სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც 1922 წელს არის მომხდარი და ასახავს მსოფლიო მედიცინაში ერთ-ერთ უჩვეულო ეპიზოდს, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს უკავშირებდა.
„ერთი დასტური იმისა, მეცნიერებამ როგორ გადაარჩინა სამყარო…
-ეს ფოტო იმითაა უნიკალური, რომ ასახავს მსოფლიო მედიცინაში ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ეპიზოდს.
1922 წელს მეცნიერები შევიდნენ ტორონტოს უნივერსიტეტის ჰოსპიტლის ბავშვთა პალატაში, სადაც პატარა პაციენტები კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და განწირული იყვნენ დიაბეტური კეტოაციდოზის დიაგნოზის გამო.
წარმოიდგინეთ ბავშვებით სავსე დიდი ოთახი, სადაც სასოწარკვეთილი მშობლები თავიანთი მომაკვდავი პირმშოების ფერხთით სხედან საშინელების გარდაუვალ მოლოდინში...
ამ დროს მეცნიერები შედიან პალატაში და ყველა პაციენტს ერთმანეთის მიყოლებით უკეთებენ ახლადგამოგონილი პრეპარატის - ინსულინის საჭირო დოზის ინექციას!
სანამ მეცნიერები კომაში მყოფ ბოლო ბავშვს თავს დასტრიალებდნენ, პირველმა ინექცია მიღებულმა გამოღვიძება დაიწყო!
და თანდათანობით აბსოლუტურად ყველა პაციენტი დიაბეტური, სასიკვდილო კომიდან საბოლოოდ გამოვიდა!
...სიკვდილის და გლოვის ოთახი რამდენიმე წუთში სიხარულის და იმედის სივრცედ გადაიქცა!
-დიდება თქვენ და ამას არასდროს არ დაგივიწყებთ დოქტორო ბენთინგ და დოქტორო ბესთ!.“
წყარო:
„Pictures in history” , თარგმნა კოტე მალანიამ
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ძალიან გთხოვთ.... წარმოუდგენელია ამის გაძლება“ - ნანა გეგეჭკორის მიმართვა