Digest Logo

🎥 VIDEO: „რაჭა უყვარდა და რაჭაში გაფრინდა ღმერთთან“ - მეგობრები „ზურიკუნას“ იხსნებენ

15/7/2021 • 15:39
ბაკურაძე

სოფელ შქმერში გზა ჩავარდა და „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა.

ამბობენ, ზურა ბაკურაძეს ყველაფერზე მეტად რაჭა უყვარდაო - რაჭასაც უყვარდა „ზურიკუნა“.

სიცოცხლის უკანასკნელი ღამეც რაჭაში გაათენა და მისი ხმაც უკანასკნელად რაჭის მთებში გაისმა.

ამ ტრაგედიამ სრულიად საქართველო მოიცვა.

„ტვ პირველის“ ეთერში ზურიკუნას მეგობრები ემშვიდობებიან.

როგორც მისი ბავშვობის მეგობარი, მუსიკოსი, დათო არჩვაძე ამბობს „ზურასნაირი სამოთხე ადამიანები იშვიათად იბადებიან“.

„ზურასნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ახლა აქ ვარ და ის ამქვეყნად აღარაა, არა ეს სიმართლეა. რაჭა უყვარდა და რაჭაში გაფრინდა ღმერთთან“,- ამბობს არჩვაძე.

⭕აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ასე ძალიან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ გაგიმეტა... როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე!“ - როგორ იხსენებენ მეგობრები ზურა ბაკურაძეს?

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„ამდენ ბიჭებში ჯერ ერთმა ძმამ გადაიწერა პირჯვარი და მერე მეორემ... მისი ხმა უკანასკნელად ძმამ გაიგონა...“ - ბაკურაძის უცნობი ამბავი