Digest Logo

„ტრუსში ხელს მიყოფდა, მოგწონსო ხო? - მეუბნებოდა... თამაშის დროს სულ ცდილობდა, რომ უკნიდან რაღაცნაირად შემხებოდა და ეფათურა ხელები“

1638792865
დამიცავი პატრა ვარ

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ხარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.

გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად ისტორიას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ჰყვება, რომელზე ძმა, მეზობელი და შეყვარებული ძალადობდა.

„მინდა მეც მოგიყვეთ ჩემი ისტორია. სექსუალური შევიწროების ძალიან ბევრი ფაქტი მქონია.

ხუთი-ექვსი წლის ვიქნებოდი, მეზობლის 22-23 წლის ბიჭი კალთაში მისვამდა და ტრუსში ხელს მიყოფდა, მოგწონსო ხო, მეუბნებოდა.

მასთან დაკავშირებით მაქვს ბუნდოვანი მსგავსი ისტორიები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ დაწვრილებით, მაგრამ ვიცი, რომ ხდებოდა ბევრი ისეთი რამ, რასაც ჩემი ტვინი ბლოკავს.

ასევე ძმა, რომელიც ტრუსში მიყოფდა ხელებს და მეკითხებოდა, გსიამოვნებსო? და რას გრძნობო?

მაშინ ვერ ვხვდებოდი იმდენად, 10 წლამდე ვიყავი. თამაშის დროს სულ ცდილობდა, რომ უკნიდან რაღაცნაირად შემხებოდა და ეფათურა ხელები.

ოჯახის ახლობელი, რომელმაც სცადა ჩემი გაუპატიურება და დღემდე ცდილობს, როგორც კი მასთან ახლოს აღმოვჩნდები, ხელების ფათურს იწყებს.

ყოფილი შეყვარებული, რომელიც მოძალადე ფსიქოპათი იყო. ახლა 21 წლის ვარ და ამ ყველაფერმა იქამდე მიმიყვანა, რომ ვერ ვიტან კაცებს და იყო პერიოდი, როცა საკუთარი თავი მეზიზღებოდა.

ალბათ მშობლებთან ახლო ურთიერთობა რომ მქონოდა ან ჩემთვის მოესმინათ, აქამდე არ მივიდოდი...

ამიტომ, მოუსმინეთ შვილებს, შეიძლება მათი უდარდელობის უკან ბევრი რამ იმალებოდეს. არეულად თუ დავწერე, ბოდიში“.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ვინ არის გმირი ქალი, რომელიც მე-10 შვილის დედა გახდა (ფოტოები)

🔵„ვერ უძლებს ჯანდაცვა ამდენ შავ პარკში ჩასვენებულ ხალხს, რომელთა უკან გაუბედურებული ოჯახები რჩებათ....“ - შოთა ინასარიძე

🔵რა უნდა მოგვიტანოს მეკვლემ იმისთვის, რომ 2022 წელი წარმატებული გვქონდეს - ცაგარელის რჩევები

🔵„გამცირებენ, შეურაცხგყოფენ და ხელით გეხებიან... მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო მძიმე შრომით და ფსიქოლოგიურ წნეხს“ - რას წერს ემიგრანტი

🔵„ვაჰ, ეს ყოფილი ქმრები როგორ აფრენენ!“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსზე

🔵VIDEO: „განცდით არ განვიცდიდი, მაგრამ მინდოდა მყოლოდა და-ძმა... დედაჩემს უხარია, რომ ზალიკოს დედაა“ - ზალიკო ბერგერის გულახდილი პასუხი