Digest Logo

🎥 VIDEO: „მაპატიონ ქართველებმა, მაგრამ...“ - მოკლული ანასტასია შატალოვას მამის პირველი კომენტარი

1634972821
ვ

„კურიერმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა თბილისში მოკლული 25 წლის ქალის, ანასტასია შატალოვას მამასთან.

საქართველოში ჩამოსული სერგეი შატალოვი აცხადებს, რომ საქმე შეკვეთილ მკვლელობას ეხება.

ის გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ მკვლელობის დამკვეთს მალე დაიჭერენ.

„ეს შეკვეთილი მკვლელობაა. სავარაუდოდ, გამოძიება უფრო მეტ დეტალს დაადგენს. არის დამნაშავეთა ჯაჭვი, რომლის შესახებაც გამოძიება ინფორმირებულია, მაგრამ იმისთვის, რომ სასამართლოს წინაშე წარდგნენ, საჭიროა მტკიცებულებები, რომელიც გროვდება.

ქართველმა გამომძიებლებმა უმოკლეს ვადაში გამოიძიეს ეს საქმე და დააკავეს დამნაშავეები, მინდა ყველა პოლიციელს და გამომძიებელს ამისთვის მადლობა ვუთხრა. გამოძიება პროფესიონალურად მიდის. მინდა დამკვეთს მივმართო - მას აუცილებლად დააკავებენ. მე არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო და დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუმცა, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არაფერი იმალება და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“, - აცხადებს შატალოვი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს მოუტანს

🔵ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

🔵„მე-9 თვეში ვარ ეს სტრესსი აღუწერელია - 1 სქრინით შემიძლია მოვატრიალო მთელი პროცესი მაგრამ არვიკადრებ“ - ალექსანდრა პაიჭაძე მარიამ კუკუნაშვილს პასუხობს

🔵შორენა ბეგაშვილი და კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ბარათელი დაშორდნენ

🔵„მე-9 თვეში ვარ, ეს სტრესი აღუწერელია - 1 სქრინით შემიძლია მოვატრიალო მთელი პროცესი, მაგრამ არ ვიკადრებ“ - ალექსანდრა პაიჭაძე მარიამ კუკუნაშვილს პასუხობს