„მთელი სოფელი თბილისში ჩამოვიდა... დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში!ჰკითხეთ - რატომ არ მიდიან სოფლებში, რატომ არ ამუშავებენ მიწას? რას აკეთებს ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი?!“- ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე.
ამ ბლოგში ქეთი დოლიძეს მოვუყვებით, რას აკეთებენ და რა გაუკეთებიათ პროვინციიდან ჩამოსულებს თბილისში.
🔘 ვაჟა-ფშაველა
დაბადების ადგილი ჩარგალი, (დუშეთის მუნიციპალიტეტი) ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩადიოდა ბარად.
ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა.
ის თბილისში ილია ჭავჭავაძესთან მიდიოდა, ნამუშევრებს უტოვებდა და უკან მთაში ბრუნდებოდა. წარმოიდგინეთ, ვაჟა თბილისში დამკვიდრებულ ილიას და მის თანამოძმეებს „სოფლელობის“ გამო რომ არ მიეღოთ რამდენ რამეს დაკარგავდა ქართველი ერი....
🔘 ილია ჭავჭავაძე
დაბადების ადგილი ყვარელი (კახეთი). ილია სწავლის გასაგრძელებლად თბილისში ჩადის....სწავლის დამთავრების შემდეგ მიდის პეტერბურგის უნივერსიტეტში და განათლების „შეიარაღებული“ შინ ბრუნდება.
აფუძნებს გაზეთ „საქართველოს მოამბეს“ და იწყებს წიწამურამდე მისასვლელი რთული გზის გავლას.
თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარე გახდა.
იმდროინდელ საქართველოში უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარე. და მაინც ერის მამა სოფლიდან ჩამოსული, ერთი უბრალო კაცი იყო...
🔘 ტიციან ტაბიძე
დაბადების ადგილი სოფელი ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი).
მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ იყო მოსკოვის უნივერსიტეტი, ბოლის შინ დაბრუნებულმა თავი თბილისს „შეაფარა“.
მცირე ხანს თბილისში, გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს.
სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო „ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“.
იმდროინდელმა რეპრესიულმა პოლიტიკამ მისი სიცოცხლე შეიწირა და როგორც დედამისი ეძახდა „ტიტკო“ გადასახლებამისჯილი პოეტი შინ აღარასდროს დაბრუნებულა... და მაინც ქართველებს გვეამაყება სოფელ ჭყვიშში დაბადებული ტიტკოს არსებობა და დღესაც მომავალ თაობას მის შემოქმედებაზე ვზრდით...
🔘 გიორგი კეკელიძე
დაბადების ადგილი ოზურგეთი...
„გურული დღიურების“ ამბავი ყველამ კარგად ვიცით... გიორგი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია.
სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში. შემდეგ იყო სტუდენტობის წლები და თბილისში ჩამოვიდა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
2006 წელს უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად დაიწყო გამოშვება ჯერ გაზეთის, შემდეგ კი უკვე ჟურნალის სახელწოდებით „ლილ“. მისი მიზანი იყო სტუდენტებისთვის ყოფილიყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული უნივერსიტეტის და სტუდკავშირის დაფინანსებაზე.
2010 წლიდან კითხულობს ლექციებს თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაში, ასევე ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიას აგრარულ უნივერსიტეტში.
ეწევა ქველმოქმედებას და ესხმარება მუნიციპალიტეტის სკოლებს, ხელს უწყობს ბავშვებს განათლების მიღებაში.
ეს ყველაფერი კი ერთმა უბრალო გურულმა ბიჭმა, სრულიად მარტომ შეძლო...
🔘 თეიმურაზ ბაბლუანი
დაბადების ადგილი სოფელი ჩოლური (ლენტეხის მუნიციპალიტეტი).
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
როგორც მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში როგორიცაა „ღიმილის ბიჭები“ (მალხაზი), „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (არწივის მომთვინიერებელი).
გადაღებული აქვს ფილმები: „უძინართა მზე“, „მოტაცება“, „ბეღურების გადაფრენა“
ახლა, ნებისმიერი ახალგაზრდა რომ გააჩერო და ჰკითხო წაგიკითხავს თუ არა „მზე, მთვარე და პურის ყანა“ - აუცლიბლად გიპასუხებთ, რომ მანუშაკა ელოდება...
ეს, სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი, რომელსაც ერთადერთი ადამიანი მანუშაკა ელოდება...
ამ ყველაფრის შემქმენლი კი სვანეთში დაბადებული თემურ ბაბლუანია.
🔘 ლევან ბერძენიშვილი
დაბადების ადგილი ბათუმი.
დაამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
დიახ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თბილისელი კი არა ბათუმელია...
მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.
იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ - დიახ, არ გეშლებათ ნამდვილად ბათუმელი ბიჭის მიღწევებია....
🔘ჯემალ ქარჩხაძე
დაბადების ადგილი უხუთი, ვანის რაიონი...
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი სწავლობდა თბილისის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
მუშაობდა კულტურის სამინისტროსა და თოჯინების თეატრში.
