Digest Logo

„დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე, გეხვეწებით“ - ჩვილის გაგუდვაში ბრალდებული დედა პროცესზე

1645088154
დედა

ფოთის საქალაქო სასამართლომ, ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოზე დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

მოსამართლე - დავით გელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

„დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე“, - განაცხადა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

34 წლის ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით ახალშობილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სწორად უცხოვრია ამ უსწორმასწორო მიწაზე... ბედნიერებაა, ასე რომ დააკლდები შენს ქვეყანას და ასე გულწრფელად დაგიტირებს შენი ხალხი“ - ირმა ინაშვილი მეჭიაურზე

🔵„დიდი ხანი ვიქნებით პანდემიის აქტიურ ფაზაში... მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი“ - ნიკო კვარაცხელიას დედა დუმილს არღვევს