Digest Logo

„თეთრი სიკვდილი“ – სნაიპერი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა

1611856872
თეთრი სიკვდილი

1939-1940 წლებში, როდესაც ფინეთ-საბჭოეთის ომი მიმდინარეობდა, საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა ფინელი სნაიპერი სიმო ჰიაიუჰია, ზედმეტსახელად „თეთრი სიკვდილი.“ ის იყო წარმოუდგენლად მარჯვე მსროლელი,  რომელიც არ იყენებდა ოპტიკურ მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო საბჭოთა კავშირის მტერი, საბჭოთა ჯარის რიგებში ის იქცა ლეგენდად.

მომავალი სნაიპერი 1905 წელს დაიბადა, პატარა სოფელ რაუტიარვიში (თანამედროვე რუსეთის და ფინეთის საზღვართან ახლოს). ოჯახი ძირითადად დაკავებული იყო ნადირობით და თევზაობით. 17 წლის ასაკში სიმო ჰიაიუჰიას მიღებული ჰქონდა მონაწილეობა სნაიპერების რამდენიმე შეჯიბრში და აღებული ჰქონდა საპრიზო ადგილები. მოგვიანებით კი ის ფინურ არმიაში წავიდა.

ფინეთ-საბჭოეთის ომის დასაწყისში, 1939 წელს სიმო ჰიაიუჰია გახდა სნაიპერი. პირველ დღეს სიმომ მოკლა მოწინააღმდეგის 25 ჯარისკაცი, ხოლო ორ დღეში გაანადგურა 50 კაცი. აქტიური პროპაგანდის წყალობით დიდება დაუმარცხებელი ფინელის შესახებ გასცდა ფრონტის ხაზს.

საბჭოთა მთავრობამ დანიშნა ჯილდო სიმოს თავის სანაცვლოდ, ხოლო თვითონ სნაიპერი მონათლეს “თეთრ სიკვდილი“-ს სახელით.

ჰიაიუჰიას სიმაღლე 1,61 სანტიმეტრი იყო, რაც დიდი უპირატესობა იყო. სნაიპერი იცმევდა მთლიანად თეთრ ტანსაცმელს, რაც მას ხდიდა თოვლის ფონზე პრაქტიკულად დაუნახავს. სიმოს პოზიციაზე დარჩენა შეეძლო რამდენიმე საათის განმავლობაში და ელოდებოდა მტერს და ეს ხდებოდა -20°C-დან -40°C-მდე სიცივეში. სნაიპერს პირში ედო თოვლი, რომ პირიდან არ გამოსვლოდა ორთქლი ამოსუნთქვისას, ამის გარდა სიმოს უპირატესობა იყო ის, რომ მან კარგად იცოდა ადგილმდებარეობა.

ყველაზე გასაკვირი არის ის, რომ სნაიპერი არ იყენებდა ოპტიკურ მიზანს. პირველ რიგში სიმო თვლიდა, რომ მზის სხივებს შეეძლოთ მისი ადგილმდებარეობის გამჟღავნება, ხოლო მეორე არის ის, რომ დაბალ ტემპერატურაში მიზნის მინა იყინებოდა. იარაღი რომელსაც სნაიპერი იყენებდა იყო მოსინ М/28-30-ის ფინური მოდიფიკაცია. მის არსენალში ასევე შედიოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „სუომი” და ტყვიამფრქვევი „ლაჰტი სალორანტა M-26”.

„ზამთრის ომის” პირველ 100 დღეში სნაიპერმა მოკლა 600-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი. 1940 წლის 6 მარტს ფინელს ტყვია მაინც მოხვდა, რომელმაც გაიარა მარცხენა ყბაში, მოხდა სნაიპერის ევაკუაცია. ის რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში, ხოლო გონზე მოსვლისას ჩანგრეული ყბა აღუდგინეს ბარძაყიდან აღებული ძვლით.

1941 წელს სიმო ჰიაიუჰია ფრონტის ხაზზე კვლავ წასვლა სურდა, მაგრამ ტრავმის გამო ის უარით გაისტუმრეს. ფინელმა სნაიპერმა იცოცხლა 96 წელი იცოცხლა და ის დაკავებული იყო ნადირობით და ფერმერობით.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მოჭრილი თავი, დასახიჩრებული ცხედარი, დამწვარი ბავშვი - საქართველოში მომხდარი სატანისტური მკვლელობები

ვინ და რატომ ნადირობდა უპატრონო გვამებზე თბილისში

გადავთხარე იქაურობა, გვამს ვერ მივაგენი.... - შვილმკვდარი მამის საზარელი შურისძიება