაცვალმა ტანსაცმელი ჩამალაგებინა და იმ კაცს გამაყოლა.

მთელი გზა გაუჩერებლად ვტიროდი. საჭმელი მაჭამა გზაზე და დამპირდა, თუ ასე გავაგრძელებდი მოთქმას, შიმშილით მომკლავდა და რომ მის მეტი პატრონი მე აღარ მყავდა.

სახლი, სადაც ცხოვრობდა, რეალურად ბორდელი იყო. ზორაიაც და იასმინაც, მეძავებად მუშაობნენ. უამრავი, მათსავით არასრულწლოვანი გოგო ცხოვრობდა. ვერ მივხვდი, რა დაწესებულება იყო, სანამ ღამით, პირველი კლიენტი არ შემომიყვანეს.

სამი წელი გაგრძელდა ეს საშინელება. ზოგი მცემდა, ისე თუ არ მოვიქცეოდი, როგორც მეტყოდა, მერე უფროსობას უყვებოდნენ და არც დაბანის და არც ჭამის უფლებას არ მაძლევდნენ რამდენიმე დღის მანძილზე. ვიყავი ბნელ ოთახში გამოკეტილი, ჭკუის სასწავლებელი ოთახი ერქვა და ყველას ეშინოდა იქ მოხვედრის. ყველაზე ხშირად მე ვიჯექი შიგ.

ერთ საღამოს, ვიღაც მდიდარი კაცი მოვიდა. შედარებით მოზრდილძუძუებიან გოგოს ეძებდა, რადგან ყველა ბავშვები ვიყავით და ვერც ერთი დავიკვეხნიდით ფორმებით, არჩევანი მაინც ჩემზე შეაჩერა, კარგი ტუჩები და ტრაკი აქვსო. ისე გვსინჯავდნენ ხოლმე, გასაყიდ ცხვრებს რომ ათვალიერებდნენ ხოლმე, მამაჩემთან მოსული კლიენტები.

ამ კაცმა ფეხებით დამაბა ლოიგინზე და მაიძულა ჩემი ვაგინიდან ხელი არ ამომეღო, სანამ არ მეტყოდა. ჩემი ორგაზმების ყურებაზე სიამოვნებისგან ყმუოდა და საშინლად იდორბლებოდა. მერე სახეზე დამაფსა და გადაყლაპეო. ბოლოს გული წამივიდა. ჭკუის სასწავლებელ ოთახში გამეღვიძა.

იასმინა, ჩემი და, საერთოდ არ განიცდიდა იმ ყოფას და მეუბნებოდა, თუ ჭკვიანად მოიქცევი, არავინ არაფერს დაგიშავებსო. ჩემ დას ვთხოვე, აქედან გაპარვაში დამხმარებოდა. ცოტა ფული მქონდა, კლიენტებისგან ნაჩუქარი და ჩუმად შენახული, მივეცი და დამპირდა, გაგაპარებო. საწყობის საიდუმლო კარიდან გამიყვანა, სადაც არასოდეს ჩავსულვარ და მასწავლა, ქალაქში როგორ უნდა გავსულიყავი.
ნახევარი წელი ქუჩაში გავატარე. არც წერა ვიცოდი, არც კითხვა, ვერ ვიშოვნიდი ვერანაირ სამსახურს, მხოლოდ კაცების მომსახურება იყო, რისი გაკეთებაც შემეძლო და თხების მწყემსვა.

საჭმლის სანაცვლოდ, რესტორნის მეპატრონეებს მინეტს ვუკეთებდი და თეფშს ძაღლივით მომიგდგებდნენ ხოლმე. მთელ ღამეებს ტირილში ვატარებდი, მაგრამ არ ვიცოდი, რა გზას უნდა დავდგომოდი.

ქალაქის ჩრდილო ნაწილში, ახალი საჩაიე გაიხსნა. სუფთად ჩაცმული, ალჟირელებისგან განსხვავებული გარეგნობის კაცი იყო უფროსი. ერთ დღეს მას მივადექი. სტუმრებს უმასპინძლდებოდა. დავუძახე და პირდაპირ ვუთხარი, რისთვისაც ვიყავი მისული.
ამას ისე ვთავაზობდი უკვე ყველას, როგორც სარფიან სერვისს, რომელიც ჰაერივით საჭიროა.

დაიბნა და უცნაურად შეიშმუშნა, რამდენი წლის ხარო მკითხა და რომ ვუპასუხე, შეწუხდა, ორჯერ დიდის შედეხულება გაქვსო. ისე გაჭმევ, არაფერი მინდაო. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, ჩემს ცხოვრებაში და ვერ ვიჯერებდი, ბოლო წუთამდე ველოდი, რომ ხელს დამავლებდა, როგორც სხვები აკეთებდნენ ამას.

მერე ჩაი მომიტანა და მომაყოლა, როგორ მოვხვდი აქ და რა გზა გავიარე, რატომ მეცვა ასე ბინძურად და ზოგადად, ყველაფერი.

ამ კაცის სახელი იყო ამელი, საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი, ალჟირელი ემიგრანტების ოჯახიდან. ცოლად ალჟირელი ქალი მოუყვანია და ზაფხულობით ჩამოდიოდნენ.

შენხელა შვილები მყავსო. ჩემი ცოლი ძალიან კეთილი ქალიაო და ვთხოვ, შენზე იზრუნოს ცოტა ხანსო. მეოთხე დღეს სახლში წამიყვანა.

ისე მომიარა და დამაბინავა უმცროს გოგოსთან ერთად, საკუთარ სახლში რომ არაფერი მქონია მსგავსი.

