ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, ვაქცინის შემადგენლობაზე აბსურდულ სტატია აღარ გაუგზავნონ.
„ნუ მიგზავნით ვაქცინის შემადგენლობაზე აბსურდულ სტატიას, უმორჩილესად გთხოვთ. უკვე ასეულობით ერთი და იგივე წერილი მოდის ლამის წუთში ერთხელ. წარმოუდგენელია ამის გაძლება. არ ვაპირებ ამ აბსურდის წაკითხვას და მით უმეტეს მასზე კომენტარს. ასე იკარგება იმ ადამიანების წერილები, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება.
ძალიან გთხოვთ....“- წერს გეგეჭკორი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵 ცოლ-ქმრის მიერ დაწყებული „პანდემიური სიკეთე“
🔵„აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის“ - 14 რჩევა ექიმებისგან