Digest Logo

🎥 VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბარა გახსნა...“ - ახალი დეტალები ანასტასია შატალოვას მკვლელობაზე

1634582501
ვ

4 ტყვიით და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით 25 წლის ქალი საკუთარი სახლის ეზოში სასიკვდილოდ გაიმეტეს. გაზაფხულის ქუჩაზე გვიან ღამით ანასტასია შატალოვას მაშინ ესროლეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. მოკლულმა სადარბაზოში შესვლა ვერ მოასწრო.

ფაქტს ჰყავს თვითმხილველებიც, ერთ-ერთი მათგანი იხსენებს, რომ თავდასხმამდე ახალგაზრდა ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა.

რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი, უცნობია. ოფიციალური ვერსია არც დაკავებულებზე გავრცელებულა, თუმცა, „კურიერის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობიდან რამდენიმე საათში სამი პირი აიყვანეს.