სარკეში რომ ვიხედებოდი ხოლმე, მეტირებოდა, თურმე რა ლამაზი ვყოფილვარ.

ამ ოჯახში მოახლედ ვმუშაობდი, მაგრამ არავინ შეურაცხმყოფდა, პირიქით, მათთან ერთად ვსადილობდი და არაფერს მამადლიდნენ.

ამელის ორი შვილი საფრანგეთში ბრუნდებოდა, დედასთან ერთად და მეც ჩამომიყვანეს. ამ ქვეყანაში უფრო იპოვნი შენ გზასო. რაშიც შევძლებთ დაგეხმარებითო.

ეს იყო 1974 წელს. წერა-კითხვა არც ახლა ვიცი და არაა ეს შენთვის უცხო, ხშირად მეხმარები ხოლმე ქაღალდების შევსებაში. ენა იოლად ვისწავლე.

მიზნად დავისახე, ბევრი მემუშავა და ფული მეშოვნა, სახლი მეყიდა და შვილები გამეჩინა. თუმცა, ქმართან ერთად ცხოვრება არ მინდოდა, რადგან კაცების შიში სამუდამოდ მქონდა გონებაში ჩარჩენილი და დღემდე მაქვს. მათი შეხების წარმოდგენაზე ისტერიკა მეწყებოდა.

არასოდეს, მსგავსი არაფერი მომხდარა ჩემ ცხოვრებაში.

დამლაგებლად, მრეცხავად, მომვლელად, მზარეულის დამხმარედ, დარაჯად, – რად არ მიმუშავია, დღემდე მაგრამ მუდამ პატივისცემით მეპყრობოდა ყველა.

ალჟირში იასმინასა და ტარიკის დასაფლავებაზე ჩავედი მხოლოდ. ღამეც კი არ გამითევია იქ მას მერე, რაც ამელის ცოლმა საფრანგეთში ჩამომიყვანა.

ეს კაცი ჩემი ღმერთია და სანამ ცოცხალი ვარ, მის სახელზე, მისი ოჯახისთვის ვილოცებ. რამადანი რომ მთავრდება ხოლმე, მე ათი დღით კიდევ ვახანგრძლივებ, მათთვის ლოცვისთვის. დღემდე გვაქვს ურთიერთობა, კანადაში გადავიდნენ, შვილები გაიფანტნენ, მაგრამ მაინც.

62 წლის ვარ ახლა და კი ხედავ, როგორც გამოვიყურები.

ხომ იცი, იშვიათად ინტერესდებიან ადამიანები ერთმანეთის სულიერი მდგომარეობით, განვლილი ცხოვრებით, მით უმეტეს, თუ დაბალი რანგის თანამშრომელია კოლექტივში.

მახსოვს, ახალი მოსული იყავი ჩვენთან, მკითხე, ყელზე რა უცნაური ნაიარევი (ტატუ გეგონა) და რა ლამაზი თითები გაქვსო.

დავბერდი და ჩემ შვილებს არასოდეს აღუნიშნავთ, რომ ლამაზი თითები მაქვს, არ დაგიმალავ, მეც სულ მომწონდა.

მერე გავიგე, რომ მწერალი ხარ და გადავწყვიტე, ცხოვრებაში პირველად მომეყოლა ვინმესთვის ჩემი ისტორია.

ოღონდ დამპირდი, თუმცა მჯერა, რომ არ დაწერ ჩემს ვინაობას.

ხომ არიან ისეთი ადამიანები, ჩემნაირ რთულ ცხოვრებას რომ გაივლიან აღარავისი აღარ სჯერათ, ვეღარ ენდობიან, ყველასი ეშინიათ, სტრესიდან ვერ გამოდიან. მე პირიქით დამემართა, როცა ამელის ოჯახში მოვხვდი.

მივხვდი, რომ არსებობენ სიკეთით სავსე ადამიანებიც, ვისთანაც შემთხვევით ვერ მოხვდები, ალაჰის ხელი ურევია. ეს აუცილებლად უნდა შეირგო და დააფასო.

მე ახლა ყველაფერი მაქვს. მყავს კარგი შვილიშვილები, მაქვს ჩემი სახლი. ვმუშაობ. ვიკენდზე, დავჯდები ჩემს მანქანაში და ხან ჟიზოღში მივდივარ, ხან სამხრეთში, სადაც მინდა. საერთოდ არ მაწუხებს ჩემი გაუნათლებლობა, სამაგიეროდ ადამიანების ფასი ვიცი და გარშემო რაც კარგია, ჩემიც რომ არ იყოს, საკუთარივით ვუფრთხილდები.

ვერაფერი წაშლის ჩემი გონებიდან იმ ფიქრებს, რაც გავიარე ბავშვობაში, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ოჯახში, ხალხში, მაგრამ ერთი რამ ვისწავლე – ბევრი ვიფიქრო ხვალინდელ დღეზე და იმაზე, რაც ახლა მაქვს, რომ წარსულზე ფიქრის დრო აღარ დამრჩეს.
დიდი მადლობა, რომ მომისმინე“.


აგრეთვე წაიკითხეთ:

„საკუთარი ბავშვების წინაშე მომახრჩო, თავი სამზარეულოს დანით დავიცავი და დავჭერი“ - უცნობი ამბავი

ორსულობისას მუცელში წიხლს მირტყამდა და თმით მითრევდა, სუნთქვა გაქვს გახშირებულიო - უცნობი ამბავი

ფრონტის ხაზზე შეყვარებულთან გაპარული 21 წლის გოგო და საბედისწერო გაფრენა - ლილი თაკ­ვა­რე­ლიას ამბავი