
მასზე, ცოტას ფიქრობენ და ბევრს ლაპარკობენ. ამბობენ, რომ საკუთარი რელიგია შექმნა, სტუდენტები გაიტაცა და სექტა ჩამოაყალიბა. მიეძღვნა ბევრი სიუჟეტი და კიდევ უფრო მეტი სტატია. შეიქმნა ლეგენდები და მითები. დიახ სწორად მიხვდით, „დაიჯესტი“ ამ ბლოგში თეოფილე მალაქიაზე იგივე, რეზო ბაქრაძეზე გიამბობთ.
თუ ყველაფერს ორი მხარე აქვს, ვალდებულებიც ვართ, ამ ამბის მეორე მხარეზეც გავიხედოთ.
მაშ ასე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რელიგიის ლექტორი და პროფესორი რეზო ბაქრაძე 33 რჩეულ სტუდენტთან ერთად საზღვარგარეთ მაშინ წავიდა, როდესაც ქვეყანაში კომუნიზმი სუფევდა.
მისი მხარდამჭერები ამბობდნენ,რომ რეზო ქვეყანაში არსებულ რეჟმს გაექცა ხალხი კი სხვას ამბობდა.
ერთი წლის წინ სამშობლოში ბაქრაძის 33 სტუდენტიდან ერთ-ერთი, გოჩა ჩაჩანიძე დაბრუნდა, რომელმაც არსებულ მითებს საკუთარი თვალით ნანახი დაუპრისპირა.
გოჩა ჩაჩანიძე, იგივე ჯონი ბაკურაძე კანადური თავგადასავლის შესახებ ყვება.
N1 მითი
პროფესორი რეზო ბაქრაძე ზებუნებრივი ნიჭის წყალობით ანუ ჰიპნოზით თიშავდა სტუდენტებს და რასაც სურდა იმას აკეთებინებდა.
N1 რეალობა
გოჩა ჩაჩანიძე ამბობს რომ სტუდენტები თავისი ნებით, განყვნენ რეზო ბაქრაძეს და მას სხვა სტუდენტები დღემდე საყვედურობენ, იმის გამო, რომ ისინიც თან არ წაიყვანა. როგორც ირკვევა, თავად რეზო ბაქრაძე გოჩა ჩაჩანიძემ წაიყვანა, მან კი, სტუდენტებს უთხრა აღნიშნულის შესახებ.
N2 მითი
თეოფილე მალაქიას აქვს სექტა, რომელსაც წინამძღოობას უწევს.
N2 რეალობა
რეზო ბაქრაძემ იცის რელიგიის ისტორია. ცხოვრობს ბიბლიაზე დაფუძნებული ცოდნით. არის პავლესეული ქრისტიანი და სტუდენტებიც კლასიკური ქრისტიანობის წესებით ცხოვრობენ.
„ჩვენ არ გვჭირდება შენობა ან ეკლესია, საეკლესიო სანთელი ან ნათლობის რიტუალი. ჩვენთვის ქრისტიანობა შინაგანი რწმენა და ცხოვრების წესია. ის არავითარი წინამძღვარი არ არის. მალაქია უბრალოდ ჩვენი მეგობარია. მის ლექციებს საათობით ისე ვუსმენდით, საჭმელსაც არ ვჭამდით... ჩვენ ფილოსოფიას ერთად ვკითხულობდით და შემდეგ ვარჩევდით.
N3 მითი
წერდნენ რომ რეზო ბაქრაძე მონათმფლობელია და ის ყოფილ სტუდენტებს ამუშავებს, ხელფასებს თავდ ინახავს და მთელ ბიუჯეტს განაგებს.
N4 რეალობა
„ეს ტყუილია. ყველა სტუდენტი კანადაში საკამოდ მაღალანზღაურებადი კადრები არიან და თვითონ განკარგავენ თავიანთ ფულს. რეზო ბაქრაძე პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნეა და ის ექსპერტად მუშაობს. აქვს თავისი საკმაოდ სოლიდური შემოსავალი და მაღალი პენსია“, - ამბობს ჩაჩანიძე.
N5 მითი
საქართველოდან წასულ 33 სტუდენტს შორის მყოფი თერთმეტივე გოგონა თეოფილე მალაქიას ცოლი იყო და ვისთანაც უნდოდა, იმასთან ცხოვრობდა.
N5 რეალობა
„ბაქრაძე მაღალი მორალის მატარებელი ადამიანია. მან ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა და ცოლიც წაიყვანა. თითოეულ გოგონას საკუთარი შვილივით უყურებს.
ჯგუფის უმრავლესობამ ერთმანეთზე იქორწინა. გავმრავლდით და შვილები გვყავს. მეც მეორე ქორწინებაში ვარ და ჩემი მეუღლე ერთ-ერთი სტუდენტთაგანია, რომელმაც ბაქრაძესთან ერთად დატოვა საქართველო.“
ამავე სიუჟეტში ერთ-ერთი სტუდენტის, ჯონი ბაკურაძის დედა ამბობს, რომ მასთან კავშირი თავის შვილს არასდროს გაუწყვეტია და უფრო მეტიც - ყოველთვიურად ფინანსურ გზავნილებს იღებდა. ასე რომ ის ფაქტი რომ თეოფილე სტუდენტებს მშობლებთან კავშირს უშლიდა გამოირიცხა.
როგორ გამოიყურება თეოფილე მალაქია დღეს - მითიური ქართველი ლექტორი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ქაცარაძის უცნობი ამბები
9-წლიანი პატიმრობა, 2 ქორწინება, ქუჩა, მარიხუანა და ლექსები - ცოტა რამ კოტე ყუბანეიშვილზე
ზვიად გამსახურდიას 2 ცოლი და 3 შვილი - პირველი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობის დეტალები
მასალა მომზადებულია „იმედის კვირაში“ გასული სიუჟეტის მიხედვით.