ცნობილი გახდა მოთხრობებით და რომანებით: „იგი“, „ქარავანი“, „ანტონიო და დავითი“, „ზებულონი“, „იუპიტერის სინანული“, „განზომილება“.
ახალგაზრდებისთვის საყვარელი თანამედროვე მწერალი სწორედ ქარჩხაძეა თავისი ნაწარმოებით - „იგი“.
„როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო, როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა , რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია“....
დიახ, ეს სიტყვები სოფელ უხუთში დაბადებული კაცის გონებაში დაიბადა...
🔘 ანა კალანდაძე
დაბადების ადგილი ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა ... შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.
გურულმა გოგომ ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო...
მუშაობდა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე.
მუშაობდა მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. საბჭოთა პერიოდში დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით და ღირსების ორდენით.
მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. დიახ, გურული ქალი გახდა საპატიო თბილისელი...
🔘პაოლო იაშვილი
დაბადების ადგილი არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი.
პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს.
სწავლა განაგრძო რუსეთში, ანაპაში - კერძო გიმნაზიაში. შემდეგ პაოლო პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა.
დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: პიკასოს, აპოლინერს, მოდილიანს და ერენბურგს.
🔘 მუხრან მაჭავარიანი
დაბადების ადგილი არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ „პიონერისა“ და „დილის“ მთავარი რედაქტორი.
პოეტის 2 კრებული „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“ რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. დიახ, საჩხერელმა ბიჭმა, მართლაც დიდი წარმატებას მიაღწია.
რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა.
🔘 რევაზ ინანიშვილი
დაბადების ადგილი ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი...
მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა. შემდეგ, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა 31-ე ქარხანაში.
შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
კვლავ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა უსახსრობის გამო კვლავ შეწყვიტა სწავლა და მუშაობა დაიწყო.
ხომ გახსოვთ, „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“ მარტო ეს მოთრობა რად ღირს მის დასაფასებლად. როგორ ჩანს მისი მართალი და ვაჟკაცური სული, რომ თვით მსუბუქი ყოფაქცევის ქალის შეურაცხყოფაც არ აატანინა მოთხრობის მთავარ გმირს და დაიცვა „ქალის მანდილი“...
რთულია ამ დროს როგორც მკითხველი არ აღფრთოვანდე და არ დააფასო მწერლის შეგნება და ზნეობრივად სრულყოფილება, დიახ ეს კახელმა ბიჭმა, რევაზ ინანიშვილმა თავის მოთხრობებში ნათლად წარმოგვიდგინა.
🔘 მიხეილ ჯავახიშვილი
დაბადების ადგილი სოფელი წერაქვი, მარნეულის მუნიციპალიტეტი.
სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში...
პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“...
მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო....
მისი ნაწარმოები „ჯაყოს ხიზნები“ ყველა ქართველმა იცის. მან ზუსტად გამოხატა მთავარ პერსონაჟებში იმდროინდელი საქართველოს რეალობა. ბრინკა თეიმურაზი და დიდი, ჯაველი ჯაყო ჯივაშვილი, რომელიც რასაც ეხება ყველაფერს ანადგურებს.
არც ამ გენიალური ნაწარმოების ავტორი არ დაბადებულა თბილისში....
🔘 დავით კლდიაშვილი
დაბადების ადგილი ზედა სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი...
7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. ამის შემდეგ მამამ პატარა დავითი გიმნაზიაში შესასვლელად მოსამზადებლად სამრევლო სკოლაში მიიყვანა.
ხელმოკლეობის გამო 9 წლის დავითი სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს.
მოგვიანებით სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა...
მუშაობდა ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში...
წერა რომ დაუწუნეს სხვის თარგმნას მიჰყო ხელი. ნიკო ლომოურის „ალი“ გადათარგმნა რუსულად.
დიახ, თერჯოლელი ბიჭი ჯერ კიდევ ბავშვობაში აკეთებდა ტარმანს და შემდეგ მიჰყო ხელი ისეთი ნაწარმოების წერას, როგორიცაა „ქამუშაძის გაჭირვება“...
დავით კლდიაშვილმა ხელი მოჰკიდა იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრების ასახვა, ამან თავისი პირველი გამოხატულება ჰპოვა მოთხრობაში „სოლომან მორბელაძე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ბაკულას ღორები“, „როსტომ მანველიძე“ და სხვა.
🔘 გრიგოლ რობაქიძე
დაბადების ადგილი სვირი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.
ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტი (გერმანია).
მის დასაფასებლად მარტო ისიც კმარა, რომ ზესტაფონიდან თბილისში კი არა გერმანიასა და ესტონეთში წავიდა.
მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
🔘 ალექსანდრე ყაზბეგი
დაბადების ადგილი სტეფანწმინდა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.
18 წლის ახალგაზრდა ალექსანდრე ყაზბეგი უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გაემგზავრება. მოსკოვში მწერალს მატერიალურად მეტად შეზღუდულ პირობებში უხდებოდა ცხოვრება. იგი სამეურნეო აკადემიის სტუდენტი გახდა.
