Digest Logo

VIDEO: „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები“ - ნიკა კვარაცხელიას ოჯახის პირველი კომენტარი

1631980141
ნიკა კვარაცხელიას ოჯახი

ფიქრის გორაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ოჯახი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს - გარდაცვლილის მამიდა, ნანი კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ნიკას კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონდა.

„ძალიან გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები, პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვარ, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით, არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩემს ოჯახს.

ჩემ ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს შუაგულ ქალაქში 5 შვილით არ აცხოვრებდა. ჩვენ მთელი ნათესავები ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ, არანაირი საფრთხე ჩვენ არავისგან არ გვიგრძნია. არავისი არასდროს შეგვშინებია, იმიტომ, რომ ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. დაწყნარდება ეს სიტუაცია, გაირკვევა მტყუან-მართალი", - ამბობს ნიკა კვარაცხელიას მამიდა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა - ვინ არიან ბრალდებულები?

🔵„შენი სუბიექტური აზრი შეიძლება სუფრასთან, ოჯახის წევრებს გაუზიარო“- რატომ დაუპირისპირდნენ ექიმები ლევან რატიანს

🔵მინი-ბორდელი, ფიქტიური ხელისმოწერა მეძავთან, თაღლითობა, სახლი ლოს-ანჯელესში - გივი სიხარულიძის სკანდალები