Digest Logo

„თავიდან გონზე იყო, სასწრაფო დახმარებას ითხოვდა...“ - რას ჰყვება თვითმხილველი ნიკა კვარაცხელიაზე?

1631784600
კვარაცხელია

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე 20 წლამდე ბიჭი ჩაცხრილეს. ის კლინიკაში კერძო ავტომობილით მიიყვანეს და მდგომარეობა მძიმე იყო.

დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ შვილი და აპლიკაცია feeds-ს შემქმნელია.

„პირველებმა“ კვარაცხელიას საქმის მთავარი მოწმე ჩაწერა.

შემზარავი ამბის თვითმხილველი ჰყვება, რომ 9 ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში საკუთარი მანქანით წაიყვანა.

მსხვერპლი ამბობდა, რომ თავდამსხმელს არ იცნობდა და არ იცოდა, რატომ გაწირეს სასიკვდილოდ.

„ოფისში ვმუშაობდი, როცა სროლის ხმა გავიგე, იდენტიფიცირება მოვახდინე, რომ სავარაუდოდ გასროლა მოხდა პისტოლეტიდან. დაახლოებით ერთ წუთში უკვე დაჭრილთან ვიყავი. დავინახეთ, რომ ძირს ეგდო, დაჭრილი ავტომობილით გადავიყვანეთ კლინიკაში“, - აცხადებს თვითმხილველი.

მისი თქმით, კვარაცხელიას ავტომობილს 2 ნატყვიარი ეტყობოდა, თავად დაჭრილი კი სასწრაფო დახმარებას ითხოვდა:

გონზე იყო, თავიდან სასწრაფო დახმარება ითხოვა. კონტაქტური იყო, სახელი და გვარი ვკითხეთ. ამბობდა, არ ვიცი ვინ იყო და რა უნდოდაო... მხოლობითში საუბრობდა ძირითადად“, - აღნიშნა მთავარმა მოწმემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵რა ვიცით ე.წ „კანონიერ ქურდ“ გია კვარაცხელიაზე, რომლის შვილი გუშინ ვერაზე ჩაცხრილეს

🔵VIDEO: „ყოველ დღე ვნატრობ, ღმერთმა ჩემს შვილთან წამიყვანოს... 40 დღეც გავიდა, მაგრამ მე მაინც აქ ვგდივარ" - ლექსო ლაშქარავას დედის ემოციური კომენტარი

🔵VIDEO: „ჩემი ნიკო მოკლეს 8 ტყვია დააცალეს!“ - ცოტა რამ 20 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