სტეფანწმინდელი ბიჭის დასაფასებლად მისი ერთი ნაწარმოები ღირს „ხევისბერი გოჩა“. დიახ, ლიტერატურაში სწორედ 2-ჯერ ვხვდებით ფაქტს, სადაც ბუნების კანონი ირღვევა და მამა შვილს კლავს, ესაა
პროსპერ მერიმეს – მატეო ფალკონე და ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“.
აი სწორედ აქ იმალება მწრელის დიდიადე და მკითხველი ხვდება, რომ ის ქართულ ნიადაგზე აღმოცენებული „სასხვისო“ მწერალიცაა, ის მხოლოდ ქართველებს კი არა მთელ მსოფლიოს ეკუთვნის.
🔘 ნიკო ლორთქიფანიძე
დაბადების ადგილი, სოფელი ჩუნეშში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.
ნიკოს თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: ”ნიშადური”, ”საქართველო”, ”ივერია”, ”თეატრი და ცხოვრება”, ”დროება”...
იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა.
მისი ერთი ნაწარმოები, „თავსაფრიანი დედაკაცი“ ღირს ბევრ რამედ. აქ ამოკითხული ციტატა მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს, „დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან“...
დიახ, ამ შესანიშნავი ფრაზის ავტორი არათბილისელი ბიჭი, არამედ სოფელ ჩუნეშში დაბადებული ბიჭია.
🔘ნიკო მარი
დაბადების ადგილი ქუთაისი..
ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი - დიახ, არ მოგესმათ ეს ყველაფერი ქუთაისელ, ნიკო მართანაა დაკავშირებული.
მარი იკვლევდა სომხურ ენას, ქართულს და მის ნათესაობას სხვა ენებთან.
მარმა გაწყვიტა კავშირი ადრინდელ ენათმეცნიერებასთან, რომელიც ბურჟუაზიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ მეცნიერებად გამოაცხადა; უარყო მისი პრინციპები, როგორც მიუღებელი მარქსისტული მეცნიერებისათვის და შექმნა „ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება“, რომელსაც, როგორც მარქსისტულ თეორიას, ძალით ახვევდა თავს საბჭოთა ენათმეცნიერებას. ამ თეორიაში ენა მიჩნეულია ზედნაშენად და კლასობრივ მოვლენად, მარი თვლიდა, რომ ბგერითი ენა იმთავითვე კლასობრივი იყო, არაკლასობრივი ენა არასოდეს არსებულაო. მან უარყო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მონათესავე ენათა ოჯახების არსებობა და წამოაყენა სტადიალური განვითარების პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად ენები ერთმანეთისაგან განსხვავდება არა წარმოშობის, არამედ განვითარების სტადიების მიხედვით.
🔘კონსტანტინე გამსახურდია
დაბადების ადგილი სოფელი ძველი აბაშა, სამეგრელო-ზემო სვანეთი.
მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახლდათ.
დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. დიახ, სოფელი აბაშადან ადამიანი დედაქალაქით არ შემოფარგლულა ქვეყნის საზღვრებს გასცდა.
მისი შემოქმედების აღზევება კი წიგნი „დიდოსტატის მარჯვენაა“, რომელიც ბევრი ქართველისთვის სამაგიდო წიგნია.
განსხვავებული წერის მანერა, ახალი ეპითეტები და ფერთა საოცარი გამა მკითხველს გულგრილს ვერ ტოვებს, ამიტომაც მკითხველა დააფასა გამსახურდიას შემოქმედება.
🔘ედუარდ შევარდნაძე
დაბადების ადგილი სოფელი მამათი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.
იყო სსრკ-ის IX-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სოციალისტური შრომის გმირი... მას მიაწერენ ბერლინის კედლის დანგრევას და იყო საქართველოს მეორე პრეზიდენტი.
დიახ, ცნობისთვის გურიაში დაბადებული ბიჭი გახდა სრულიად საქართველოს პრეზიდენტი.
🔘სულხან-საბა ორბელიანი
დაბადების ადგილი სოფელი ტანძია, ბოლნისის მუნიციპალიტეტი.
სამეფო კარზე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის აღზრდა.
ვახტანგ VI-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში.
გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა.
ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს, რომელიც „ალოდინეს და მე-15 კაცად შეუშვეს“, აგრეთვე ეწვია რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა ფინანსური დახმარება ეთხოვა ვახტანგ VI-ის ირანის ტყვეობიდან გამოსახსნელად.
აგრეთვე, შექმნა ლექსიკონი და ეს ყველაფერი ერთმა ადამიანმა, შეძლო, რომელიც სოფელ ტანძიიდან იყო.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანთა, რომლებიც თბილისში არ დაბადებულან, სოფლიდან ქალაქად ჩამოვიდნენ და წარმატებას მიაღწიეს. თითოეულმა მათგანმა თავისი სათქმელი თქვა და ერის წინაშე დიდი დამსახურება აქვთ.
აი, ქალბატონო ქეთი, რას აკეთებენ სოფლელები თბილისში... 😊
აგრეთვე წაიკითხეთ:
ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე
ნაადრევად დატოვებული სიცოცხლე და შეფუთნილი ლენინის უცნობი ისტორია - ცოტა რამ რამაზ გიორგობიანზე